კახეთში, 14 წლის მოზარდის გაუპატიურებისთვის ბრალდებული ბიძის დაჭრის ფაქტზე დაკავებულ მამაკაცს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა

კახეთში, 14 წლის მოზარდის გაუპატიურებისთვის ბრალდებული ბიძის დაჭრის ფაქტზე დაკავებულ 35 წლის მამაკაცს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება სიღნაღის რაიონულ სასამართლოში ცოტახნის წინ გამოცხადდა. დაკავებულის წინააღმდეგ გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით მიმდინარეობს. პროცესზე დაცვის მხარე 20 ათას ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვდა, იმ არგუმენტით, რომ მის დაცვის ქვეშ მყოფს არ ჰქონია სიძის მოკვლა განზრახული […]

რუსთაველზე 21-22 იანვარს ღამით, საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება | გადაადგილების მარშრუტი

თბილისის მერიის ინფორმაციით, საახალწლო განათებების დემონტაჟის გამო რუსთაველის გამზირზე, პირველი რესპუბლიკის მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე არსებულ მონაკვეთში 21 და 22 იანვარს, 00:00-დან 06:00 საათამდე ავტომობილების გადაადგილება შეიზღუდება. სატრანსპორტო საშუალებებისთვის გადაადგილება შესაძლებელი იქნება ლეონიძის, ინგოროყვას, ალექსანდრე ჭავჭავაძის, გრიბოედოვის, ბარათაშვილისა და თაბუკაშვილის ქუჩების მეშვეობით; მელიქიშვილის გამზირიდან მთაწმინდის დანარჩენი ქუჩების მიმართულებით მოძრაობა დასაშვები იქნება ჯანაშიას, თარხნიშვილის, ტატიშვილის, ჭოველიძის, ზანდუკელის […]

გორში მანქანა ამობრუნდა | დაშავდა 1 ადამიანი

გორში, წმინდაწყლის დასახლებაში მსუბუქი ავტომობილი ამობრუნდა. როგორც გამოცემა “მოზაიკა” წერს, შემთხვევის შედეგად დაშავდა ერთი ადამიანი. მეორე კი მაშველებმა მანქანიდან უვნებლად გადმოიყვანეს. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია.

შუქი დღეში 4 საათით | ოკუპირებულ აფხაზეთში ელექტროენერგიაზე დროებითი გრაფიკი დააწესეს

დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში ელექტროენერგიაზე გრაფიკი ამოქმედდა. ამის შესახებ კომპანია ჩერნომორენერგო იტყობინება. კომპანიის ცნობით, “ელექტროენერგიის დეფიციტის გამო, ორი დღის განმავლობაში, 2024 წლის 21 იანვრის 0.00 საათიდან 2024 წლის 23 იანვრის 0.00 საათამდე, აფხაზეთის მთელ ტერიტორიაზე მოქმედებს ელექტროენერგიის მიწოდებაზე დროებითი შეზღუდვები”. აბონენტებს შუქი დღეში 4 საათით ექნებათ და ჯერჯერობით უცნობია, გაგრძელდება თუ არა შეზღუდვები 23 იანვრის შემდეგ.

მოზარდის გაუპატიურებაში ბრალდებულის დაჭრისთვის დაკავებულს სიღნაღის სასამართლომ ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა

კაცს, რომელიც კახეთში დაჭრის ბრალდებით დააკავეს, აღკვეთის სახით ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. საუბარია იმ ძალადობრივ დანაშაულზე, რომელიც ერთ-ერთ სოფელში, 19 იანვარს მოხდა. არასრულწლოვანი გოგონა მამიდის ქმარმა გააუპატიურა, ფაქტის გახმაურების შემდეგ კი მოძალადე ბავშვის მეორე ბიძამ დაჭრა. გამოძიება მის წინააღმდეგ 19/108 -ე, განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით დამძიმდა, რადგან თავდაპირველად საქმე 117-ე , ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების […]

