ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

ირაკლი კობახიძე – 2004-2012 წლებში იყო ავტორიტარული სისტემა, დამახინჯებული კონსტიტუციით მოახერხა მაშინდელმა მმართველმა ე.წ. სუპერ საპრეზიდენტო სისტემის ჩამოყალიბება და ამან მძიმე შედეგები გამოიღო

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ 2004-2012 წლებში ქვეყანაში ავტორიტარული სისტემა და ე.წ. სუპერ საპრეზიდენტო სისტემა იყო ჩამოყალიბებული, რამაც დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების კუთხით მძიმე შედეგები გამოიღო.

ირაკლი კობახიძე – 2004-2012 წლებში იყო ავტორიტარული სისტემა, დამახინჯებული კონსტიტუციით მოახერხა მაშინდელმა მმართველმა ე.წ. სუპერ საპრეზიდენტო სისტემის ჩამოყალიბება და ამან მძიმე შედეგები გამოიღო
ირაკლი კობახიძე – 2004-2012 წლებში იყო ავტორიტარული სისტემა, დამახინჯებული კონსტიტუციით მოახერხა მაშინდელმა მმართველმა ე.წ. სუპერ საპრეზიდენტო სისტემის ჩამოყალიბება და ამან მძიმე შედეგები გამოიღოპირველი არხი

2004-2012 წლებში ჩამოყალიბებული იყო ცხადად ავტორიტარული სისტემა, დემოკრატიის ხარისხი იყო მიზერული და ადამიანის უფლებების კუთხით იყო ქვეყანაში შექმნილი უმძიმესი მდგომარეობა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ „ღია ეთერში“ განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, იყო დამახინჯებული კონსტიტუცია და დამახინჯებული კონსტიტუციის წყალობით მოახერხა მაშინდელმა მმართველმა ე.წ. სუპერ საპრეზიდენტო სისტემის ჩამოყალიბება და ამან ძალიან მძიმე შედეგები გამოიღო

„ყველამ უნდა გავიხსენოთ ის ისტორია, რომელიც გამოვიარეთ დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ და ამ ისტორიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, მძიმე, მაგრამ მნიშვნელოვანი მონაკვეთი იყო 2004-2012 წლები, წინა ხელისუფლების პერიოდი. სტუმრების უმრავლესობა განეკუთვნება იმ თაობას, რომელსაც შეიძლება უშუალოდ არ ახსოვდეს ის მდგომარეობა, რომელიც მაშინ იყო შექმნილი და მითუმეტეს ახალგაზრდებისთვის არის მნიშვნელოვანი შეხსენება თუ რა ხდებოდა 2004-2012 წლებში საქართველოში და რა შედეგები გამოიღო მაშინდელი ხელისუფლების მმართველობამ.

პირველ რიგში ვიტყოდი, რომ ყველა მიმართულებით იყო მძიმესი ვითარება. მთავარი პრობლემა იყო დემოკრატია, ადამიანის უფლებები. ამასთან დაკავშირებითაც ბევრს ვსაუბრობთ, თუმცა კიდევ ერთხელ მიზანშეწონილია, რომ ამ თემაზე გავამახვილოთ ყურადღება. ჩამოყალიბებული იყო ცხადად ავტორიტარული სისტემა. ავტორიტარიზმი იყო ჩამოყალიბებული ქვეყანაში, დემოკრატიის ხარისხი იყო მიზერული და ადამიანის უფლებების კუთხით იყო ქვეყანაში შექმნილი უმძიმესი მდგომარეობა. იყო დამახინჯებული კონსტიტუცია, ამ დამახინჯებული კონსტიტუციის წყალობით მოახერხა მაშინდელმა მმართველმა ე.წ. სუპერ საპრეზიდენტო სისტემის ჩამოყალიბება, და ამან ძალიან მძიმე შედეგები გამოიღო დემოკრატიის და ადამიანის უფლებების კუთხით. ადამიანის უფლებების შელახვა იყო ყოველდღიური უმძიმესი მოცემულობა, რომელიც 2004-2012 წლებში იყო დამკვიდრებული“, – განაცხადა პრემიერმა.

მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.