"კიბო განაჩენი არ არის" - "ვარდისფერი ოქტომბრის" ფარგლებში, საინფორმაციო შეხვედრა რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონის მუნიციპალიტეტებში შედგა
"ვარდისფერი ოქტომბრის" ფარგლებში რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მუნიციპალიტეტებში ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლებისა და სკრინინგის მნიშვნელობის საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა.

"ვარდისფერი ოქტომბრის" ფარგლებში ღონისძიებები გრძელდება. ამჯერად საინფორმაციო შეხვედრა რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონის ოთხივე მუნიციპალიტეტში შედგა.
შეხვედრების მიზანი ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლება და დაავადების პრევენციის, ადრეული გამოვლენისა და სკრინინგის მნიშვნელობის შესახებ მოსახლეობის ინფორმირება იყო.
"ონის მუნიციპალიტეტში ვარდისფერი ოქტომბრისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა, რომელიც ძუძუს კიბოს სკრინინგის შესახებ ცნობიერების ამაღლებას უკავშირდება. "ქართული ოცნების" ქალთა ორგანიზაცია აქტიურად არის ჩართული აღნიშნულ ღონისძიებაში და ყველა ქალბატონს მოუწოდებს იზრუნოს საკუთარ ჯანმრთელობაზე," - აღნიშნა ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ, ირმა ჩიხრაძემ.
ღონისძიების საინფორმაციო მნიშვნელობაზე ისაუბრა ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, მარიკა კოპალიანმა.
"აქტიურად მიიღეს მონაწილეობა ჩვენმა ქალბატონებმა, აქტიურად დაისვა კითხვები, თავისთავად, მიიღეს შესაბამისი პასუხები და ყველამ ერთიანად ვაღიარეთ, რომ კიბო განაჩენი არ არის, არ შევუშინდეთ," - განაცხადა მარიკა კოპალიანმა.
ციტატები სტატიიდან
„ონის მუნიციპალიტეტში ვარდისფერი ოქტომბრისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა, რომელიც ძუძუს კიბოს სკრინინგის შესახებ ცნობიერების ამაღლებას უკავშირდება. "ქართული ოცნების" ქალთა ორგანიზაცია აქტიურად არის ჩართული აღნიშნულ ღონისძიებაში და ყველა ქალბატონს მოუწოდებს იზრუნოს საკუთარ ჯანმრთელობაზე,“
„აქტიურად მიიღეს მონაწილეობა ჩვენმა ქალბატონებმა, აქტიურად დაისვა კითხვები, თავისთავად, მიიღეს შესაბამისი პასუხები და ყველამ ერთიანად ვაღიარეთ, რომ კიბო განაჩენი არ არის, არ შევუშინდეთ,“
„ონის მუნიციპალიტეტში ვარდისფერი ოქტომბრისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა, რომელიც ძუძუს კიბოს სკრინინგის შესახებ ცნობიერების ამაღლებას უკავშირდება.“
„ქალთა ორგანიზაცია აქტიურად არის ჩართული აღნიშნულ ღონისძიებაში და ყველა ქალბატონს მოუწოდებს იზრუნოს საკუთარ ჯანმრთელობაზე,“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.