ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიმსოფლიოსტატია

უკრაინასთან ომში ბელგოროდის ყოფილი მერი კონსტანტინ პოლეჟაევი დაიღუპა

ბელგოროდის ყოფილი მერი და გუბერნატორის ყოფილი მოადგილე კონსტანტინ პოლეჟაევი, რომელსაც ქრთამის აღებისთვის ჰქონდა მისჯილი, უკრაინის წინააღმდეგ ომში დაიღუპა მას შემდეგ, რაც რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან კონტრაქტი გააფორმა და კოლონია დატოვა.

უკრაინასთან ომში ბელგოროდის ყოფილი მერი კონსტანტინ პოლეჟაევი დაიღუპა
უკრაინასთან ომში ბელგოროდის ყოფილი მერი კონსტანტინ პოლეჟაევი დაიღუპაფორმულა

რუსეთის ბელგოროდის ოლქის გუბერნატორის ყოფილი მოადგილე და ამავე რეგიონის ადმინისტრაციული ცენტრის, ქალაქ ბელგოროდის ყოფილი მერი კონსტანტინ პოლეჟაევი უკრაინის წინააღმდეგ ომში დაიღუპა. ეს ცნობა რუსულმა მედიასაშუალებებმა 22 სექტემბერს პოლეჟაევის ახლობლებზე დაყრდნობით ავრცელებენ.

კონსტანტინ პოლეჟაევმა, რომელიც ქრთამის აღების ბრალდებით იყო გასამართლებული, რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან კონტრაქტი 2024 წელს გააფორმა. მან სასჯელაღსრულების კოლონია უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად წასვლის სანაცვლოდ დატოვა.

ბელგოროდის ექს-მერის დაღუპვის შესახებ პირველად რუსულმა გამოცემა „ფონარმა” დაწერა, რის შემდეგაც ინფორმაცია პოლეჟაევის ახლობლებმა გამოცემა „კომერსანტსაც” დაუდასტურეს. გავრცელებული ცნობებით, მან სასიკვდილო ჭრილობები დრონით განხორციელებული შეტევის შედეგად მიიღო.

დამოუკიდებელი გამოცემა „პეპელი” ეყრდნობა ომის მხარდამჭერი რუსული ტელეგრამ-არხის ავტორის, ალექსეი კარგაპოლცევის ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც პოლეჟაევი არა უკრაინის ტერიტორიაზე, არამედ უშუალოდ რუსეთის ბელგოროდის ოლქში დაიღუპა. უკრაინასთან მოსაზღვრე ამ რეგიონზე უკრაინის თავდაცვის ძალები იერიშებს ყოველდღიურად ახორციელებენ.

მასალის შესახებპირველწყარო: ფორმულა ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.