“ოცნების” ყოფილი მინისტრის მწვავე წერილი საპატრიარქოზე, სკანდალურ კანონპროექტსა და საგარეო პოლიტიკაზე

ყო­ფი­ლი სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი მი­ხე­ილ ჯა­ნე­ლი­ძე სა­პატ­რი­არ­ქოს გან­ცხა­დე­ბის იმ ნა­წილს ეხ­მა­უ­რე­ბა, სა­დაც ნათ­ქვა­მია, რომ “დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი სამ­სა­ხუ­რის უმაღ­ლე­სი პი­რე­ბი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში არ­წმუ­ნებ­დნენ სა­პატ­რი­არ­ქოს, რომ ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­ის პრო­ცე­სი არ გუ­ლის­ხმობ­და სა­კუ­თა­რი კულ­ტუ­რი­სა და ფა­სე­უ­ლო­ბე­ბის უარ­ყო­ფას”.

ჯა­ნე­ლი­ძის თქმით, ეტყო­ბა, რომ პო­ლი­ტი­კა, და გან­სა­კუთ­რე­ბით სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კა, არ წარ­მო­ად­გენს ქარ­თუ­ლი ეკ­ლე­სი­ის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სივ­რცეს.

“მინ­და გა­მო­ვეხ­მა­უ­რო სა­პატ­რი­არ­ქოს სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სამ­სა­ხუ­რის გან­ცხა­დე­ბას. რო­გორც აღ­ნიშ­ნუ­ლია გან­ცხა­დე­ბა­ში, დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი სამ­სა­ხუ­რის უმაღ­ლე­სი პი­რე­ბი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში არ­წმუ­ნებ­დნენ სა­პატ­რი­არ­ქოს, რომ ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­ის პრო­ცე­სი არ გუ­ლის­ხმობ­და სა­კუ­თა­რი კულ­ტუ­რი­სა და ფა­სე­უ­ლო­ბე­ბის უარ­ყო­ფას.

რად­გან მე ვი­ყა­ვი ერთ-ერთი მათ­გა­ნი, მინ­და დღე­საც ვე­ცა­დო და­გარ­წმუ­ნოთ იგი­ვე­ში და პუნ­ქტობ­რი­ვად ვუ­პა­სუ­ხებ თქვენს გან­ცხა­დე­ბას, რო­მელ­საც ნამ­დვი­ლად ეტყო­ბა, რომ პო­ლი­ტი­კა, და გან­სა­კუთ­რე­ბით სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კა, არ წარ­მო­ად­გენს ქარ­თუ­ლი ეკ­ლე­სი­ის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სივ­რცეს.

1. დიახ, დღეს, მსოფ­ლიო, გან­სა­კუთ­რე­ბით კი ევ­რო­პა, დიდი გა­მოწ­ვე­ვის წი­ნა­შე დგას, რად­გან რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ამ არ იკ­მა­რა სა­ქარ­თვე­ლოს რე­გი­ო­ნე­ბის, აფხა­ზე­თის და ცხინ­ვა­ლის, ოკუ­პა­ცია, ყი­რი­მის ანექ­სია და გა­და­წყვი­ტა უკ­რა­ი­ნის სრუ­ლი ანექ­სია. ამი­ტომ, რო­დე­საც პირ­ველ პა­რაგ­რაფ­ში თქვენ სა­უბ­რობთ გე­ო­პო­ლი­ტი­კურ ცვლი­ლე­ბებ­ზე და შემ­დეგ, ხაზს უს­ვამთ ეკ­ლე­სი­ის ინ­ტე­რესს ტრა­დი­ცი­უ­ლი ფა­სე­უ­ლო­ბე­ბი­სა და სა­ხელ­მწი­ფოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბე­ბის სა­კი­თხებ­ზე, თუ ვინ­მე მას აზი­ა­ნებს და მო­მა­ვალ­ში კი­დევ უფრო დიდი საფრ­თხის წი­ნა­შე აყე­ნებს, ეს არის რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცია, რო­მელ­საც ოკუ­პი­რე­ბუ­ლი აქვს ჩვე­ნი მშობ­ლი­უ­რი მიწა-წყა­ლი, გა­მო­დევ­ნი­ლი ჰყავს მო­სახ­ლე­ო­ბა, ხოლო იქ დარ­ჩე­ნილ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში აკე­თებს ყვე­ლა­ფერს, რათა რუ­სუ­ლი ფა­სე­უ­ლო­ბე­ბი, რო­გო­რი­ცაა სა­ხელ­მწი­ფო ძა­ლა­დო­ბა, კო­რუფ­ცია, ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის სრუ­ლი უგუ­ლე­ბელ­ყო­ფა, კრი­მი­ნა­ლი, რუ­სე­თის მთავ­რო­ბა­ზე ეკ­ლე­სი­ის სრუ­ლი მორ­ჩი­ლე­ბა გა­ა­ბა­ტო­ნოს. ამის სა­პი­რის­პი­როდ, ევ­რო­კავ­ში­რი და არი­ან სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბის გა­რან­ტო­რე­ბი სა­ერ­თა­შო­რი­სო ას­პა­რეზ­ზე და ქვე­ყა­ნა­ში დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ხელ­შემ­წყობ­ნი, რაც გა­რან­ტი­აა სწო­რი ეროვ­ნუ­ლი ფა­სე­უ­ლო­ბე­ბის, რო­გორც თქვენ­ვე ახ­სე­ნებთ, წმინ­და ილია მარ­თლის სა­ოც­ნე­ბო ფა­სე­უ­ლო­ბე­ბის, გან­სამ­ტკი­ცებ­ლად.

