ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

ირაკლი ფავლენიშვილი – ნიკა გვარამიასთან ძალიან ბევრი განსხვავებული აზრი გვაქვს, მათ შორის ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებულ საკითხებზე

ნაციონალური მოძრაობა

„ნაციონალური მოძრაობის“ დროებითი მმართველი საბჭოს თავმჯდომარის, ირაკლი ფავლენიშვილის განცხადებით, პარტია „ახლის“ ლიდერთან, ნიკა გვარამიასთან ტერიტორიულ მთლიანობასა და აფხაზეთთან და ცხინვალთან დაკავშირებულ საკითხებზე განსხვავებული აზრები აქვთ.

ირაკლი ფავლენიშვილი – ნიკა გვარამიასთან ძალიან ბევრი განსხვავებული აზრი გვაქვს, მათ შორის ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებულ საკითხებზე
ირაკლი ფავლენიშვილი – ნიკა გვარამიასთან ძალიან ბევრი განსხვავებული აზრი გვაქვს, მათ შორის ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებულ საკითხებზეპირველი არხი

ნიკა გვარამიასთან ძალიან ბევრი განსხვავებული აზრი გვაქვს, მათ შორის ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებულ საკითხებზე, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ დროებითი მმართველი საბჭოს თავმჯდომარემ, ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, აფხაზეთთან და ცხინვალთან დაკავშირებულ საკითხებზე ბევრი განსხვავებული აზრი აქვს როგორც გვარამიას, ასევე „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერს.

„ნიკა გვარამიასთან ძალიან ბევრი განსხვავებული აზრი გვაქვს, მათ შორის ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებულ საკითხებზე. აფხაზეთთან და ცხინვალთან დაკავშირებულ საკითხებზე ბევრი განსხვავებული აზრი აქვს როგორც გვარამიას, ასევე ჩვენს ლიდერს და ჩვენს გუნდს. ნახავდით სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებებს. ამ შემთხვევაში, ალბათ, გულისხმობს გვარამია სეპარატისტებს, რომლებიც ვერ იტანენ ქართველებს, იმიტომ, რომ არიან ქართველმოძულე რეჟიმის წარმომადგენლები. ალბათ, იმ ადამიანებს გულისხმობს და არა ჩვენს მოქალაქეებს, რომლებიც ჩვეულებრივად თანაცხოვრობენ ჩვენთან. აფხაზეთშიც ისეთივე ქართველები ცხოვრობენ, როგორც საქართველოს სხვა ნაწილში. ალბათ, გულისხმობს დამნაშავე სეპარატისტებს“, – განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

პარტია „ახლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა: „ჩვენ გვაქვს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ამოცანა და ვერ დაველოდებით, ვის ვინ შეუყვარდება, უნდა დაგვჭირდეს ერთმანეთი ისე, რომ ერთმანეთის გარეშე მომავალი თაობები ვერ ცხოვრობდნენ“.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ნიკა გვარამიასთან ძალიან ბევრი განსხვავებული აზრი გვაქვს, მათ შორის ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებულ საკითხებზე. აფხაზეთთან და ცხინვალთან დაკავშირებულ საკითხებზე ბევრი განსხვავებული აზრი აქვს როგორც გვარამიას, ასევე ჩვენს ლიდერს და ჩვენს გუნდს. ნახავდით სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებებს. ამ შემთხვევაში, ალბათ, გულისხმობს გვარამია სეპარატისტებს, რომლებიც ვერ იტანენ ქართველებს, იმიტომ, რომ არიან ქართველმოძულე რეჟიმის წარმომადგენლები. ალბათ, იმ ადამიანებს გულისხმობს და არა ჩვენს მოქალაქეებს, რომლებიც ჩვეულებრივად თანაცხოვრობენ ჩვენთან. აფხაზეთშიც ისეთივე ქართველები ცხოვრობენ, როგორც საქართველოს სხვა ნაწილში. ალბათ, გულისხმობს დამნაშავე სეპარატისტებს“
ირაკლი ფავლენიშვილი
„ჩვენ გვაქვს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ამოცანა და ვერ დაველოდებით, ვის ვინ შეუყვარდება, უნდა დაგვჭირდეს ერთმანეთი ისე, რომ ერთმანეთის გარეშე მომავალი თაობები ვერ ცხოვრობდნენ“
ნიკა გვარამია
მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.