ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

გიორგი შარაშიძე ადენაუერის ფონდის ოფისის დახურვაზე - ეს მოსალოდნელი იყო ჯერ კიდევ იმ დროიდან, როდესაც „ოცნებამ“ ე.წ. გამჭვირვალობის კანონი შემოაბრუნა - სამწუხაროა, რომ ასეთი გავლენიანი საერთაშორისო ორგანიზაცია საქართველოდან გადის

გახარია საქართველოსთვის

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა გიორგი შარაშიძემ შეაფასა თბილისში კონრად ადენაუერის ფონდის ოფისის დახურვა და აღნიშნა, რომ ეს მოსალოდნელი იყო „ოცნების“ მიერ ე.წ. გამჭვირვალობის კანონის მიღების შემდეგ. ფონდის განცხადებით, ოფისის დახურვა საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი პოლიტიკური და სამართლებრივი ჩარჩოს პირდაპირი შედეგია.

გიორგი შარაშიძე ადენაუერის ფონდის ოფისის დახურვაზე - ეს მოსალოდნელი იყო ჯერ კიდევ იმ დროიდან, როდესაც „ოცნებამ“ ე.წ. გამჭვირვალობის კანონი შემოაბრუნა - სამწუხაროა, რომ ასეთი გავლენიანი საერთაშორისო ორგანიზაცია საქართველოდან გადის
გიორგი შარაშიძე ადენაუერის ფონდის ოფისის დახურვაზე - ეს მოსალოდნელი იყო ჯერ კიდევ იმ დროიდან, როდესაც „ოცნებამ“ ე.წ. გამჭვირვალობის კანონი შემოაბრუნა - სამწუხაროა, რომ ასეთი გავლენიანი საერთაშორისო ორგანიზაცია საქართველოდან გადისინტერპრესნიუსი

ეს მოსალოდნელი იყო ჯერ კიდევ იმ დროიდან, როდესაც „ოცნებამ“ ე.წ. გამჭვირვალობის კანონი შემოაბრუნა - სამწუხაროა, რომ ასეთი გავლენიანი საერთაშორისო ორგანიზაცია საქართველოდან გადის, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა, გიორგი შარაშიძემ განაცხადა, რითაც თბილისში კონრად ადენაუერის ფონდის ოფისის დახურვას გამოეხმაურა.

მისი თქმით, „ოცნების“ პირობებში მივიღეთ რეალობა, როდესაც ქვეყანას ასეთი ავტორიტეტული ორგანიზაციები ტოვებენ, რაც ძალიან სამწუხაროა.

„თავისთავად, ეს ფაქტი სამწუხაროა. ეს მოსალოდნელი იყო ჯერ კიდევ იმ დროიდან, როდესაც „ოცნებამ“ ე.წ. გამჭვირვალობის კანონი შემოაბრუნა, სინამდვილეში, რუსული კანონი. რა თქმა უნდა, რუსული იმ მიზნებით და მოტივაციით, რომ ქვეყანაში დემოკრატიული პროცესი გაუქმებულიყო, მათ შორის სამოქალაქო საზოგადოებისთვის შექმნილიყო უამრავი ხელისშემშლელი ბარიერი. სამწუხაროა, რომ ასეთი გავლენიანი საერთაშორისო ორგანიზაცია საქართველოდან გადის. სამწუხაროდ, ეს ყველაფერი თავიდანვე მოსალოდნელი იყო. „ოცნების“ პირობებში ის რეალობა მივიღეთ, როდესაც ქვეყანას ასეთი ავტორიტეტული ორგანიზაციები ტოვებენ. ეს ძალიან სამწუხაროა“, - განაცხადა გიორგი შარაშიძემ.

ცნობისთვის, კონრად ადენაუერის ფონდი თბილისში ოფისს ხურავს.

„თბილისში ჩვენი ოფისის დახურვა საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი პოლიტიკური და სამართლებრივი ჩარჩოს პირდაპირი შედეგია, რის გამოც კონრად ადენაუერის ფონდს (KAS) აღარ შეუძლია თავისი ძირითადი მისიის შესრულება“.- ნათქვამია ფონდის განცხადებაში.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„თავისთავად, ეს ფაქტი სამწუხაროა. ეს მოსალოდნელი იყო ჯერ კიდევ იმ დროიდან, როდესაც „ოცნებამ“ ე.წ. გამჭვირვალობის კანონი შემოაბრუნა, სინამდვილეში, რუსული კანონი. რა თქმა უნდა, რუსული იმ მიზნებით და მოტივაციით, რომ ქვეყანაში დემოკრატიული პროცესი გაუქმებულიყო, მათ შორის სამოქალაქო საზოგადოებისთვის შექმნილიყო უამრავი ხელისშემშლელი ბარიერი. სამწუხაროა, რომ ასეთი გავლენიანი საერთაშორისო ორგანიზაცია საქართველოდან გადის. სამწუხაროდ, ეს ყველაფერი თავიდანვე მოსალოდნელი იყო. „ოცნების“ პირობებში ის რეალობა მივიღეთ, როდესაც ქვეყანას ასეთი ავტორიტეტული ორგანიზაციები ტოვებენ. ეს ძალიან სამწუხაროა“
გიორგი შარაშიძე
„თბილისში ჩვენი ოფისის დახურვა საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი პოლიტიკური და სამართლებრივი ჩარჩოს პირდაპირი შედეგია, რის გამოც კონრად ადენაუერის ფონდს (KAS) აღარ შეუძლია თავისი ძირითადი მისიის შესრულება“
ავტორი ტექსტში ცალსახად არ არის მითითებული
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.