ვითარება ზუგდიდის საკრებულოში | ენმ-ის აპარატის 4 თანამშრომელი “ოცნებამ” და ენმ-მ ერთობლივი გადაწყვეტილებით გაათავისუფლა

ზუგდიდის საკრებულოს ნაციონალური მოძრაობის ფრაქციაში მომუშავე 4 თანამშრომელი აპარატიდან “ქართულმა ოცნებამ” და “ნაციონალურმა მოძრაობამ” ერთობლივი გადაწყვეტილებით გაუშვა. საკრებულოს იურიდიულ სხდომაზე ხაბეიშვილის მომხრე დეპუტატებმა შრომითი ხელშეკრულების გაგრძელების საკითხი კენჭისყრაზე გაიტანეს და ქართულ ოცნებასთან ერთად ჩააგდეს, რის შემდეგაც ნიკა მელიას მომხრე ოთხივე თანამშრომელი სამსახურიდან გაათავისუფლეს. ზუგდიდის საკრებულოს იურიდიულ კომისიას საკრებულოს 4 თანამშრომლის კონტრაქტის განახლება კენჭისყრით უნდა დაედასტურებინა, […]
lmattino: კვარაცხელია გადაღლილია და შეიძლება “ინტერთან” მატჩში სათადარიგო იყოს

lmattino იტყობინება, რომ “ინტერთან” იტალიის სუპერთასის ფინალში “ნაპოლის” გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია შეიძლება სათადარიგო იყოს. გამოცემის ცნობით, ქართველი გადღლილია, მის მდგომარეობას შეაფასებენ და გადაწყვეტილებას მიიღებენ. თუ კვარაცხელია სათადარიგოთა შორის დატოვეს, მას სავარაუდოდ ჯაკომო რასპადორი შეცვლის. ხვიჩამ “ფიორენტინასთან” მოგებულ ნახევარფინალში 71-ე წუთამდე ითამაშა და ჩვეულად საუკეთესოდ ვერ გაისარჯა. საფეხბურთო მიმომხილველმა ენრიკო ფედელემ განაცხადა, რომ მილანური გუნდი აშკარად […]
ქეთევან თურაზაშვილი – ყოველი სიცოცხლეს გამოსალმებული თუ ძალადობის მსხვერპლი ქალის წინაშე დამნაშავე სახელმწიფოა, რომელიც სამწუხაროდ, სათანადოდ ვერ გვიცავს – შესაცვლელია მიდგომა, რომელიც სახელმწიფოს აქვს

საპარლამენტო ჯგუფ „მოქალაქეების“ ერთ-ერთი ლიდერის, ქეთევან თურაზაშვილის განცხადებით, შესაცვლელია მიდგომა, რომელიც დღეს სახელმწიფოს ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციის მიმართულებით აქვს. ამ განცხადებით თურაზაშვილი კახეთში მომხდარ გაუპატიურების ფაქტს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ყოველი სიცოცხლეს გამოსალმებული თუ ძალადობის მსხვერპლი ქალის წინაშე დამნაშავე, უპირველესად, სახელმწიფოა. „დღეს 14 წლის გოგო გააუპატიურა ნათესავმა, 10 დღის წინ 27 წლის მძინარე […]
საახალწლო განათებების დემონტაჟის გამო რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება

საახალწლო ილუმინაციების სადემონტაჟო სამუშაოების გამო რუსთაველის გამზირზე, პირველი რესპუბლიკის მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე არსებულ მონაკვეთში 21 და 22 იანვარს, 00:00-დან 06:00 საათამდე ავტომობილების გადაადგილება შეიზღუდება. თბილისის მერიის ინფორმაციით, სატრანსპორტო საშუალებებისთვის გადაადგილება შესაძლებელი იქნება ლეონიძის, ინგოროყვას, ალექსანდრე ჭავჭავაძის, გრიბოედოვის, ბარათაშვილისა და თაბუკაშვილის ქუჩების მეშვეობით; მელიქიშვილის გამზირიდან მთაწმინდის დანარჩენი ქუჩების მიმართულებით მოძრაობა დასაშვები იქნება ჯანაშიას, თარხნიშვილის, ტატიშვილის, ჭოველიძის, […]
ავტომობილების განბაჟებით 2023 წელს ბიუჯეტში რეკორდული თანხა 335 მილიონი ლარი შევიდა

ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მონაცემებით, 2023 წლის განმავლობაში საქართველოში მსუბუქი ავტომობილების განბაჟებით ბიუჯეტში რეკორდული თანხა 335 მილიონი ლარი შევიდა. 2022 წელთან შედარებით ავტომობილების განბაჟებიდან სახელმწიფოს მიერ მიღებული საგადასახადო შემოსავალი 112 მილიონი ლარით, ანუ 50%-ით არის გაზრდილი. განბაჟებიდან მიღებული საბიუჯეტო შემოსავლების მატება ავტომობილებით ვაჭრობის სექტორში არსებულ მნიშვნელოვან ზრდას უკავშირდება. საქსტატის მონაცემებით, გასული წლის 11 თვეში ავტოექსპორტმა 2 […]
5 ქვეყანა, რომელიც 2023 წელს ინფლაციის შედეგად ყველაზე მეტად დაზარალდა

