ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

Bloomberg: სარატოვის ქარხანამ უკრაინული დრონებით შეტევის შედეგად ნავთობის მიღება შეაჩერა

Bloomberg: სარატოვის ქარხანამ უკრაინული დრონებით შეტევის შედეგად ნავთობის მიღება შეაჩერა

„როსნეფტის“ საკუთრებაში არსებულმა სარატოვის ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ ნავთობის მიღება უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევის შედეგად შეწყვიტა.

ამის შესახებ ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით Bloomberg-ი იუწყება.

როგორც Bloomberg-ი წერს, სარატოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დღეში დაახლოებით 140 000 ბარელი ნედლი ნავთობის გადამუშავების სიმძლავრე აქვს, ამიტომ ქარხნის ხანგრძლივმა გაჩერებამ შესაძლოა მნიშვნელოვნად იმოქმედოს რუსეთში ბენზინის მარაგებზე.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა 10 აგვისტოს განაცხადა, რომ დრონებით დარტყმამ ხანძარი გამოიწვია სარატოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში, რომელიც საწვავით ამარაგებს რუსეთის საოკუპაციო ჯარებს.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 აგვისტო, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.