ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

ბელგოროდის ყოფილი მერი უკრაინასთან ომში მოკვდა

თავდაცვის სამინისტრო

ბელგოროდის ყოფილი მერი და ვიცეგუბერნატორი კონსტანტინ პოლეჟაევი, რომელსაც ქრთამის აღებისთვის პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული, უკრაინასთან ომში მოკვდა. იგი ადრე დათანხმდა თავდაცვის სამინისტროსთან კონტრაქტის გაფორმებას და ფრონტზე წასვლას.

ბელგოროდის ყოფილი მერი უკრაინასთან ომში მოკვდა
ბელგოროდის ყოფილი მერი უკრაინასთან ომში მოკვდატაბულა

ბელგოროდში დაფუძნებული მედიის ინფორმაციით, უკრაინაში ბელგოროდის ყოფილი მერი და ვიცეგუბერნატორი, კონსტანტინ პოლეჟაევი ომში მოკვდა. მედიას ინფორმაციას ახლობლები აწვდიან.

ცნობისთვის, 2023 წლის ზაფხულში, გადადგომიდან მალევე, პოლეჟაევი დააკავეს.

გამოძიებამ მას ბრალი დიდი ოდენობით ქრთამის აღებაში დასდო. 2024 წლის აგვისტოში ბელგოროდის რაიონულმა სასამართლომ იგი დამნაშავედ ცნო და 5 წლით მკაცრი რეჟიმის კოლონიაში პატიმრობა და 36 მილიონი რუბლის ოდენობის ჯარიმა შეუფარდა.

სასამართლოში პოლეჟაევმა დანაშაულის აღიარა და აღნიშნა, რომ 6 აგვისტოს თავდაცვის სამინისტროსთან კონტრაქტი გააფორმა და უკრაინაში წასვლას აპირებდა. მისი თქმით, იგი გეგმავდა "საკუთარი პატიოსანი სახელის აღდგენასა და საზოგადოების წინაშე დანაშაულის გამოსყიდვას".

განაჩენის გამოტანისთანავე პოლეჟაევი პატიმრობაში აღმოჩნდა, თუმცა ერთ-ერთი სამხედრო დანაყოფის მეთაურის შუამდგომლობით, სისხლის სამართლის საქმის წარმოება შეჩერდა და ФСБ-ს განცხადებით, ყოფილმა ჩინოვნიკმა თავდაცვის სამინისტროსთან ხელშეკრულება გააფორმა.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„საკუთარი პატიოსანი სახელის აღდგენასა და საზოგადოების წინაშე დანაშაულის გამოსყიდვას“
ავტორი ტექსტში ცალსახად არ არის მითითებული
მასალის შესახებპირველწყარო: ტაბულა ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.