2023 წელს მთელი რიგი ქვეყნები ინფლაციის შედეგად დაზარალდნენ. ეს იყო ბრძოლა ცენტრალური ბანკებისა და მთავრობების მხრიდან ამ ფენომენის წინააღმდეგ, რომელიც ბოლო პერიოდში ეკონომიკის ერთ-ერთ ყველაზე სერიოზულ გამოწვევად იქცა. უკრაინული მედია იმ 5 ქვეყნის ჩამონათვალს აქვეყნებს, რომლების ინფლაციისგან ყველაზე მეტად დაზარალდნენ. საქართველო კი იმ ქვეყნებს შორის მოხვდა, სადაც დეფლაცია დაფიქსირდა. იმ ქვეყნების სათავეში, რომლებიც ინფლაციამ ყველაზე […]
პაპუაშვილი ხიდაშელზე: ტაივანიდან ფინანსდება, ცდილობს, ანტიჩინური განწყობები გააღვივოს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი თავდაცვის ყოფილი მინისტრის, თინა ხიდაშელის ორგანიზაციასაც თავს ესხმის. მისი თქმით, ხიდაშელის ორგანიზაცია სამოქალაქო იდეა “ტაივანის მხრიდან ფინანსდება და ის ანტიჩინური განწყობების გაღვივებას ცდილობს”. “ქალბატონი თინა ტაივანის მხრიდან ფინანსდება. არის ოფიციალური ფონდები და გასაგებია, რომ სწორედ ამ დაკვეთებიდან გამომდინარე, ის ცდილობს საქართველოში ანტიჩინური განწყობების გაღვივებას. მოგიწოდებთ, ჰკითხოთ საჯაროდ, ის ჩინეთის ტერიტორიულ […]
მეწყრული პროცესები ხულოში | მიწის მასა დასახლებულ პუნქტს მიუახლოვდა, მოსახლეობის ნაწილი სოფლებს ტოვებს

ხულოს მუნიციპალიტეტის ორი სოფელი გარესამყაროსაა მოწყვეტილი. გადაუღებელი წვიმისა და უხვი ნალექის გამო, სოფლები გელაძეები და პაქსაძეები შესაძლოა სტიქიის ზონად იქცეს. ადგილობრივების ინფორმაციით, მეწყრული პროცესები ორი დღის წინ დაიწყო. დაძრული მიწის მასა უკვე დასახლებულ პუნქტს მიუახლოვდა და მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. მომატებული საფრთხის გამო მათი ნაწილი კარ-მიდამოს საკუთარი ინიციატივით ტოვებს. “აღნიშნული პრობლემა ორი დღეა უკვე არის. სოფელ […]
ისრაელის პრემიერის ადმინისტრაცია – ბენიამინ ნეთანიაჰუმ ჯო ბაიდენთან სატელეფონო საუბრისას კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ პალესტინის სუვერენიტეტის მოთხოვნა ისრაელის უსაფრთხოებას ეწინააღმდეგება

ბენიამინ ნეთანიაჰუმ ჯო ბაიდენთან სატელეფონო საუბრისას კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ პალესტინის სუვერენიტეტის მოთხოვნა ისრაელის უსაფრთხოებას ეწინააღმდეგება, – ამის შესახებ განცხადებას ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისი აქვეყნებს. ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისმა განცხადება გამოაქვეყნა, რომელიც უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ჯო ბაიდენთან სატელეფონო საუბრისას ბენიამინ ნეთანიაჰუმ პალესტინის სახელმწიფოს შექმნა არ გამორიცხა. „გუშინ საღამოს, პრეზიდენტ ბაიდენთან საუბრისას პრემიერ-მინისტრმა ნეთანიაჰუმ წლების […]
ისრაელელი მძევლების ოჯახებმა ბენიამინ ნეთანიაჰუს სახლთან საპროტესტო აქცია გამართეს და 24 საათიანი შიმშილობა გამოაცხადეს

ისრაელელი მძევლების ოჯახებმა, პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს სახლთან საპროტესტო აქცია გამართეს და 24 საათიანი შიმშილობა გამოაცხადეს. აქციის მონაწილეები მათი ოჯახის წევრების ტყვეობიდან გათავისუფლებას ითხოვენ და აცხადებენ, რომ სწორედ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა უნდა უზრუნველყოს მძევლების სწრაფად დაბრუნება. მომიტინგეები ნეთანიაჰუსთან შეხვედრას და მძევლების საკითხზე კონკრეტული პასუხების მოსმენას ითხოვენ, ისინი პრემიერს სამი დღის ვადას აძლევენ მოლაპარაკებების დასასრულებლად და აცხადებენ, რომ […]