ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

"ეს კონსპირაციული გეგმა კონკრეტული სცენარის ნაწილია - რომ არ იყოს მშვიდობა" - გია ვოლსკი გვარამიას მიერ აფხაზეთთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაზე

საქართველოს პარლამენტი

მმართველმა გუნდმა ნიკა გვარამიას აფხაზეთთან დაკავშირებული განცხადებები მკაცრად შეაფასა და ისინი "ანტიაფხაზურ და შერიგების წინააღმდეგ მიზანმიმართულ კამპანიად" შეასფასა. პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა, რომ ეს კონსპირაციული გეგმა და კონკრეტული სცენარის ნაწილია, რათა არ იყოს მშვიდობა.

"ეს კონსპირაციული გეგმა კონკრეტული სცენარის ნაწილია - რომ არ იყოს მშვიდობა" - გია ვოლსკი გვარამიას მიერ აფხაზეთთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაზე
"ეს კონსპირაციული გეგმა კონკრეტული სცენარის ნაწილია - რომ არ იყოს მშვიდობა" - გია ვოლსკი გვარამიას მიერ აფხაზეთთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაზერუსთავი 2

აფხაზეთთან დაკავშირებით ნიკა გვარამიას მიერ გაკეთებული განცხადებები კვლავ შეფასების საგანია. "ანტიაფხაზური და შერიგების წინააღმდეგ მიზანმიმართული კამპანია" - ასე ეხმიანება მმართველი გუნდი "კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთი ლიდერის მოსაზრებებს.

უმრავლესობაში გარე დავალების შესრულებაზეც აკეთებენ აქცენტს.

გვარამიას აღნიშნულ განცხადებას გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილეც. გიორგი ვოლსკის განცხადებით, კონკრეტულ ჯგუფები არ უჭერენ სამშვიდობო პოლიტიკას მხარს და სურთ საქართველო მუდმივად უარყოფით კონტექსტში იყოს წარმოჩენილი.

"ეს კონსპირაციული გეგმაა, რომელიც კონკრეტული სცენარის გარკვეული ნაწილია, რომ არ იყოს მშვიდობა, არ განვითარდეს სამშვიდობო პროცესი, რომ საქართველოსთან დაკავშირებით მუდმივად იყოს ნეგატიურ განზომილებაში საუბარი.

თავად აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიებზეც წარმოჩნდეს ისეთი ჯგუფები, აფხაზურ საზოგადოებაში, რომლებიც სწორედაც რომ არ უჭერენ ტერიტორიულ მთლიანობას მხარს, არამედ საკმაოდ აგრესიულად არიან განწყობილი და ასეთი ხალხი არსებობს", - განაცხადა გია ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, ნიკა გვარამიამ თემაზე არაერთი განცხადება გააკეთა. სოციალურ ქსელში დაწერა, რომ "ტრავმული მეხსიერება განვითარებას ბლოკავს " - შექმნილი ვითარებიდან გამოსავლის კარგ მაგალითად კი ფაშინიანი მოიყვანა, რომელმაც ყარაბაღი დათმო. გვარამია ასევე ამბობს, რომ აფხაზები და ქართველები მტრები არიან და ამას სიყვარული ვერ შეცვლის.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ეს კონსპირაციული გეგმაა, რომელიც კონკრეტული სცენარის გარკვეული ნაწილია, რომ არ იყოს მშვიდობა, არ განვითარდეს სამშვიდობო პროცესი, რომ საქართველოსთან დაკავშირებით მუდმივად იყოს ნეგატიურ განზომილებაში საუბარი. თავად აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიებზეც წარმოჩნდეს ისეთი ჯგუფები, აფხაზურ საზოგადოებაში, რომლებიც სწორედაც რომ არ უჭერენ ტერიტორიულ მთლიანობას მხარს, არამედ საკმაოდ აგრესიულად არიან განწყობილი და ასეთი ხალხი არსებობს“
გია ვოლსკი
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.