ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

ცოტნე ანანიძე პატიმარ გიორგი დავითაძის საქმის შესახებ: "როგორც ყოფილი პატიმარი და უმაღლესი საბჭოს

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ცოტნე ანანიძემ მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის საქმეზე სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა და პატიმრის ვიდეოჩანაწერი, ასევე დეესკალაციის საკანში გადაყვანის პროცედურები შეაფასა.

ცოტნე ანანიძე პატიმარ გიორგი დავითაძის საქმის შესახებ: "როგორც ყოფილი პატიმარი და უმაღლესი საბჭოს
ცოტნე ანანიძე პატიმარ გიორგი დავითაძის საქმის შესახებ: "როგორც ყოფილი პატიმარი და უმაღლესი საბჭოსPOSTV

„როგორც ყოფილმა პატიმარმა და უმაღლესი საბჭოს წევრმა, რომელიც, წლების განმავლობაში, პენიტენციურ დაწესებულებებში ბევრ პატიმარს შევხვდი, არაერთი სმს და კომენტარი მივიღე სოცქსელში მსჯავრდებულ გ.დ.- სთან დაკავშირებით.

მოკლედ მოგახსენებთ:

პირველი – როცა დახურული, მაღალი რისკის დაწესებულებიდან გასული წლის ვიდეოჩანაწერი არსებობს, ეს მაღალი სტანდარტია, რომელიც, შესაძლოა, ევროპულ დემოკრატიებშიც ვერ იპოვოთ”, – წერს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე.

“მეორე – როცა მსჯავრდებული დეესკალაციის საკანში გადაჰყავთ, წინააღმდეგობის რისკის ალბათობის გამო, გადაყვანა ერთი ან ორი თანამშრომლით არ ხორციელდება.

მესამე – კადრების დათვალიერების ნაწილში, ვიზიარებ სახალხო დამცველის პირველად პოზიციას.

როგორც ადგილობრივს, ვიცნობ კონკრეტული პატიმრის ოჯახს და პატივს ვცემ. პატიმრებს ვუსურვებ ჯანმრთელობასა და თავისუფლებას”, – წერს ცოტნე ანანიძე.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„როგორც ყოფილმა პატიმარმა და უმაღლესი საბჭოს წევრმა, რომელიც, წლების განმავლობაში, პენიტენციურ დაწესებულებებში ბევრ პატიმარს შევხვდი, არაერთი სმს და კომენტარი მივიღე სოცქსელში მსჯავრდებულ გ.დ.- სთან დაკავშირებით. მოკლედ მოგახსენებთ: პირველი – როცა დახურული, მაღალი რისკის დაწესებულებიდან გასული წლის ვიდეოჩანაწერი არსებობს, ეს მაღალი სტანდარტია, რომელიც, შესაძლოა, ევროპულ დემოკრატიებშიც ვერ იპოვოთ”, – წერს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე.“
ავტორი ტექსტში ცალსახად არ არის მითითებული
„მეორე – როცა მსჯავრდებული დეესკალაციის საკანში გადაჰყავთ, წინააღმდეგობის რისკის ალბათობის გამო, გადაყვანა ერთი ან ორი თანამშრომლით არ ხორციელდება. მესამე – კადრების დათვალიერების ნაწილში, ვიზიარებ სახალხო დამცველის პირველად პოზიციას. როგორც ადგილობრივს, ვიცნობ კონკრეტული პატიმრის ოჯახს და პატივს ვცემ. პატიმრებს ვუსურვებ ჯანმრთელობასა და თავისუფლებას“
ავტორი ტექსტში ცალსახად არ არის მითითებული
მასალის შესახებპირველწყარო: POSTV ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.