ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

ალი მოჯანის სკანდალები

საგარეო საქმეთა სამინისტრო

ირანის ელჩი საქართველოში, ალი მოჯანი, ქეთევან დედოფალთან დაკავშირებული განცხადების გამო საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს. სტატიაში ასევე საუბარია მის წარსულ სკანდალებზე ავღანეთსა და გერმანიაში.

ალი მოჯანის სკანდალები
ალი მოჯანის სკანდალებინეტგაზეთი

ირანის ელჩი ალი მოჯანი ქეთევან დედოფალთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადების გამო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს.

სამინისტროს შეფასებით, ირანის ელჩის განცხადება დიპლომატიური საქმიანობის ფარგლებს სცდება.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ალი მოჯანი დიპლომატიურ სკანდალში ეხვევა. მსგავს სიტუაციაში ის სხვა ქვეყნებშიც აღმოჩენილა.

სანამ საქართველოში ელჩად დაინიშნებოდა, ალი მოჯანი ირანის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის მრჩეველი იყო ავღანეთის საკითხებში. 2024 წლის ივლისში თალიბანის დე ფაქტო მთავრობამ ალი მოჯანი პერსონა ნონ გრატად (Persona non grata) გამოაცხადა და ავღანეთის ტერიტორიის დაუყოვნებლივ დატოვება მოსთხოვა.

თალიბანის განცხადებით, მიზეზი ის გახდა, რომ ირანელმა დიპლომატმა გადაამეტა თავის დიპლომატიურ უფლებამოსილებას, უხეშად ჩაერია ქვეყნის შიდა საქმეებში და „დაარღვია დიპლომატიური საზღვრები“. კერძოდ, ალი მოჯანმა ითხოვა ნებართვა, ყანდაჰარში შეერთებოდა ეიდ ალ-ადჰას (ყურბან-ბაირამის) ლოცვას, რომელსაც თალიბანის ლიდერი, მულა ჰიბათულა ახუნდზადა უძღვებოდა. ალი მოჯანის განცხადებით, თალიბანის წევრებმა მას საშუალება არ მისცეს ლოცვას დასწრებოდა. მისი თქმით, მან მანამდე ოფიციალური წერილი გაუგზავნა თალიბანის საგარეო საქმეთა სამინისტროს სადღესასწაულო ლოცვაში მონაწილეობის მისაღებად, თუმცა სამინისტრომ დიპლომატიური პროტოკოლი არ დაიცვა და მის ოფიციალურ მოთხოვნას არ უპასუხა.

ალი მოჯანი ასევე იყო გერმანიაში ირანის კულტურული ატაშე. ბერლინში მისი მოღვაწეობაც ხმაურიანი აღმოჩნდა.

ერთ-ერთი სკანდალი ბერლინის ებრაულ მუზეუმს უკავშირდება. 2019 წელს ბერლინის ებრაული მუზეუმის დირექტორმა, პეტერ შაფერმა ოფიციალურად უმასპინძლა ალი მოჯანს, რომელიც იმ დროს ირანის კულტურული ატაშე იყო. შეხვედრის დროს მოჯანმა განაცხადა, რომ „ანტისიონიზმი არ არის ანტისემიტიზმი“. ამ შეხვედრამ და გერმანიაში ირანის ხელისუფლების ოფიციალური წარმომადგენლის მიღებამ ებრაულ მუზეუმში დიდი კრიტიკა გამოიწვია გერმანიის ებრაელთა ცენტრალურ საბჭოში, ისრაელის დიპლომატიურ წრეებსა და გერმანულ მედიაში.

დაგვამატე Google-ში

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.

ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.

დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.

წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ანტისიონიზმი არ არის ანტისემიტიზმი“
ავტორი ტექსტში ცალსახად არ არის მითითებული
მასალის შესახებპირველწყარო: ნეტგაზეთი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.