Bloomberg: სარატოვის ქარხანამ უკრაინული დრონებით შეტევის შედეგად ნავთობის მიღება შეაჩერა

რუსეთის ქალაქ სარატოვის ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევის შედეგად ნავთობის მიღება შეაჩერა. ამის შესახებ ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება სააგენტო Bloomberg-ი.
კომპანია „როსნეფტის“ ამ ქარხანაზე დრონებით შეტევა 10 აგვისტოს იყო, რაც იმავე დღეს დაადასტურა უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა.
როგორც Bloomberg-ი წერს, თუ სარატოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, რომლის საპროექტო სიმძლავრე დღე-ღამეში 140 000 ბარელი ნავთობია, მუშაობის განახლებას დროულად ვერ შეძლებს, ეს შესაძლოა, აისახოს ბენზინის შიდა მიწოდებაზე იმ პერიოდში, როცა სეზონური მოთხოვნა გაზრდილია.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა 10 აგვისტოს განაცხადა, რომ დრონებით დარტყმამ ხანძარი გამოიწვია სარატოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში, რომელიც საწვავით ამარაგებს რუსეთის საოკუპაციო ჯარებს.
სარატოვის ოლქის გუბერნატორმა რომან ბუსარგინმა დაადასტურა „ერთ-ერთი საწარმოს დაზიანება“. მას კონკრეტული საწარმო არ დაუსახელებია.
რუსეთთან ომში მყოფ უკრაინას რუსეთის ტერიტორიაზე და ანექსირებულ ყირიმში კანონიერ სამიზნედ აქვს გამოცხადებული სამხედრო ობიექტები და საწარმოები, რომლებიც რუსული არმიის მომარაგებაზე მუშაობენ და ინფრასტრუქტურა, რომელსაც რუსეთის შეიარაღებული ძალები იყენებენ.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კახიშვილი: პენსია ადამიანს თვის დაახლოებით 6 ან 7 დღის საბაზისო ხარჯებს უფარავს. 6 ან 7 დღეს 30 დღიდან. და ეს იმ გაანგარიშებით, რომელშიც ბინის ქირა საერთოდ არ შედის. დანარჩენი 23 დღე როგორ უნდა იცხოვროს პენსიონერმა?

არასამთავრობოების განცხადება: მოვითხოვთ ხელისუფლებისგან დაუყოვნებლივ, ეფექტიან და სრულყოფილ რეაგირებას რუსთავის №6 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის, და მისი ოჯახის წევრების მიერ გავრცელებულ მძიმე განცხადებებზე