– მა­მუ­ლი: დღეს ოკუ­პი­რე­ბუ­ლია რუ­სე­ბის მიერ, ევ­რო­კავ­ში­რი და ამე­რი­კა იცავს ჩვე­ნი მა­მუ­ლის სა­ზღვრებს სა­ერ­თა­შო­რი­სო მას­შტა­ბით.

– ენა: თუ ვინ­მეს ქარ­თუ­ლი ენის გა­ნად­გუ­რე­ბა სურ­და, ეს იყო ყო­ველ­თვის რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცია. ევ­რო­კავ­შირ­ში, თი­თო­ე­უ­ლი წევ­რის ენა და­ცუ­ლია, 24 ოფი­ცი­ა­ლუ­რი ენაა და სა­ქარ­თვე­ლოს წევ­რო­ბის შემ­თხვე­ვა­ში, ისიც და­ე­მა­ტე­ბა.

– სარ­წმუ­ნო­ე­ბა: მარ­თლმა­დი­დებ­ლე­ბი წარ­მო­ად­გე­ნენ მე­ო­რე ყვე­ლა­ზე დიდ რე­ლი­გი­ურ ჯგუფს ევ­რო­კავ­შირ­ში. გა­რან­ტი­რე­ბუ­ლია ეკ­ლე­სი­ის სრუ­ლი და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა და აღმსა­რებ­ლო­ბის სრუ­ლი თა­ვი­სუფ­ლე­ბა. ყვე­ლა სარ­წმუ­ნო­ე­ბა და­ცუ­ლია და ხელ­შე­უ­ხე­ბე­ლი” – წერს ექსმი­ნის­ტრი.

  • ის ასე­ვე ეხ­მა­უ­რე­ბა სა­და­ვო კა­ნონპ­რო­ექ­ტის გარ­შე­მო გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებს და “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის” მიერ ინი­ცი­რე­ბუ­ლი კა­ნონპ­რო­ექ­ტი იმი­ტო­მაა რუ­სუ­ლი, რომ რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის მიერ ე.წ. “სუ­ვე­რე­ნუ­ლი დე­მოკ­რა­ტი­ის” გავ­რცე­ლე­ბის­კე­ნაა მი­მარ­თუ­ლი.

“2. სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში და­პი­რის­პი­რე­ბა გა­მო­იწ­ვია “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის” მიერ ინი­ცი­რე­ბულ­მა კა­ნონპ­რო­ექ­ტმა, რო­მე­ლიც იმი­ტო­მაა რუ­სუ­ლი, რომ რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის მიერ ე.წ. “სუ­ვე­რე­ნუ­ლი დე­მოკ­რა­ტი­ის” გავ­რცე­ლე­ბის­კე­ნაა მი­მარ­თუ­ლი. რუ­სუ­ლი სუ­ვე­რე­ნუ­ლი დე­მოკ­რა­ტია/სა­ხელ­მწი­ფო კი­დევ გუ­ლის­ხმობს სა­ქარ­თვე­ლოს ჩა­მო­შო­რე­ბას სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბის­გან, ქარ­თულ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში და­სავ­ლე­თის მტრად წარ­მო­ჩი­ნე­ბის გზით. სა­ქარ­თვე­ლოს მარ­ტო და­ტო­ვე­ბა და გახ­ლე­ჩა/და­სუს­ტე­ბა ეს რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის სტრა­ტე­გი­უ­ლი მი­ზა­ნია, და­მე­თან­ხმე­ბით.

