“შავი ლომი” “კლერმონთან” უშანსოდ დამარცხდა [VIDEO]

ჩელენჯ თასის ჯგუფური ეტაპის დასკვნით ტურში “შავი ლომი” საკუთარ მოედანზე “კლერმონთან” 3:36 დამარცხდა. მიუხედავად მრავალრიცხოვანი გულშემატკივრების მხარდაჭერისა, ქართულმა ფრენჩაიზმა ფრანგულ გუნდს ჯეროვანი წინააღმდეგობა ვერ გაუწია, უფრო მაღალი კლასის მეტოქესთან მარცხი განიცადა, 1 მოგებითა და 3 წაგებით ჯგუფში მეხუთე ადგილი დაიკავა და გათამაშების შემდეგ ეტაპზე ვერ გავიდა. აღსანიშნავია, რომ ლევან მაისაშვილის ხელმძღვანელობით “შავმა ლომმა” ბოლო შეხვედრა […]

TripAdvisor-ი ტოპ-7 ტრენდულ ტურისტულ მიმართულებას ასახელებს

ტურისტულმა პლატფორმამ TripAdvisor-მა Travelers’ Choice Awards-ის მიხედვით 2024 წლის ყველაზე ტრენდული ტურისტული მიმართულებები დაასახელა. ამის შესახებ Tripadvisor.co.uk წერს. Travel’s Choice Awards გამარჯვებულები არიან მიმართულებები, რომელთა სასტუმროებმა, რესტორნებმა და ატრაქციონებმა ყველაზე მეტი მიმოხილვა მიიღო 12 თვის განმავლობაში. 1. ტოკიო ეს არის ადგილი, სადაც ერთმანეთს იაპონური ტრადიცია და პოპ-კულტურა ხვდება, სადაც შეგიძლიათ დაათვალიეროთ უძველესი ტაძრები და შემდეგ […]

ზელენსკი ტრამპს კიევში იწვევს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს კიევში იწვევს. ამის შესახებ მან Channel 4 News-თან განაცხადა. „გეპატიჟებით უკრაინაში, კიევში. თუ თქვენ შეძლებთ ომის შეჩერებას 24 საათში, ვფიქრობ, ეს საკმარისი იქნება, რათა ჩამოხვიდეთ. ძალიან მაინტერესებს რას წარმოადგენს ომის დასასრულებლად თქვენი ფორმულა. ტრამპის თქმით, ის დამოუკიდებლად მიიღებს გადაწყვეტილებას, მხარეების ჩართულობის გარეშე. ეს იმაზე მეტყველებს, რომ […]

ბათუმის აეროპორტში სახიფათო ვითარების შესახებ შეტყობინება შევიდა

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში გამნაღმველები მუშაობდნენ. როგორც საქართველოს პირველ არხს თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველ კომპანია „ტავ ჯორჯიაში“ განუცხადეს, აეროპორტში სახიფათო ვითარების შესახებ შეტყობინება შევიდა, რის შემდეგაც შესაბამისი პროცედურები განხორციელდა. ამასთან, აეროპორტში გამნაღმველები მუშაობდნენ. ამ დროისთვის მათ აეროპორტში მუშაობა დაასრულეს. აღნიშნული შემთხვევის გამო ორი საათით გადაიდო „თურქეთის ავიახაზების“ ბათუმი-სტამბოლის რეისი, რომელიც 17:40 საათზე უნდა შესრულებულიყო […]

20 იანვარს უკრაინაში მასშტაბური საჰაერო განგაში გამოცხადდა, მოგვიანებით ის გაუქმდა

20 იანვარს უკრაინაში მასშტაბური საჰაერო განგაში გამოცხადდა, იტყობინებიან ქვეყნის სამხედრო-საჰაერო ძალები. როგორც სამხედროებმა განაცხადეს, რუსეთის ქალაქ მოზდოკის აეროდრომიდან აფრინდა ავიაგამანადგურებელი MiG-31K. რამდენიმე საათის შემდეგ საჰაერო განგაში კვლავ გაუქმდა, ვინაიდან რუსეთის მხრიდან რაკეტების გაშვება არ დაფიქსირებულა. წუხელ რუსეთის ჯარებმა 7 მოიერიშე კამიკაძე დრონით, „Shahed-136/131“-ით შეუტიეს უკრაინას, ნათქვამია სამხედრო-საჰაერო ძალების მიერ გავრცელებულ ცნობაში. „20 იანვარს ღამით ოკუპანტებმა […]

