ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარისაზოგადოებასტატია

ენგურჰესიდან წლის გაშვებამ სოფელი ტყაია დატბორა

ენგურჰესიდან წყლის გაშვებამ მდინარის დონის მატება და სოფელ ტყაიას დატბორვა გამოიწვია. მედიის ცნობით, წყალი საცხოვრებელ სახლებშიც შევიდა. ადგილზე მობილიზებულნი იყვნენ პოლიციისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლები, რომლებმაც მოსახლეობას უსაფრთხოების ზომებისკენ მოუწოდეს.

ენგურჰესიდან წლის გაშვებამ სოფელი ტყაია დატბორა
ენგურჰესიდან წლის გაშვებამ სოფელი ტყაია დატბორაBM.GE

ენგურჰესიდან წყლის გაშვებამ მდინარის დონის მატება გამოიწვია, რამაც სოფელ ტყაია დატბორა, მედიაში გავრცელებული ცნობებით, წყალი საცხოვრებელ სახლებშიც შევიდა.

შემთხვევის გამო ადგილზე მობილიზებულნი იყვნენ პოლიციისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლები. ასევე მოსახლეობას მოუწოდეს წყლის სახლში შესვლის ან დონის მატების შემთხვევაში გამოერთოთ ელექტროენერგია, საჭიროების შემთხვევაში კი გადასულიყვნენ უსაფრთხო ადგილზე.

მომხდართან დაკავშირებით BMG ენგურჰესს დაუკავშირდა, სახელმწიფო კომპანიისგან განმარტების მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება.

მასალის შესახებპირველწყარო: BM.GE ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.