მედია: ვინ გახდება კადიროვის მემკვიდრე? – კრემლი ჩეჩნეთის ლიდერს უკვე მტრად აღიქვამს და მის შემცვლელზე ფიქრობს

Novaya Gazeta Europe აწარ­მო­ებს ფარ­თო­მას­შტა­ბი­ან კვლე­ვას ჩეჩ­ნე­თის პო­ლი­ტი­კუ­რი ლი­დე­რის, რამ­ზან კა­დი­რო­ვის შემ­ცვლელ­თან და­კავ­ში­რე­ბით. ახალ სტა­ტი­ა­ში სა­უბ­რო­ბენ სა­ვა­რა­უ­დო მემ­კვიდ­რე­ებ­ზე: კა­დი­რო­ვის ვა­ჟე­ბი, მისი ძმის­შვი­ლი და ჩეჩ­ნე­თის გავ­ლე­ნი­ა­ნი კლა­ნე­ბი. სა­უ­ბა­რია ლი­დე­რის დე­ბის და ქა­ლიშ­ვი­ლე­ბის გავ­ლე­ნა­ზე რე­გი­ო­ნის შიგ­ნით და მის ფარ­გლებს გა­რეთ. “რო­გორ უზ­რუნ­ველ­ვყოთ ძა­ლა­უფ­ლე­ბის უსაფრ­თხო გა­და­ბა­რე­ბა ჩეჩ­ნეთ­ში, მო­რი­გი გამ­წვა­ვე­ბი­სა და პრო­ვო­ცი­რე­ბის გა­რე­შე?” – ეს ალ­ბათ, ახლა რუ­სე­თის მთა­ვა­რი ში­და­პო­ლი­ტი­კუ­რი სა­კი­თხია.

“ჩვე­ნი კვლე­ვის ახალ სე­რი­ა­ში გე­ტყვით, თუ რო­გორ გახ­და კა­დი­რო­ვი, კრემ­ლის გა­გე­ბით, ჩეჩ­ნე­თის დეს­ტა­ბი­ლი­ზა­ცი­ის მთა­ვა­რი ფაქ­ტო­რი. მო­დით შე­ვა­ფა­სოთ მემ­კვიდ­რე­ო­ბის ყვე­ლა­ზე რე­ა­ლუ­რი კან­დი­და­ტე­ბი. ჩვენ ასე­ვე გან­ვი­ხი­ლავთ ჩეჩ­ნე­თის ლი­დე­რის დე­ბის და ქა­ლიშ­ვი­ლე­ბის გავ­ლე­ნას რე­გი­ო­ნის შიგ­ნით და მის ფარ­გლებს გა­რეთ პო­ლი­ტი­კა­ზე” – წე­რია მა­სა­ლა­ში.

  • ვა­ჟე­ბი

გა­სუ­ლი წლის მარ­ტში კა­დი­რო­ვის უფ­რო­სი ვაჟი, ახ­მა­თი, კრემლში პი­რა­დად მი­ი­ღო ვლა­დი­მერ პუ­ტინ­მა. ეს მო­უ­ლოდ­ნე­ლი და ძა­ლი­ან ბუნ­დოვ­ნად მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი შეხ­ვედ­რა კა­დი­რო­ვის სა­ვა­რა­უ­დო ავად­მყო­ფო­ბის შე­სა­ხებ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ჭო­რე­ბის ფონ­ზე შედ­გა. სხვა­თა შო­რის, ახ­მატ კა­დი­რო­ვი პუ­ტინ­თან არა თა­ვად მა­მამ, არა­მედ ჩეჩ­ნე­თის მე­თა­უ­რის კი­დევ ერ­თმა მო­კავ­ში­რემ, აბუ­ბა­კარ ედელ­გე­რი­ევ­მა წა­იყ­ვა­ნა.

ახ­მატ კა­დი­რო­ვი პუ­ტინს წა­რუდ­გი­ნეს არა რო­გორც რეს­პუბ­ლი­კის, არა­მედ რო­გორც კა­დი­რო­ვის კლა­ნის მო­მა­ვა­ლი მე­თა­უ­რი. ამ შეხ­ვედ­რით ყვე­ლას და­ა­ნა­ხეს, რომ კა­დი­რო­ვის ოჯახს აქვს ის, რაც არ­ცერთ ჩეჩ­ნურ კლანს არ გა­აჩ­ნია: ძა­ლი­ან ახლო ურ­თი­ერ­თო­ბა პი­რა­დად პუ­ტინ­თან.

