21-ე სკოლის მშობლების და გივი მიქანაძის შეხვედრას თამარ ბაგრატიონიც ესწრება
განათლების სამინისტროში 21-ე საჯარო სკოლის მოსწავლეების მშობლების, პედაგოგებისა და გივი მიქანაძის შეხვედრა მიმდინარეობს, რომელსაც მიხეილ ყაველაშვილის მეუღლე, თამარ ბაგრატიონიც მშობლის სტატუსით ესწრება. სამინისტროს შენობასთან მშობლების, მასწავლებლებისა და ბავშვების ნაწილია შეკრებილი, მათი მოთხოვნაა, რომ სწავლა ორშაბათიდან განახლდეს.

განათლების სამინისტროში მიმდინარე შეხვედრაზე, სადაც მინისტრი 21-ე საჯარო სკოლი მოსწავლეების მშობლებს და პედაგოგებს ხვდება, მიხეილ ყაველაშვილის მეუღლე, თამარ ბაგრატიონიც იმყოფება.
ის შეხვედრაზე მშობლის სტატუსით იმყოფება.
შეხვედრა ცოტა ხნის წინ დაიწყო. შეხვედრის პარალელურად სამინისტროს შენობის წინ, მშობლები და მასწავლებლების ნაწილი და ბავშვები იმყოფებიან.
როგორც შეხვედრის დაწყებამდე მშობლებმა და მასწავლებლებმა განაცხადეს, მათი პირობა იქნება, ორშაბათიდან სწავლა განახლდეს და ალტერნატივას არ განიხილავენ.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.