ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარისაზოგადოებასტატია

რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები საქართველოს ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ

საქართველოს ეროვნული ნაკრების წრედშეგ ლევანის დამარცხების შემდეგ, ოპოზიციის წარმომადგენლების მხრიდან სოციალურ ქსელში ნაკრებისა და ფეხბურთელების მიმართ ნეგატიური კამპანია და შეურაცხყოფა გავრცელდა.

რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები საქართველოს ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ
რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები საქართველოს ეროვნული ნაკრების წინააღმდეგრუსთავი 2

საქართველოს ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ წარმოებული კამპანიები უკვე მასიურ ხასიათს იღებს. რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლების მხრიდან გრძელდება ბულინგი და შეურაცხყოფა ნაკრების მიმართ. სოციალურ ქსელში გავრცელებული ნეგატიური კამპანია ძირითადად მიმართულია მათკენ, რომლებიც არ იზიარებენ კონკრეტულ პოლიტიკურ დღის წესრიგს.

ამჯერად, მორიგი თავდასხმა საქართველოს ნაკრების გუშინდელ თამაშს მოჰყვა, სადაც ეროვნული ნაკრები ჩრდილოეთ ირლანდიასთან დამარცხდა. მატჩის დასრულებისთანავე სოციალურ ქსელში გუნდის წინააღმდეგ არაერთი ნეგატიური კომენტარი დაიწერა.

ყურადღების ცენტრში მოექცა ასევე, გიორგი გველესიანიც, რომელმაც რამდენიმე დღის წინ ინტერვიუში ნაკრების ფეხბურთელებზე განხორციელებულ პოლიტიკურ წნეხზე ისაუბრა.

გთავაზობთ, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებისა და მათთან ასოცირებული აქტივისტების რამდენიმე განცხადებას:

როგორც ნიკა გვარამიამ აღნიშნა, „გვეყოლება ქოცები, გვექნება ჩამოშლილი ფეხბურთი“.

ლაშა ფარულავას თქმით, „როცა ქვეყანას ქოცობა აზის თავზე, მერიტოკრატია და სისტემური რეფორმები სასაცილო ცნებებად იქცევა.“

თენგო გოგოტიშვილი საზოგადოებას მიმართავს, რომ ნუ ელოდებიან მეტს ნაკრებისგან, „რომლის ფედერაციასაც რუსული კანონის ხელმომწერი მოღალატე ხელმძღვანელობს“.

„ასე იცის გაქოცებამ“, - აღნიშნავს რომან გოცირიძე და ნაკრების მწვრთნელს წასვლისკენ მოუწოდებს.

ამასთან, მათი აქტივისტების მხრიდან ვრცელდებოდა სარკასტული კომენატრებიც, თითქოს, გიორგი გველესიანის ბულინგისთვის დასაჯა ალაჰმა. ზოგიერთი ქვეყანაში არსებულ უიმედობაზე აპელირებდა, რომ „რა მდგომარეობაშიც ქვეყანაა, იმ მდგომარეობაშია ნაკრებიც.“

გულშემატკივრების შეფასებით, ეროვნული ნაკრების წევრებზე თავდასხმა ყოველგვარ ზღვარს სცდება და პირველ რიგში, აზიანებს ეროვნულ ინტერესებს.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„გვეყოლება ქოცები, გვექნება ჩამოშლილი ფეხბურთი“
ნიკა გვარამია
„როცა ქვეყანას ქოცობა აზის თავზე, მერიტოკრატია და სისტემური რეფორმები სასაცილო ცნებებად იქცევა.“
ლაშა ფარულავა
„რომლის ფედერაციასაც რუსული კანონის ხელმომწერი მოღალატე ხელმძღვანელობს“
თენგო გოგოტიშვილი
„ასე იცის გაქოცებამ“
რომან გოცირიძე
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.