ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

Forbes: უკრაინამ ავდეევკის გადასარჩენად ერთ-ერთი საუკეთესო ბრიგადა გააგზავნა

უკრაინამ დონეცკის ოლქის ქალაქ ავდეევკაში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი, მე-3 სადესანტო-მოიერიშე ბრიგადა გააგზავნა. უკრაინა ცდილობს რუსულ ძალებს ამ დასახლების აღებაში ხელი შეუშალოს. ამის შესახებ Forbes იუწყება.

„ეს ერთადერთი უკრაინული სახმელეთო ბრიგადაა, რომელიც ბოლო დრომდე უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში რეზერვში იყო“, - წერს გამოცემა.

ამასთანავე, გამოცემა წერს, რომ უკრაინელების მიერ ავდეევკის გამაგრების და ქალაქში დარჩენის გადაწყვეტილება დიდ რისკებსაც შეიცავს.

„ოკუპანტებმა 4-თვიანი შეუჩერებელი შტურმების შემდეგ ავდეევკის დაცვის ხაზი გაარღვიეს და ახლა ძირითად გზას მიუახლოვდნენ, რომლითაც უკრაინული გარნიზონი მარაგდება.

გამოცემა წერს, რომ მე-3 სადესანტო-მოიერიშე ბრიგადამ 2023 წელს უკრაინელების ერთ-ერთი ბოლო წარმატებული შეტევა განახორციელა და ქალაქი ანდრეევკა გაათავისუფლა, რომელიც ავდეევკის ჩრდილოეთით მდებარეობს.

ამის შემდეგ ბრიგადა რეზერვში იმყოფებოდა, მოხდა მისი გადაიარაღება და გადამზადება, მან ახალი ტექნიკაც მიიღო.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.