ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტს ამზადებს – Bloomberg

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტს ამზადებს. ამის შესახებ Bloomberg-ი წერს. გავრცელებული ინფორმაციით, ახალი პაკეტი რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წამოწყებული ომის მეორე წლისთავზე უნდა მიიღონ. სააგენტო წერს, რომ ევროკავშირი აპირებს ე.წ. შავი სია გააფართოოს, დააწესოს დამატებითი სავაჭრო შეზღუდვები და მიიღოს ახალი ზომები, რათა რუსეთმა მოქმედი სანქციების გვერდის ავლა ვეღარ შეძლოს. შეგახსენებთ, რომ ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ […]
Hyundai ელექტრო საჰაერო ტაქსის უშვებს

Hyundai Motor Group-ის ფლაგმანურმა საავიაციო კომპანია Supernal-მა, 2028 წლისთვის ელექტრო საჰაერო სერვისის გაშვების გეგმა წარმოადგინა. კომპანიამ CES 2024-ზე თავისი ელექტრო ვერტიკალური ასაფრენი და სადესანტო თვითმფრინავი წარადგინა, სახელწოდებით S-A2. როგორც Hyundai-მა აღნიშნა, S-A2 დაფუძნებულია S-A1 თვითმფრინავის კონცეფციაზე, რომელიც წარმოდგენილი იყო CES 2020-ზე. კომპანია აცხადებს, რომ საჰაერო ტაქსი აერთიანებს ინოვაციურ აერონავტიკის ინჟინერიას და Hyundai Motor Group-ის ესთეტიკურ […]
Google ლონდონის მონაცემთა ცენტრში $1 მილიარდიან ინვესტიციას ჩადებს

Google-ის ინფორმაციით, კომპანია დიდ ბრიტანეთში, ლონდონში, ახალი მონაცემთა ცენტრის გახსნისთვის $1 მილიარდიან ინვესტიციას გამოყოფს, რითაც ტექნოლოგიური გიგანტი ბრიტანეთში ინტერნეტსერვისებზე გაზრდილ მოთხოვნას უპასუხებს – ამის შესახებ Euronews წერს. სამშენებლო სამუშაოები Google-ის მიერ 2020 წელს ჩრდილოეთ ლონდონში შეძენილ მიწაზე უკვე დაწყებულია. გავრცელებულ განცხადებაში Google აცხადებს, რომ 13.5 ჰექტარზე გაშენებულ ცენტრში კომპანია ადგილობრივი თემისათვის სამუშაო ადგილებს შექმნის. “დასრულების […]
დეფიციტის გამო, ოკუპირებულ აფხაზეთში ელექტროენერგიის მიწოდება 2 დღით შეფერხდება

კომპანია ჩერნომორენერგოს ინფორმაციით, დეფიციტის გამო, ოკუპირებულ აფხაზეთში მომდევნო ორი დღის განმავლობაში ელექტროენერგიის მიწოდება შეფერხდება. “რესპუბლიკური უნიტარული საწარმო ჩერნომორენერგო გაცნობებთ, რომ ელექტროენერგიის დეფიციტის გამო, ორი დღის განმავლობაში, 2024 წლის 21 იანვრის 00:00 საათიდან 2024 წლის 23 იანვრის 00:00 საათამდე, აფხაზეთის მთელ ტერიტორიაზე ელექტროენერგიის მიწოდებაზე დროებითი შეზღუდვები ამოქმედდება”. – წერია კომპანიის განცხადებაში. აბონენტებს დენი დღეში 4 საათის […]
პატიმრობა შეეფარდა კაცს, რომელმაც 14 წლის ძმისშვილის გაუპატიურებაში ბრალდებული დაჭრა

სიღნაღის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ, გიორგი ბუხრაშვილმა, პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და წინასწარი პატიმრობა შეუფარდა კაცს, რომელმაც 14 წლის ძმისშვილის გაუპატიურებაში ბრალდებული ნათესავი დაჭრა. „ბრალდებული მოქმედებდა შურისძიების მოტივით და ჰქონდა დაზარალებულის მოკვლის განზრახვა“, – თქვა პროკურორმა მიხეილ კუპრაშვილმა, რომლის თქმითაც, არსებობს კონფლიქტის გაგრძელებისა და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე. დაკავებულის 20 000 ლარიანი გირაოს საფუძველზე გათავისუფლებას ითხოვდა მისი […]
10 საუკეთესო ევროპული ქალაქი საცხოვრებლად 2024 წელს