საახალწლო ილუმინაციების დემონტაჟის გამო რუსთაველზე მოძრაობა შეიზღუდება

21 და 22 იანვარს, 00:00-დან 06:00 საათამდე, საახალწლო ილუმინაციების სადემონტაჟო სამუშაოების გამო რუსთაველის გამზირზე, პირველი რესპუბლიკის მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე არსებულ მონაკვეთში ავტომობილების გადაადგილება შეიზღუდება. თბილისის მერიის განცხადებით, სატრანსპორტო საშუალებებისთვის გადაადგილება შესაძლებელი იქნება ლეონიძის, ინგოროყვას, ალექსანდრე ჭავჭავაძის, გრიბოედოვის, ბარათაშვილისა და თაბუკაშვილის ქუჩების მეშვეობით; მელიქიშვილის გამზირიდან მთაწმინდის დანარჩენი ქუჩების მიმართულებით მოძრაობა დასაშვები იქნება ჯანაშიას, თარხნიშვილის, ტატიშვილის, ჭოველიძის, […]

საახალწლო ილუმინაციების დემონტაჟის გამო რუსთაველზე მოძრაობა შეიზღუდება

21 და 22 იანვარს, 00:00-დან 06:00 საათამდე, საახალწლო ილუმინაციების სადემონტაჟო სამუშაოების გამო რუსთაველის გამზირზე, პირველი რესპუბლიკის მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე არსებულ მონაკვეთში ავტომობილების გადაადგილება შეიზღუდება. თბილისის მერიის განცხადებით, სატრანსპორტო საშუალებებისთვის გადაადგილება შესაძლებელი იქნება ლეონიძის, ინგოროყვას, ალექსანდრე ჭავჭავაძის, გრიბოედოვის, ბარათაშვილისა და თაბუკაშვილის ქუჩების მეშვეობით; მელიქიშვილის გამზირიდან მთაწმინდის დანარჩენი ქუჩების მიმართულებით მოძრაობა დასაშვები იქნება ჯანაშიას, თარხნიშვილის, ტატიშვილის, ჭოველიძის, […]

ფალსიფიცირებული საქონლის გამო ევროკავშირი წელიწადში 16 მლრდ ევროს კარგავს – კვლევა

ტანსაცმლის, კოსმეტიკისა და სათამაშოების ევროპული მწარმოებლები ფალსიფიცირებული საქონლის გამო ყოველწლიურად დაახლოებით 16 მილიარდ ევროს (17,5 მილიარდი დოლარი) კარგავენ. ამის შესახებ dpa წერს. ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების სააგენტოს (EUIPO) ახალი კვლევის თანახმად, ამის შედეგად დაახლოებით 200 000 სამუშაო ადგილი დაიკარგა. „ყალბი საქონელი რეალურ ზიანს აყენებს მომხმარებლებს, ბრენდებს და ჩვენს ეკონომიკას. ეს უახლესი კვლევა აჩვენებს ძალიან რეალურ ხარჯებს […]

ღაზას სექტორში დაღუპულთა რიცხვი 25 000-ს აღწევს

ღაზას სექტორში დაღუპულთა რიცხვი 24 927-ს აღწევს, – ამის შესახებ ინფორმაციას ღაზას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, დაშავებულთა რაოდენობა 62,388-ია. ხოლო ბოლო 24-საათის განმავლობაში ღაზაში 165 ადამიანი დაიღუპა და 280 დაშავდა.

როგორი ამინდი იქნება 21-23 იანვარს მთიან რეგიონებში – გარემოს სააგენტოს პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 21 იანვარს დღის მეორე ნახევრიდან 23 იანვრამდე საქართველოს მთიან რეგიონებში მოსალოდნელია დროგამოშვებით თოვლი, ზოგან ძლიერი, ქარბუქი, ნისლი, გზებზე ლიპყინული. ქარბუქის, ხილვადობის გაუარესების და ლიპყინულის გამო საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა.