მამა ლეონ გელოვანი: საპატრიარქოს განცხადება წავიკითხე და მგონია, მამუკა მდინარაძემ ჩაანაცვლა მოსაყდრე შიო ან სულაც, მისი რომელიმე უფროსი

“საპატრიარქოს განცხადება წავიკითხე და მგონია, მ ჩაანაცვლა მოსაყდრე შიო ან სულაც, მისი რომელიმე უფროსი. საქართველოს საპატრიარქო, რომელიც ერთი-ერთში იმეორებს ხელისუფლების სიტყვებს, სამწუხაროდ ძალიან გავს მოსკოვის საპატრიარქოს, რომელიც პუტინის განცხადებების შესაბამისად განაჩინებს ხოლმე სინოდურ დადგენილებებსაც კი.
არ ვიცი, რა უნდა ვთქვა ამ განცხადებაზე, გარდა იმისა, რომ მსგავსი ანტიქრისტიანული, ანტიპატრიოტული, დამონებული, დამცირებული კომენტარი არ ეკადრება კირიონის, ამბროსის და სხვა დასავლური ღირებულებების მქონდე, ს ტირანიასთან მებრძოლ მამათა ეკლესიას.
განცხადება ასე მთავრდება:
,,საქართველოს ეკლესია მთავარ პრიორიტეტად მიიჩნევს საქართველოს მოსახლეობაში უფლის სიტყვის გაძლიერებას.”
მინდა გითხრათ, რომ უფლის სიტყვა იშვიათად მოიძებნებოდა ხოლმე სასახლეებში, განსაკუთრებით კი შუშის სასახლეებში.
უფლის სიტყვა რომ გააძლიეროთ, პირველ რიგში, თავად უნდა მოუსმინოთ მას, მაგალითად, გუშინ, როდესაც ამ განცხადებას აქვეყნებდით, იმ დღესვე ლიტურგიისას წმიდა წერილიდან იკითხებოდა ეს სიტყვები სწორედ თქვენზე, ყური რომ დაგეგდოთ, მოისმენდით:
,,დაივიწყებენ კანონს და ყველა დაჩაგრულის სამართალს შეცვლიან.” (იგავთა 31.5) იმ საღვთო კანონების დაცვაა თქვენი ვალი, რომელიც ჩაგრულებს იცავს და არა იმ არაადეკვატური საერო კანონების, რომელიც ჩაგრულებს კიდევ უფრო ჩაგრავს!” – წერს მამა ლეონ გელოვანი

ასევე დაგაინტერესებთ

რუხაძე: ჩემი სამი შვილი ამერიკაში ცხოვრობს და მუშაობს. მე დასავლეთს ძალიან კარგად ვიცნობ, მეტიც, დასავლური ფულის როლს საქართველოში ძალიან ვაფასებ. მე თვითონ მაქვს თითქმის მილიარდ დოლარამდე ჩამოტანილი ამ ქვეყანაში…