ევროკავშირის წლიურმა ანგარიშმა ევროპის ქვეყნებში ცხოვრების ხარისხის შესახებ აჩვენა, რომ ევროკავშირის მცხოვრებლების დაახლოებით 90% კმაყოფილია თავიანთ ქალაქში ცხოვრებით. ამავდროულად, ანალიტიკოსებმა აღნიშნეს, რომ ადამიანები პრიორიტეტს პატარა ქალაქებს ანიჭებენ. რომელი ქალაქები მოხვდა ათეულში და სად არ არის რეკომენდებული საცხოვრებლად გადასვლა 2024 წელს. საცხოვრებლად საუკეთესო ქალაქების რეიტინგი რეიტინგში საპატიო პირველი ადგილი შვეიცარიის ქალაქ ციურიხმა დაიკავა. ამრიგად, ადგილობრივი მაცხოვრებლების […]
ჩაკვეტაძე “ბრისტოლთანაც” თამაშს სასტარტოდან დაიწყებს

ინგლისის ჩემპიონშიფის 28-ე ტურში „უოტფორდი“ გასვლაზე „ბრისტოლს“ დაუპირისპირდება. სტუმართა გუნდის მწვრთნელმა ვალერიენ ისმაელმა ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე ისევ ძირითად შემადგენლობაში დააყენა. “უოტფორდმა” ჩემპიონატზე ბოლო მატჩები კარგად ჩაატარა, პრემიერლიგაში გადასასვლელი პლეი-ოფის ზონას მიუახლოვდა და დღეს სატურნირო მდგომარეობის გაუმჯობესება შეუძლია. მატჩი თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება.
ანდრეი ერმაკი – თავდაცვითი პოზიცია ომის გაყინვამდე მიგვიყვანს, რასაც ვერ დავთანხმდებით

თავდაცვითი პოზიცია ომის გაყინვამდე მიგვიყვანს, რასაც ვერ დავთანხმდებით, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ანდრეი ერმაკმა ფრანგულ გამოცემა Le Figaro-სთან ინტერვიუში განაცხადა. „შეუძლებელია თავდაცვითი ომის წარმოება. თავდაცვით პოზიციაზე გადასვლას ხშირად ომის გაყინვას იწვევს. ამას 2014 წლიდან ვხედავდით. არასდროს არ დავთანხმდებით პუტინთან გაყინულ კონფლიქტს. გამოსავალი იმაში კი არ მდებარეობს, რომ გავჩერდეთ, არამედ იმაში, რომ რეალისტები […]
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი 24 იანვარს უკრაინაში ჩავა

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო 24 იანვარს უკრაინაში ჩავა. ამის შესახებ ინფორმაციას სლოვაკური გამოცემა Denník N ფიცოს განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს. „ორშაბათს ნიტრაში ვარ, სამშაბათს გასვლითი შეხვედრა მაქვს მთავრობასთან, ოთხშაბათს უკრაინაში ვარ [უკრაინის პრემიერ-მინისტრ] შმიგალთან ერთად,” – განაცხადა ფიცომ მომავალი კვირის გეგმებზე საუბრისას. გამოცემის ცნობით, სლოვაკეთისა და უკრაინის პრემიერ-მინისტრების შეხვედრა უკრაინის ქალაქ უჟგოროდში გაიმართება, რომელიც სლოვაკეთთან საზღვართან […]
14 წლის მოზარდის გაუპატიურებისთვის ბრალდებული ბიძის დაჭრის ფაქტზე დაკავებულ მამაკაცს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა

კახეთში, 14 წლის მოზარდის გაუპატიურებისთვის ბრალდებული ბიძის დაჭრის ფაქტზე დაკავებულ მამაკაცს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება სიღნაღის რაიონულმა სასამართლომ მიიღო. პროცესზე დაცვის მხარე 20 000 ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვდა იმ არგუმენტით, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს, სიძის მოკვლა განზრახული არ ჰქონია. როგორც ადვოკატი აცხადებს, დანაშაულის ჩადენის შემდეგ, მისმა დაცვის ქვეშ მყოფმა დანაშაულის ჩადენის შესახებ სამართალდამცველებს თავად […]