დავით მათიკაშვილი – ჩვენ ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში სამშვიდობო პოლიტიკას ვახორციელებთ და ჩვენი მიზანია, გაერთიანება მხოლოდ მშვიდობიანი გზით მოხდეს.
პარტია „ქართული ოცნების“ წევრმა დავით მათიკაშვილმა განაცხადა, რომ ხელისუფლება ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში სამშვიდობო პოლიტიკას ახორციელებს და ქვეყნის გაერთიანება მშვიდობიანი გზით უნდა მოხდეს. მისი თქმით, ნიკა გვარამია და მისი თანამოაზრეები ეწინააღმდეგებიან შერიგების პოლიტიკას და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას.

ამ ძალებისთვის შერიგების პოლიტიკა და ამ გზით ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა მიუღებელია. ამას ეწინააღმდეგებიან და ქართველებსა და აფხაზებს მტრებად ასახელებენ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, აშკარაა, თუ რა მძიმე და მოღალატეობრივ პოლიტიკას ახორციელებენ, რისი სურვილი აქვს, მეხუთე კოლონას.
„ნიკა გვარამია სწორედ ამ ადამიანებს წარმოადგენს. ჩვენ ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში სამშვიდობო პოლიტიკას ვახორციელებთ და ჩვენი მიზანია, გაერთიანება მხოლოდ მშვიდობიანი გზით მოხდეს. ამ გზას არ უნდა გადავუხვიოთ“, – განაცხადა მათიკაშვილმა.
ციტატები სტატიიდან
„ნიკა გვარამია სწორედ ამ ადამიანებს წარმოადგენს. ჩვენ ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში სამშვიდობო პოლიტიკას ვახორციელებთ და ჩვენი მიზანია, გაერთიანება მხოლოდ მშვიდობიანი გზით მოხდეს. ამ გზას არ უნდა გადავუხვიოთ“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.