ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

თბილისის საქალაქო სასამართლოში 20 ივნისის საქმეზე გიორგი გახარიას პროცესი მიმდინარეობს

გახარია საქართველოსთვისთბილისის საქალაქო სასამართლო

თბილისის საქალაქო სასამართლოში 20 ივნისის საქმეზე შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრისა და პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერის, გიორგი გახარიას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, სადაც დაზარალებულ ჟურნალისტებს დაკითხავენ. გიორგი გახარია სხდომას არ ესწრება, რადგან ის ძებნაში იმყოფება.

თბილისის საქალაქო სასამართლოში 20 ივნისის საქმეზე გიორგი გახარიას პროცესი მიმდინარეობს
თბილისის საქალაქო სასამართლოში 20 ივნისის საქმეზე გიორგი გახარიას პროცესი მიმდინარეობსინტერპრესნიუსი

თბილისის საქალაქო სასამართლოში 20 ივნისის საქმეზე ბრალდებული შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრისა და პარტია "გახარია საქართველოსთვის" ლიდერის, გიორგი გახარიას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

დღევანდელ სხდომაზე დაზარალებულ ჟურნალისტებს დაკითხავენ.

სასამართლო პროცესი გიორგი გახარიას წინააღმდეგ მისი მონაწილეობის გარეშე მიმდინარეობს, ის ძებნაში იმყოფება.

ცნობისთვის, გიორგი გახარიას 20 ივნისის საქმეზე ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 25, 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის „მ“ ქვეპუნქტით და 333-ე მუხლის მე-2 ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც ორ პირზე მეტის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებას და სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.