თუმ­ცა, კა­დი­რო­ვის უფ­რო­სი ვა­ჟის და­წი­ნა­უ­რე­ბა ისე­ვე მო­უ­ლოდ­ნე­ლად შე­წყდა, რო­გორც და­ი­წყო. ამ­ჟა­მად ყუ­რა­დღე­ბა კა­დი­რო­ვის მე­სა­მე ვაჟ­მა, ადამ­მა და­იმ­სა­ხუ­რა. გა­სუ­ლი წლის ბო­ლოს­თვის 16 წლის ადა­მი იმ­დე­ნად და­წი­ნა­ურ­და, რომ ზო­გი­ერ­თმა იგი მა­მის სა­ვა­რა­უ­დო მემ­კვიდ­რედ მი­იჩ­ნია.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ჩეჩ­ნეთ­ში ძა­ლა­უფ­ლე­ბის სტრუქ­ტუ­რა მარ­თლაც ჰგავს აღ­მო­სავ­ლურ დიქ­ტა­ტუ­რას, ის მა­ინც არ არის და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი. კა­დი­როვს, რა თქმა უნდა, შე­უძ­ლია მემ­კვიდ­რის და­სა­ხე­ლე­ბა, მაგ­რამ რეს­პუბ­ლი­კის მე­თა­ურს რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტი ნიშ­ნავს.

  • ცნო­ბი­ლი ჩე­ჩე­ნი ბლო­გე­რი ტუმ­სო აბ­დუ­რახ­მა­ნო­ვი გა­სუ­ლი წლის გა­ზა­ფხუ­ლი­დან ადამ კა­დი­როვს და­ჟი­ნე­ბით ადა­ნა­შა­უ­ლებს ნარ­კო­მა­ნი­ა­სა და ჰო­მო­სექ­სუ­ა­ლო­ბა­ში. ეს სპე­კუ­ლა­ცია ეფექ­ტუ­რი აღ­მოჩ­ნდა, რად­გან ტუმ­სო აბ­დუ­რახ­მა­ნოვს ძა­ლი­ან მა­ღა­ლი რე­ი­ტინ­გი აქვს ჩეჩ­ნებს შო­რის. გარ­და ამი­სა, უნდა გვეს­მო­დეს, რომ სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი აზრი უზარ­მა­ზარ როლს თა­მა­შობს ყვე­ლა ჩე­ჩე­ნის ცხოვ­რე­ბა­ში და თუ მათ სჯე­რათ რა­ღა­ცის, მა­გა­ლი­თად, კა­დი­რო­ვის შვი­ლის “სირ­ცხვი­ლის“, ამ რწმე­ნის აღ­მო­ფხვრა თით­ქმის შე­უძ­ლე­ბე­ლია.

ერ­თა­დერ­თი “ან­ტი­დო­ტი“, რო­მელ­მაც შე­იძ­ლე­ბა ამ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში იმუ­შა­ოს, არის “რე­ლი­გი­ის დამ­ცვე­ლის” რო­ლის მორ­გე­ბა. ვა­რა­უ­დო­ბენ, რომ სწო­რედ ამის­თვის გა­მო­ი­ყე­ნეს ნი­კი­ტა ჟუ­რა­ვე­ლი, რო­მელ­მაც ყუ­რა­ნის დაწ­ვა სცა­და. ადამ­მა იგი გროზ­ნოს წი­ნას­წა­რი და­კა­ვე­ბის იზო­ლა­ტორ­ში გა­და­იყ­ვა­ნა და სას­ტი­კად სცე­მა. ეს ფაქ­ტი ჩვე­უ­ლებ­რი­ვად გა­მო­ი­ყე­ნე­ბო­და ადამ კა­დი­რო­ვის, რო­გორც “ის­ლა­მის დამ­ცვე­ლის“ რე­პუ­ტა­ცი­ის შე­საქ­მნე­ლად.

  • სხვა პრე­ტენ­დენ­ტე­ბი

ჩეჩ­ნეთ­ში ძა­ლა­უფ­ლე­ბის მემ­კვიდ­რე­ო­ბის გან­ხილ­ვი­სას უნდა აღი­ნიშ­ნოს რამ­ზან კა­დი­რო­ვის ძმის, ზე­ლიმ­ხა­ნის ვაჟი, 27 წლის ხამ­ზათ კა­დი­რო­ვი. გა­სულ სექ­ტემ­ბერ­ში, სა­ნამ რამ­ზან კა­დი­რო­ვი “მოს­კოვ­ში მივ­ლი­ნე­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და”, მისი ძმის­შვი­ლი აქ­ტი­უ­რად იყო ჩარ­თუ­ლი რეს­პუბ­ლი­კის პო­ლი­ტი­კურ საქ­მე­ებ­ში.