3. რო­გორც იქნა, სა­უ­კუ­ნე­ე­ბის შემ­დეგ, სა­ქარ­თვე­ლოს ჰყავს და­მო­უ­კი­დე­ბელ ქვე­ყა­ნა­ში და­ბა­დე­ბუ­ლი და აღ­ზრდი­ლი ახალ­გაზ­რდო­ბა. მათი პატ­რი­ო­ტუ­ლი სუ­ლის­კვე­თე­ბა და მა­მუ­ლის აღ­ქმა, ბევ­რად უფრო ძლი­ე­რია ვიდ­რე ჩემს და კი­დევ უფრო ად­რე­ულ თა­ო­ბებს წარ­მო­უდ­გე­ნი­ათ. შეც­დო­მა­ში შე­იძ­ლე­ბა შე­იყ­ვა­ნო მხო­ლოდ და­მო­კი­დე­ბუ­ლი და სიბ­ნე­ლე­ში მყო­ფი ადა­მი­ა­ნი, ესე­ნი კი­დევ თა­ვი­სუფ­ლე­ბის მოყ­ვა­რუ­ლი, ძლი­ე­რი ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან. თა­ვი­სუ­ფა­ლი ადა­მი­ა­ნი კი­დევ ყვე­ლა­ზე მე­ტად მორ­წმუ­ნეა, რად­გან მას შეგ­ნე­ბით წამს უფ­ლის. წმინ­და და გვერ­დითმდგო­მი ეკ­ლე­სია კი­დევ მათ­თვის შე­იძ­ლე­ბა სა­უ­კე­თე­სო გზა იყოს ტაძ­რის­კენ და უფ­ლის­კენ” – წერს მინ­დია ჯა­ნე­ლი­ძე.

ექსმი­ნის­ტრი იხ­სე­ნებს, რომ მისი სა­ჯა­რო სამ­სა­ხურ­ში ყოფ­ნი­სას, გარ­კვე­უ­ლი პი­რე­ბის მხრი­დან და­სავ­ლეთ­ში ის­მო­და კი­თხვა, არის თუ არა სა­ქარ­თვე­ლოს ეკ­ლე­სია სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­ის წი­ნა­აღ­მდე­გი, რა­ზეც ის პა­სუ­ხობ­და, რომ “შე­უძ­ლე­ბე­ლია ქვე­ყა­ნა­ში, სა­დაც ეკ­ლე­სი­ას აქვს უდი­დე­სი გავ­ლე­ნა სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ზე, იყოს ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­ის მომ­ხრე 80%, თუ ამ გზას ეკ­ლე­სია არ უჭერს მხარს”.

“მე მქონ­და კო­მუ­ნი­კა­ცია ეკ­ლე­სი­ის უმაღ­ლეს პი­რებ­თან და მსჯე­ლო­ბა ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­ის სა­კი­თხებ­ზე, და ეს მსჯე­ლო­ბა ყო­ველ­თვის იყო საგ­ნობ­რი­ვი და სა­ერ­თო სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი ინ­ტე­რე­სე­ბით გან­მსჭვა­ლუ­ლი. გა­სულ წელს, პატ­რი­არ­ქის წე­რი­ლი, რო­მე­ლიც კან­დი­და­ტის სტა­ტუს­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­მოქ­ვეყ­ნდა, კი­დევ ერთი მკა­ფიო დას­ტუ­რი იყო აღ­ნიშ­ნუ­ლის. და­მე­თან­ხმე­ბით, ბოლო ერთ წე­ლი­წად­ში სა­ქარ­თვე­ლოს პო­ზი­ცია შე­იც­ვა­ლა ევ­რო­კავ­შირ­თან მი­მარ­თე­ბით და არა პი­რი­ქით. არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი და კრი­ტი­კუ­ლი მე­დია აუ­ცი­ლე­ბე­ლია იმის­თვის, რომ სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი კონ­ტრო­ლი არ­სე­ბობ­დეს დიდი ძა­ლა­უფ­ლე­ბის მქო­ნე ინ­სტი­ტუ­ცი­ებ­ზე, რო­გორც მთავ­რო­ბა­ზე, ასე­ვე ეკ­ლე­სი­ა­ზე. ისევ მთავ­რო­ბის და ეკ­ლე­სი­ის სა­კე­თილ­დღე­ოდ, რათა არ მოხ­დეს ძა­ლა­უფ­ლე­ბით ტკბო­ბა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ინ­ტე­რე­სე­ბის უგუ­ლე­ბელ­ყო­ფა.

