"ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე ვარლამ ლიპარტელიანი, პარლამენტის წევრი გენო
ქართული ოცნების წარმომადგენლები, მათ შორის ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე ვარლამ ლიპარტელიანი, პარლამენტის წევრი გენო პეტრიაშვილი და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი სარსევანიძე, სარკინეთის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობას შეხვდნენ. შეხვედრაზე მიმდინარე პროექტები და სამომავლო გეგმები განიხილეს.

„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე ვარლამ ლიპარტელიანი, საქართველოს პარლამენტის წევრი გენო პეტრიაშვილი და დმანისის მუნიციპალიტეტში საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი „ქართული ოცნებიდან“ ირაკლი სარსევანიძე სარკინეთის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობას შეხვდნენ.
შუალედური არჩევნების კამპანიის ფარგლებში გამართული შეხვედრაზე, ადგილობრივებთან ერთად, მიმდინარე პროექტები განიხილეს და სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მუნიციპალიტეტების დელეგატი დავით შერაზადიშვილი, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია, სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ავთანდილ ჭრიკიშვილი და პარტიის ადგილობრივი შტაბის წევრები.
დმანისის მუნიციპალიტეტში საკრებულოს შუალედური არჩევნები 2026 წლის 3 ოქტომბერს გაიმართება.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.