ჰაიტიში ავტობუსიდან 6 მონაზონი გაიტაცეს

ჰაიტიში ავტობუსიდან წმინდა ანას დების კონგრეგაციის 6 მონაზონი გაიტაცეს. შემთხვევა გუშინ, 19 იანვარს მოხდა. ცნობილია, რომ მონაზვნებთან ერთად გაიტაცეს ავტობუსის სხვა მგზავრებიც, თუმცა მათი ვინაობა და რაოდენობა უცნობია. უცნობია ისიც, ვინ არის გატაცებაზე პასუხისმგებელი. მონაზვნები ჰაიტიში გახმაურებული გატაცებების ბოლო მსხვერპლები არიან. ნოემბრის ბოლოს დედაქალაქ პორტ-ო-პრენსში გაიტაცეს ცნობილი ჰაიტელი ექიმი დუგლას ფეიფი. გამოსასყიდის არაერთგზის გადახდის მიუხედავად, […]

ტოპ-5 მაღალ ანაზღაურებადი ვაკანსია და ხელფასი ევროკავშირში

ევროპის ქვეყნები პოპულარული მიმართულებებია საზღვარგარეთ სამუშაოს მსურველებისთვის. ამის მიზეზი შედარებით მაღალი ანაზღაურებაა. ამის შესახებ Schengenvisainfo წერს. პორტალის ინფორმაციით, ევროკავშირში ერთ-ერთი ყველაზე მაღალ ანაზღაურებადი ვაკანსია Data Scientist-ი – მონაცემთა მეცნიერია. აღნიშნულ პროფესიაზე ევროპაში დიდი მოთხოვნაა, რადგან ეს სპეციალისტები საჭირო არიან საფუძვლიანი გადაწყვეტილებების მისაღებად, ოპერაციების ოპტიმიზაციისა და სამომავლო ტენდენციების პროგნოზირებისთვის. მათი მუშაობა ეფუძნება სტატისტიკური, მათემატიკური და გამოთვლითი […]

“2023 წელი Extra-სთვის სიახლეების წელი იყო” – მარიშა გოგოლაური

საქართველოში რეგისტრირებული ონლაინ მაღაზიებისთვის, გასული წელი, შეიძლება ითქვას, საეტაპო იყო, რადგან წლიდან წლამდე იმატებს, როგორც პროდუქტების რაოდენობა, რომელთა შეძენა ონლაინ შეიძლება, ასევე იმ მომხმარებლების რაოდენობა, რომელთაც ურჩევნიათ, სხვადასხვა პროდუქტები გამოიწერონ. როგორც საქართველოს უდიდესი ელექტრონული კომერციის პლატფორმის, Extra-ს მარკეტინგის ხელმძღვანელი, მარიშა გოგოლაური TECH INFORM-ში ამბობს, 2023 წელი კომპანიისთვის სიახლეების წელი იყო, რამაც, თავის წილ, კომპანიის შემოსავლები […]

„გლოვობს ჩემი ჩოხატაური…“ – ორი წლის ბავშვი დაიღუპა

· 6 ჩოხატაურელი, 2 წლის ბავშვი დაიღუპა. სამწუხარო ინფორმაციას შოთო სიხარულიძე ავრცელებს. „გლოვობს ჩემი ჩოხატაური… გარდაიცვალა 2 წლის გაბრიელ კეკელიძე… გთხოვთ ლოცვებში მოიხსენიოთ ახლადშესვენებული გაბო. ღმერთმა მისცეს მის დედას გამძლეობა, ამ ტკივილს გაუძლოს… როგორ იტანჯე…. მშვიდად განისვენე, უკვე უფალთან ხარ… მისი სული ავიდა ანგელოზთა დასში. უფალმა დაუმკვიდროს სასუფეველი“, – წერს სიხარულიძე. არსებული ინფორმაციით, მცირეწლოვანი ერთი […]

არველაძის კაცნაკლულმა “ფატიჰმა” რთულ მატჩში ქულის მოპოვება შეძლო

თურქეთის სუპერლიგის 21-ე ტურში შოთა არველაძის „ფატიჰ კარაგუმრუკისა“ და „ისტანბულ ბაშაკშეჰირის“ მატჩი 1:1 დასრულდა. პირველი ტაიმის ბოლოს ბურთი საკუთარ კარში მასპინძელთა გუნდის იტალიელმა ნახევარმცველმა ფლავიო პაოლეტიმ ჩაჭრა, შესვენების შემდეგ შეცვლაზე შესულმა მისმა თანამემამულე მცველმა დავიდე ბირასკიმ ორწუთიან ინტერვალში ორი ყვითელი ბარათი მიიღო და გააძევეს. თუმცა, რიცხობრივ უმცირესობაში დარჩენილი არველაძის გუნდი არ დანებდა, მცველმა სალიჰ დურსუნმა […]