ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

ჩვენს პარტიებს შორის რომ დიდი განსხვავებაა ეს ყველამ იცის, მაგრამ ძალიან განსხვავებულ პარტიებსაც უწევთ ხოლმე თანამშრომლობა - ირაკლი ფავლენიშვილი"ლელოსა" და გახარიას პარტიაზე

ლელონაციონალური მოძრაობაქართული ოცნება

ქართული ოცნების წარმომადგენლის ლევან მაჭავარიანის წერილს ოპოზიციურ სპექტრში ეხმაურებიან. ენმ-ის მმართველი საბჭოს თავმჯდომარის, ირაკლი ფავლენიშვილის განცხადებით, განსხვავებულ პარტიებს შორის თანამშრომლობა აპრობირებული მეთოდია. მაჭავარიანი თავის წერილში საუბრობს გარე ძალების მიერ ოპოზიციური პარტიების გადალაგების მცდელობებზე და NGO-ების როლზე.

ჩვენს პარტიებს შორის რომ დიდი განსხვავებაა ეს ყველამ იცის, მაგრამ ძალიან განსხვავებულ პარტიებსაც უწევთ ხოლმე თანამშრომლობა - ირაკლი ფავლენიშვილი"ლელოსა" და გახარიას პარტიაზე
ჩვენს პარტიებს შორის რომ დიდი განსხვავებაა ეს ყველამ იცის, მაგრამ ძალიან განსხვავებულ პარტიებსაც უწევთ ხოლმე თანამშრომლობა - ირაკლი ფავლენიშვილი"ლელოსა" და გახარიას პარტიაზერუსთავი 2

ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილის, ლევან მაჭავარიანის წერილს ოპოზიციურ სპექტრში ეხმაურებიან.

პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მმართველი საბჭოს თავმჯდომარის, ირაკლი ფავლენიშვილის განცხადებით, "ლელოს", გახარიას პარტიასა და "ნაციონალურ მოძრაობას" შორის დიდი განსხვავებაა, თუმცა არსებობს საკითხები, როდესაც განსხვავებული აზრის მქონე პარტიებსაც უწევთ ერთმანეთთან თანამშრომლობა და ეს "აპრობირებული მეთოდია".

"ჩვენს პარტიებს შორის რომ დიდი განსხვავებაა, ეს ყველამ იცის, მაგრამ როცა ვსაუბრობთ კონკრეტულ თანამშრომლობაზე, ძალიან განსხვავებულ პარტიებსაც უწევთ ხოლმე თანამშრომლობა. ეს აპრობირებული მეთოდია ყველა სხვა ქვეყანაში, იგივე, მაგალითად, მოლდოვაში", - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

ცნობისთვის, ლევან მაჭავარიანი ვრცელ წერილს ავრცელებს და საუბრობს გარე ძალების მიერ, ყოველი არჩევნების წინ ოპოზიციური პარტიების სხვადასხვა კონფიგურაციით გადალაგების მცდელობებზე, ამ პროცესში NGO-ბის როლზე და ახალი პარტიების, მათ შორის გახარიას პარტიის ხელოვნურად გაჩენაზე.

მისი თქმით, ეს ძალები ერთიანი ვერტიკალით იმართებიან და მიზნად ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებს ისახავენ. როგორც მაჭავარიანი აღნიშნავს, გარე ძალების და მათი გეგმების ლუსტრაცია ორ ფუნდამენტურმა საკითხს, გამჭვირვალობის და ანტი-LGBT პროპაგანდის წინააღმდეგ მიმართულ კანონებს მოჰყვა.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ჩვენს პარტიებს შორის რომ დიდი განსხვავებაა, ეს ყველამ იცის, მაგრამ როცა ვსაუბრობთ კონკრეტულ თანამშრომლობაზე, ძალიან განსხვავებულ პარტიებსაც უწევთ ხოლმე თანამშრომლობა. ეს აპრობირებული მეთოდია ყველა სხვა ქვეყანაში, იგივე, მაგალითად, მოლდოვაში“
ირაკლი ფავლენიშვილი
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.