ირაკლი კობახიძე – ყოველწლიურად ასეულობით მილიონი იხარჯება თავდაცვის სისტემის გაძლიერებაში, მათ შორის შეიარაღებისა და ინფრასტრუქტურის მიმართულებით
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებით, თავდაცვის სისტემის გაძლიერებაში, შეიარაღებასა და ინფრასტრუქტურაში ყოველწლიურად ასეულობით მილიონი იხარჯება, თუმცა დეტალური ინფორმაცია გასაიდუმლოებულია.

ყოველწლიურად ასეულობით მილიონი იხარჯება თავდაცვის სისტემის გაძლიერებაში, მათ შორის შეიარაღებისა და ინფრასტრუქტურის მიმართულებით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „ღია ეთერში“ განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, თავდაცვაში დახარჯული თანხების კონკრეტიკა საიდუმლო ინფორმაციას განეკუთვნება.
„რაც შეეხება ძლიერ თავდაცვას და შეიძინა თუ არა რაიმე წლების განმავლობაში თავდაცვისთვის სახელმწიფომ – ყოველწლიურად ასეულობით მილიონი იხარჯება. ჩაშლილად ინფორმაციას ვერ მოგცემთ, გასაიდუმლოებულია, რადგან არავინ უნდა იცოდეს, კონკრეტულად რომელ შეიარაღებაში იხარჯება ეს ყველაფერი. ყოველწლიურად ასეულობით მილიონი იხარჯება თავდაცვის სისტემის გაძლიერებაში, მათ შორის შეიარაღების და ინფრასტრუქტურის მიმართულებით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ციტატები სტატიიდან
„რაც შეეხება ძლიერ თავდაცვას და შეიძინა თუ არა რაიმე წლების განმავლობაში თავდაცვისთვის სახელმწიფომ – ყოველწლიურად ასეულობით მილიონი იხარჯება. ჩაშლილად ინფორმაციას ვერ მოგცემთ, გასაიდუმლოებულია, რადგან არავინ უნდა იცოდეს, კონკრეტულად რომელ შეიარაღებაში იხარჯება ეს ყველაფერი. ყოველწლიურად ასეულობით მილიონი იხარჯება თავდაცვის სისტემის გაძლიერებაში, მათ შორის შეიარაღების და ინფრასტრუქტურის მიმართულებით“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.