ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

ირაკლი კობახიძე: ყოველწლიურად ასეულობით მილიონი იხარჯება თავდაცვის სისტემის გაძლიერებაში, მათ შორის შეიარაღებისა და ინფრასტრუქტურის მიმართულებით

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ თავდაცვის სისტემის გაძლიერებაში, მათ შორის შეიარაღებისა და ინფრასტრუქტურის მიმართულებით, ყოველწლიურად ასეულობით მილიონი იხარჯება. მისი თქმით, ხარჯების დეტალური ჩაშლა საიდუმლო ინფორმაციას განეკუთვნება.

ირაკლი კობახიძე: ყოველწლიურად ასეულობით მილიონი იხარჯება თავდაცვის სისტემის გაძლიერებაში, მათ შორის შეიარაღებისა და ინფრასტრუქტურის მიმართულებით
ირაკლი კობახიძე: ყოველწლიურად ასეულობით მილიონი იხარჯება თავდაცვის სისტემის გაძლიერებაში, მათ შორის შეიარაღებისა და ინფრასტრუქტურის მიმართულებითრუსთავი 2

ყოველწლიურად ასეულობით მილიონი იხარჯება თავდაცვის სისტემის გაძლიერებაში, მათ შორის შეიარაღებისა და ინფრასტრუქტურის მიმართულებით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „ღია ეთერში“ განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, თავდაცვაში დახარჯული თანხების კონკრეტიკა საიდუმლო ინფორმაციას განეკუთვნება.

„რაც შეეხება ძლიერ თავდაცვას და შეიძინა თუ არა რაიმე წლების განმავლობაში თავდაცვისთვის სახელმწიფომ - ყოველწლიურად ასეულობით მილიონი იხარჯება. ჩაშლილად ინფორმაციას ვერ მოგცემთ, გასაიდუმლოებულია, რადგან არავინ უნდა იცოდეს, კონკრეტულად რომელ შეიარაღებაში იხარჯება ეს ყველაფერი. ყოველწლიურად ასეულობით მილიონი იხარჯება თავდაცვის სისტემის გაძლიერებაში, მათ შორის შეიარაღების და ინფრასტრუქტურის მიმართულებით“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.