CNN – ისრაელი „ფაქტობრივად დათანხმდა“ 6 კვირით ცეცხლის შეწყვეტაზე წინადადებას და „ჰამასის“ პასუხს ელის

„ფაქტობრივად დათანხმდა“ 6 კვირით ცეცხლის შეწყვეტაზე წინადადებას და „ჰამასის“ პასუხს ელის.
ამის შესახებ CNN -ის პრეზიდენტ ს ადმინისტრაციის ანონიმურ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერს.
CNN-ის წყაროს ინფორმაციით, ისრაელი „ფაქტობრივად დათანხმდა” ღაზას სექტორში 6 კვირით ცეცხლის შეწყვეტის შესახებ წინადადებას. ხოლო წინადადების მეორე ფაზა ამ 6 კვირის განმავლობაში იქნება შემუშავებული, “რათა რამე უფრო მყარი შეიქმნას.”
წყაროს ცნობით, არსებობს “ჩარჩო შეთანხმება”, რომელსაც ისრაელი “მეტ-ნაკლებად დათანხმდა,” უთანხმოების წერტილი კი იმაშია, რომ “ჰამასი” ჯერ არ დათანხმებულა “მოწყვლადი მძევლების განსაზღვრულ კატეგორიას.”
მაღალჩინოსანმა აღნიშნა, რომ აშშ-მა ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ისრაელში “რამდენიმე შეხვედრა” და პარიზში ერთი შეხვედრა ჩაატარა. მისი თქმით, შეხვედრები “მიმდინარეობს” კატარის დედაქალაქ დოჰაში.

ასევე დაგაინტერესებთ