რაც შე­ე­ხე­ბა ლგბტ ცხოვ­რე­ბის წესს, ამ სა­კი­თხის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­აც მთავ­რო­ბის მხრი­დან ხდე­ბა წმინ­და პო­პუ­ლის­ტუ­რი მიზ­ნე­ბის­თვის. დღეს, გან­ვი­თა­რე­ბულ და დე­მოკ­რა­ტი­ულ ქვეყ­ნებ­ში, მე­მარ­ჯვე­ნე და მე­მარ­ცხე­ნე ხედ­ვე­ბის რა­დი­კა­ლი­ზა­ცი­ას და ურ­თი­ერ­თდა­პი­რის­პი­რე­ბას ვხე­დავთ, და ლგბტ თე­მაც ამ და­პი­რის­პი­რე­ბის ერთ-ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­კი­თხია. თუმ­ცა, ეს არ არის ის სა­კი­თხი, რო­მე­ლიც დღეს სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბას კრი­ტი­კუ­ლად აწუ­ხებს. ეს არ არის სა­კი­თხი, რომ­ლის მი­მარ­თაც ერ­თგვა­რო­ვა­ნი მიდ­გო­მა არ­სე­ბობს თუნ­დაც ევ­რო­კავ­ში­რის ქვეყ­ნებ­ში, გარ­და ფუნ­და­მენ­ტუ­რი უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვი­სა. ამ სა­კი­თხზე მსჯე­ლო­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი იყო ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის პო­პუ­ლის­ტუ­რი მიდ­გო­მის გა­რე­შეც, რომ­ლის მეშ­ვე­ო­ბი­თაც მისი აქ­ტუ­ა­ლი­ზა­ცია და პრო­პან­გან­დი­რე­ბა უფრო მე­ტად ხდე­ბა, ვიდ­რე ნე­ბის­მი­ე­რი აქ­ცი­ით.

5. ევ­რო­კავ­ში­რის პარ­ლა­მენ­ტის რე­ზო­ლუ­ცი­ა­ში ჩა­ნა­წე­რი ე.წ. “ლგბტ პრო­პა­გან­დის” შე­სა­ხებ უკავ­შირ­დე­ბა მთავ­რო­ბის მიერ წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნოდ წა­მო­წყე­ბულ ან­ტი­ევ­რო­პულ პრო­პა­გან­დას, რომ­ლი­თაც ცდი­ლობს ევ­რო­პა და და­სავ­ლურ ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი და­უ­კავ­ში­როს არა­პო­პუ­ლა­რულ თე­მებს, ისე­ვე რო­გორც პუ­ტი­ნი აკე­თებს ამას რუ­სეთ­ში, და ამით ზე­წო­ლა მო­ახ­დი­ნოს პრო­ევ­რო­პულ გან­წყო­ბებ­ზე სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში და არა პი­რი­ქით. კი­დევ ერთხელ გან­ვმე­ორ­დე­ბი, რად­გან ამ პუნ­ქტში გაქვთ ნახ­სე­ნე­ბი სა­ხელ­მწი­ფოს სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტი – დღეს თუ ვინ­მე მსოფ­ლი­ო­ში იცავს ჩვენს სუ­ვე­რე­ნი­ტეტს, ეს არის აშშ და ევ­რო­კავ­ში­რი, ხოლო თუ ვინ­მე ებ­რძვის – არის რუ­სე­თი. ეს ძა­ლი­ან ცალ­სა­ხაა და მგო­ნი ამა­შიც და­მე­თან­ხმე­ბით.

6. სრუ­ლი­ად ვი­ზი­ა­რებ თქვენს პრი­ო­რი­ტე­ტებს: ოჯა­ხის სიწ­მინ­დე, ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რა, ოკუ­პი­რე­ბულ აფხა­ზე­თის და ცხინ­ვა­ლის რე­გი­ონ­ში მცხოვ­რებ ადა­მი­ა­ნებ­თან შე­რი­გე­ბა და ერთ სა­ხელ­მწი­ფო­ში თა­ნა­ცხოვ­რე­ბა, ეს ნამ­დვი­ლად მი­იღ­წე­ვა სრულ­ყო­ფი­ლი და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­ხელ­მწი­ფოს მეშ­ვე­ო­ბით, რომ­ლის გან­ვი­თა­რე­ბის ერ­თა­დერ­თი გზა გა­დის და­სავ­ლურ ინ­ტეგ­რა­ცი­ა­ზე, რუ­სუ­ლი სამ­ხედ­რო და მენ­ტა­ლუ­რი ოკუ­პა­ცი­ის დას­რუ­ლე­ბა­ზე და გრძელ­ვა­დი­ა­ნი მშვი­დო­ბი­სა და კე­თილ­დღე­ო­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა­ზე.ძალა ერ­თო­ბა­შია!” – წერს მინ­დია ჯა­ნე­ლი­ძე.