"ჩვენ ამ კორუმპირებული ოპოზიციის ნაწილი არც ვყოფილვართ და არც ვართ" - გიორგი შარაშიძე
პარლამენტის ფრაქცია "საქართველოსთვის" წევრმა გიორგი შარაშიძემ სოციალურ ქსელში გავრცელებულ IRI-ის კვლევაზე კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ მათი პარტია კორუმპირებული ოპოზიციის ნაწილი არასდროს ყოფილა, ხოლო კვლევა, დიდი ალბათობით, ფეიკია.

IRI-ის კვლევასთან დაკავშირებით, კვლავ პოლიტიკური შეფასებები კეთდება. პარლამენტის ფრაქცია "საქართველოსთვის" წევრის, გიორგი შარაშიძის განცხადებით, მათი პარტია კორუმპირებული ოპოზიციის ნაწილი არასდროს ყოფილა და ამ კვლევასთან დაკავშირებით არანაირ ინფორმაციას არ ფლობენ.
"ჩვენ ამ კორუმპირებული ოპოზიციის ნაწილი არც ვყოფილვართ და არც ვართ. საერთოდ, რა როგორ შეიძლება სერიოზული კომენტარი ამ კვლევაზე გავაკეთოთ, როდესაც უბრალოდ ამ კვლევის სავარაუდოდ ჩამტარებელს, ავტორს მასაც არ გაუკეთებია განმარტება. არც ის ვიცი რომ ძველია, არც ის ვიცი, რომ ახალია, იმიტომ რომ საერთოდ ჩვენ არანაირი ინფორმაცია ამ კვლევასთან დაკავშირებით არ გვქონია და მე, რა თქმა უნდა ძალიან დიდი ალბათობით ეს არის ფეიკ კვლევა", - აცხადებს გიორგი შარაშიძე.
პარტიების რეიტინგები არაოფიციალურად სოციალურ ქსელში გავრცელდა. კვლევის მიხედვით, ოპოზიციურ პარტიებს მხოლოდ 1 ან 2 პროცენტი აქვთ, ყველას ერთად კი 16 პროცენტი. ქართული ოცნების შედეგი ალოკაციის გარეშე 36 პროცენტია, ალოკაციით კი 55.
ციტატები სტატიიდან
„ჩვენ ამ კორუმპირებული ოპოზიციის ნაწილი არც ვყოფილვართ და არც ვართ. საერთოდ, რა როგორ შეიძლება სერიოზული კომენტარი ამ კვლევაზე გავაკეთოთ, როდესაც უბრალოდ ამ კვლევის სავარაუდოდ ჩამტარებელს, ავტორს მასაც არ გაუკეთებია განმარტება. არც ის ვიცი რომ ძველია, არც ის ვიცი, რომ ახალია, იმიტომ რომ საერთოდ ჩვენ არანაირი ინფორმაცია ამ კვლევასთან დაკავშირებით არ გვქონია და მე, რა თქმა უნდა ძალიან დიდი ალბათობით ეს არის ფეიკ კვლევა“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.