კა­დი­რო­ვის ინ­ფან­ტი­ლუ­რი ვა­ჟე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით, რომ­ლე­ბიც ბევ­რად უფრო და­ინ­ტე­რე­სე­ბულ­ნი არი­ან გარ­თო­ბით, ვიდ­რე ლი­დე­რო­ბით, კა­დი­რო­ვის ქა­ლიშ­ვი­ლებს ლი­დე­რის ხა­სი­ა­თი ნამ­დვი­ლად აქვთ: ჩეჩ­ნეთ­ში არ­სე­ბობს ლე­გენ­და იმის შე­სა­ხებ, თუ რო­გორ დაჭ­რა კა­დი­რო­ვის ქა­ლიშ­ვილ­მა ტა­ბა­რიკ­მა დე­ი­და ზუ­ლაი ფეხ­ში მას შემ­დეგ, რაც ეს უკა­ნას­კნე­ლი ლი­დერს უტაქ­ტოდ და­ე­ლა­პა­რა­კა.

თუმ­ცა, უნდა ით­ქვას, რომ ტრა­დი­ცი­უ­ლი პატ­რი­არ­ქა­ლუ­რი სტრუქ­ტუ­რით, ქალი გუ­ბერ­ნა­ტო­რის მი­ღე­ბა ნაკ­ლე­ბად სა­ვა­რა­უ­დოა.

მემ­კვიდ­რე­ე­ბის სი­ა­ში ყვე­ლა­ზე ხში­რად ორ ადა­მი­ანს მო­იხ­სე­ნი­ე­ბენ: ესე­ნი არი­ან ჩეჩ­ნე­თის პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე მა­გო­მედ და­უ­დო­ვი და ჩეჩ­ნე­თის სა­ხელ­მწი­ფო სა­თათ­ბი­როს დე­პუ­ტა­ტი ადამ დე­ლიმ­ხა­ნო­ვი.

მა­გო­მედ და­უ­დო­ვი მოქ­მე­დებს ექ­სკლუ­ზი­უ­რად რეს­პუბ­ლი­კის ფარ­გლებ­ში, მას რე­ჟი­მის “ჯაჭ­ვის ძაღლს“ უწო­დე­ბენ, მაგ­რამ ცნო­ბი­ლია არა მხო­ლოდ თა­ვი­სი სი­სას­ტი­კით, არა­მედ ეფექ­ტუ­რო­ბით. სწო­რედ მას ნიშ­ნავს კა­დი­რო­ვი ყვე­ლა სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ის მო­საგ­ვა­რებ­ლად – კო­ვიდ­თან ბრძო­ლი­დან და­წყე­ბუ­ლი, უკ­რა­ი­ნის ომის­თვის მო­ხა­ლი­სე­ე­ბის უწყვე­ტი მი­წო­დე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბამ­დე. იმის გამო, რომ და­უ­დო­ვის მთე­ლი საქ­მი­ა­ნო­ბა კონ­ცენ­ტრი­რე­ბუ­ლია ჩეჩ­ნეთ­ში, მისი კავ­ში­რე­ბი “გარე სამ­ყა­როს­თან” ძა­ლი­ან შე­ზღუ­დუ­ლია. რო­გორც მოს­კოვ­ში მოქ­მე­დი პარ­ტი­ის ჩეჩ­ნე­თის რე­გი­ო­ნუ­ლი ფი­ლი­ა­ლის მდი­ვა­ნი, ის იც­ნობს და ურ­თი­ერ­თობს ერ­თი­ა­ნი რუ­სე­თის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას­თან, ხოლო რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში მას კარ­გი კონ­ტაქ­ტე­ბი აქვს შიდა პო­ლი­ტი­კის დე­პარ­ტა­მენ­ტის ხელ­მძღვა­ნელ­თან. ადამ დე­ლიმ­ხა­ნო­ვი აკონ­ტრო­ლებს ჩეჩ­ნურ დი­ას­პო­რას რუ­სეთ­ში, აქვს უზარ­მა­ზა­რი გავ­ლე­ნა ცენ­ტრა­ლუ­რი აზი­ი­სა და სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ის ქვეყ­ნებ­ში (ძი­რი­თა­დად, ყა­ზა­ხეთ­ში, ყირ­გი­ზეთ­ში), მას კარ­გად იც­ნო­ბენ ახლო აღ­მო­სავ­ლე­თის ქვეყ­ნებ­ში, პირ­ველ რიგ­ში სა­ა­მი­რო­ებ­ში, თურ­ქეთ­სა და იორ­და­ნი­ა­ში; მისი წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რე­ბი არი­ან ევ­რო­პა­სა და -ში. რეს­პუბ­ლი­კის შიგ­ნით, დე­ლიმ­ხა­ნო­ვის ოჯა­ხი და მისი უახ­ლო­ე­სი ნა­თე­სა­ვე­ბი, გე­რე­მე­ე­ვე­ბი, ალ­ბათ მე­ო­რე ყვე­ლა­ზე ძლი­ე­რი ჩეჩ­ნუ­რი კლა­ნია.

წყარო