ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

პრემიერი: 2004-2012 წლებში ჩამოყალიბებული იყო ცხადად ავტორიტარული სისტემა, ადამიანის უფლებების კუთხით შექმნილი იყო უმძიმესი მდგომარეობა - დამახინჯებული კონსტიტუციის წყალობით, მაშინდელმა მმართველმა ე.წ. სუპერ საპრეზიდენტო სისტემის ჩამოყალიბება მოახერხა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ 2004-2012 წლებში ქვეყანაში ცხადად ავტორიტარული სისტემა და სუპერ საპრეზიდენტო სისტემა იყო ჩამოყალიბებული, რამაც ადამიანის უფლებების კუთხით უმძიმესი შედეგები გამოიღო.

პრემიერი: 2004-2012 წლებში ჩამოყალიბებული იყო ცხადად ავტორიტარული სისტემა, ადამიანის უფლებების კუთხით შექმნილი იყო უმძიმესი მდგომარეობა - დამახინჯებული კონსტიტუციის წყალობით, მაშინდელმა მმართველმა ე.წ. სუპერ საპრეზიდენტო სისტემის ჩამოყალიბება მოახერხა
პრემიერი: 2004-2012 წლებში ჩამოყალიბებული იყო ცხადად ავტორიტარული სისტემა, ადამიანის უფლებების კუთხით შექმნილი იყო უმძიმესი მდგომარეობა - დამახინჯებული კონსტიტუციის წყალობით, მაშინდელმა მმართველმა ე.წ. სუპერ საპრეზიდენტო სისტემის ჩამოყალიბება მოახერხარუსთავი 2

2004-2012 წლებში ჩამოყალიბებული იყო ცხადად ავტორიტარული სისტემა, დემოკრატიის ხარისხი იყო მიზერული და ადამიანის უფლებების კუთხით იყო ქვეყანაში შექმნილი უმძიმესი მდგომარეობა,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „ღია ეთერში“ განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, იყო დამახინჯებული კონსტიტუცია და დამახინჯებული კონსტიტუციის წყალობით მოახერხა მაშინდელმა მმართველმა ე.წ. სუპერ საპრეზიდენტო სისტემის ჩამოყალიბება და ამან ძალიან მძიმე შედეგები გამოიღო.

„ყველამ უნდა გავიხსენოთ ის ისტორია, რომელიც გამოვიარეთ დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ და ამ ისტორიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, მძიმე, მაგრამ მნიშვნელოვანი მონაკვეთი იყო 2004-2012 წლები, წინა ხელისუფლების პერიოდი.

სტუმრების უმრავლესობა განეკუთვნება იმ თაობას, რომელსაც შეიძლება უშუალოდ არ ახსოვდეს ის მდგომარეობა, რომელიც მაშინ იყო შექმნილი და მითუმეტეს ახალგაზრდებისთვის არის მნიშვნელოვანი შეხსენება თუ რა ხდებოდა 2004-2012 წლებში საქართველოში და რა შედეგები გამოიღო მაშინდელი ხელისუფლების მმართველობამ.

პირველ რიგში ვიტყოდი, რომ ყველა მიმართულებით იყო მძიმესი ვითარება. მთავარი პრობლემა იყო დემოკრატია, ადამიანის უფლებები. ამასთან დაკავშირებითაც ბევრს ვსაუბრობთ, თუმცა კიდევ ერთხელ მიზანშეწონილია, რომ ამ თემაზე გავამახვილოთ ყურადღება. ჩამოყალიბებული იყო ცხადად ავტორიტარული სისტემა. ავტორიტარიზმი იყო ჩამოყალიბებული ქვეყანაში, დემოკრატიის ხარისხი იყო მიზერული და ადამიანის უფლებების კუთხით იყო ქვეყანაში შექმნილი უმძიმესი მდგომარეობა. იყო დამახინჯებული კონსტიტუცია, ამ დამახინჯებული კონსტიტუციის წყალობით მოახერხა მაშინდელმა მმართველმა ე.წ. სუპერ საპრეზიდენტო სისტემის ჩამოყალიბება, და ამან ძალიან მძიმე შედეგები გამოიღო დემოკრატიის და ადამიანის უფლებების კუთხით. ადამიანის უფლებების შელახვა იყო ყოველდღიური უმძიმესი მოცემულობა, რომელიც 2004-2012 წლებში იყო დამკვიდრებული“, - განაცხადა პრემიერმა.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ყველამ უნდა გავიხსენოთ ის ისტორია, რომელიც გამოვიარეთ დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ და ამ ისტორიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, მძიმე, მაგრამ მნიშვნელოვანი მონაკვეთი იყო 2004-2012 წლები, წინა ხელისუფლების პერიოდი. სტუმრების უმრავლესობა განეკუთვნება იმ თაობას, რომელსაც შეიძლება უშუალოდ არ ახსოვდეს ის მდგომარეობა, რომელიც მაშინ იყო შექმნილი და მითუმეტეს ახალგაზრდებისთვის არის მნიშვნელოვანი შეხსენება თუ რა ხდებოდა 2004-2012 წლებში საქართველოში და რა შედეგები გამოიღო მაშინდელი ხელისუფლების მმართველობამ. პირველ რიგში ვიტყოდი, რომ ყველა მიმართულებით იყო მძიმესი ვითარება. მთავარი პრობლემა იყო დემოკრატია, ადამიანის უფლებები. ამასთან დაკავშირებითაც ბევრს ვსაუბრობთ, თუმცა კიდევ ერთხელ მიზანშეწონილია, რომ ამ თემაზე გავამახვილოთ ყურადღება. ჩამოყალიბებული იყო ცხადად ავტორიტარული სისტემა. ავტორიტარიზმი იყო ჩამოყალიბებული ქვეყანაში, დემოკრატიის ხარისხი იყო მიზერული და ადამიანის უფლებების კუთხით იყო ქვეყანაში შექმნილი უმძიმესი მდგომარეობა. იყო დამახინჯებული კონსტიტუცია, ამ დამახინჯებული კონსტიტუციის წყალობით მოახერხა მაშინდელმა მმართველმა ე.წ. სუპერ საპრეზიდენტო სისტემის ჩამოყალიბება, და ამან ძალიან მძიმე შედეგები გამოიღო დემოკრატიის და ადამიანის უფლებების კუთხით. ადამიანის უფლებების შელახვა იყო ყოველდღიური უმძიმესი მოცემულობა, რომელიც 2004-2012 წლებში იყო დამკვიდრებული“
ავტორი ტექსტში ცალსახად არ არის მითითებული
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.