"ენგურიდან წყალი ყოველთვის იღვრება, არაფერი საგანგაშო არ არის" - ენგურჰესის დირექტორი
ენგურჰესის დირექტორმა ლევან მებონიამ განაცხადა, რომ ენგურიდან წყლის გადმოღვრა ჩვეულებრივი ამბავია და საგანგაშო არაფერია. თუმცა, სოფელ ტყაიაში ენგურჰესიდან წყლის გაშვებამ სახლებისა და სავარგულების დატბორვა გამოიწვია.

"ენგურიდან წყალი ყოველთვის იღვრება, არაფერი საგანგაშო არ არის" - ასე უპასუხა ენგურჰესის დირექტორმა ლევან მებონიამ "პირველების" კითხვას
გამოიწვია თუ არა სოფელ ტყაიას დატბორვა ენგურიდან გამოშვებულმა წყალმა? - მებონიამ ამ თემაზე დეტალები არ დააკონკრეტა და პრესსამსახურთან გადაგვამისამართა.
სოფელი ტყაია დაიტბორა - განადგურებულია სახნავ-სათესი მიწები და სავარგულები. წყალი მოსახლეობას საცხოვრებელ სახლებში შეუვარადა.
ტყაიას ადმინისტრაციული ერთეულის ცნობით, სახლების დატბორვა ენგურჰესიდან წყლის გაშვებამ გამოიწვია.
ადგილზე მობილიზებული იყო პოლიციისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლები.
ციტატები სტატიიდან
„ენგურიდან წყალი ყოველთვის იღვრება, არაფერი საგანგაშო არ არის“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.