უკრაინული დრონების იერიშების ფონზე, ლენინგრადის ოლქში პორტოს ტერმინალში ხანძარი გაჩნდა

უკრაინული დრონების იერიშების პარალელურად ლენინგრადის ოლქში, სანქტ-პეტერბურგიდან რამდენიმე კილომეტრით დაშორებულ უსტ-ლუგის პორტის ტერიტორიაზე მდებარე ნავთობტერმინალში ხანძარი გაჩნდა. ცეცხლი გაჩნდა კომპანია Новатэк-ის ტერმნიალში. როგორც ლენინგრადის ოლქის გუბერნატორმა, ალექსანდრ დროზდენკომ აღნიშნა, ჩატარდა ევაკუაცია და არავინ დაშავებულა. სოციალურ ქსელებში გავრცელდა ჩანაწერები, რომლებშიც ცეცხლის ალში გახვეული ობიექტი ჩანს. ასევე, მოქალაქეების გავრცელებული ცნობებით, ხანძრის გაჩენამდე გაისმა ორი აფეთქების ხმა და […]

Rolls-Royce-ს 2023 წელს ავტომობილების რეკორდული გაყიდვები ჰქონდა – Euronews

ძვირად ღირებული მანქანების მწარმოებელმა Rolls-Royce-მა განაცხადა, რომ 2023 წელი რეკორდული გაყიდვების წელი იყო და დაფიქსირდა მზარდი მოთხოვნა ელექტრო Spectre მოდელზე. ამის შესახებ Euronews-ი იუწყება. BMW-ს მფლობელობაში მყოფმა Rolls-Royce-მა 2023 წელს მომხმარებელს 6032 მანქანა მიაწოდა, რაც 2022 წლის კომპანიის რეკორდს (6021 გაყიდული ავტომობილი) აღემატება. გაყიდვების დიდმა მოცულობამ განაპირობა მოთხოვნა Cullinan-ის, Ghost-ის და Phantom-ის მოდელებზე, ისევე როგორც […]

სლოვაკეთი კულტურის სფეროში თანამშრომლობას განაახლებს რუსეთთან და ბელორუსთან

სლოვაკეთის კულტურის სამინისტრო აპირებს განაახლებს რუსეთთან და ბელორუსთან თანამშრომლობა, რომელიც შეჩერებულია 2022 წლის მარტიდან, უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ. ეს გადაწყვეტილება მიიღო უწყების ხელმძღვანელმა მარტინა შიმკოვიჩოვამ. როგორც სლოვაკური გამოცემა Pravda აღნიშნავს, შიმკოვიჩოვა კოალიციურ მთავრობაში წარმოადგენს პრორუსულ, სლოვაკეთის ნაციონალურ პარტიას. „მსოფლიოში ათობით სამხედრო კონფლიქტია და, ჩვენი აზრით, ამის გამო ხელოვანები და კულტურა არ უნდა დაზარალდნენ“, – […]

შერმადინი ისევ MVP გახდა, მისმა “ტენერიფემ” კი კომპოსტელაში იმარჯვა

გიორგი შერმადინის “ლენოვო ტენერიფემ” სტუმრად “ობრადორიო” დაამარცხა, მატჩის საუკეთესო მოთამაშე კი ქართველი ცენტრი გახდა. ეს მოხდა ესპანეთის ჩემპიონატის მე-19 ტურის მატჩში, რომელიც კანარელებმა სტუმრად, კომპოსტლაში 97:86 მოიგეს. შერმადინს ყველაზე მეტი ქულა არ ჩაუგდია, 19 ქულით ბომბარდირი ბრუნო ფიტიპალდო გახდა, თუმცა საუკეთესო მოთამაშეს გამაერთიანებელი სტატისტიკით ითვლიან, სადაც თითოეული სტატისტიკური მაჩვენებელი ითვლება და ერთიან კოეფიციენტში გამოისახება. სწორედ […]

“კავკასია” ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალის გამარჯვებულია

ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალს ახალი გამარჯვებული ჰყავს. ქართველი ოლიმპიური ჩემპიონების რიგით მე-19 გათამაშება კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის გუნდმა მოიგო, რომლისთვისაც ეს გახლდათ პირველი ტიტული არსებობის 6-წლიან ისტორიაში. “კავკასია” 2018 წელს შეიქმნა და 4 სეზონი “ა” ლიგაში გაატარა, საიდანაც სუპერლიგაში 2022 წელს აღზევდა. სადებიუტო სეზონში “კავკასიამ” სუპერლიგის ბრინჯაოს მედალი მოიგო, მიმდინარე სეზონში კი მძიმე სტარტის […]

ერაყში აშშ-ის სამხედრო ბაზას რაკეტები ესროლეს

შაბათს ერაყში ცეცხლი გაუხსნეს აშშ-ის სამხედრო ბაზა აინ-ალ-ასადს. სააგენტოების თანახმად, რომლებიც აშშ-ის სამხედრო უწყებასა და ერაყის ხელისუფლების წარმომადგენლებს ეყრდნობიან, ბაზის ტერიტორიას მინიმუმ 15 რაკეტა ესროლეს. სულ ცოტა ორი მათგანი, როგორც იტყობინებიან, ბაზის ტერიტორიაზე აფეთქდა, დანარჩენები ჩამოაგდეს. სერიოზულად დაშავდა ერაყის უშიშროების ძალების თანამშრომელი. Reuters-ის ცნობით, რამდენიმე ამერიკელი სამხედრო მსუბუქად დაიჭრა. ამერიკელი სამხედროები ფიქრობენ, რომ რაკეტები ერაყის […]

დავითაშვილი დაბრუნდა და ლიგა 1-ის მეორეადგილოსანთან საგოლე პასი გააკეთა [VIDEO]

საფრანგეთის თასის 1/16-ფინალში „ბორდო“ საკუთარ მოედანზე ლიგა 1-ის მეორეადგილოსან „ნიცასთან“ 2:3 დამარცხდა და გათამაშებას გამოეთიშა. მასპინძელთა გუნდის ნახევარმცველი ზურიკო დავითაშვილი, რომელმაც ტრავმა მოირჩინა, 61-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე, როდესაც ანგარიში 1:3 იყო და მისი პასით ვაისბეკმა სხვაობა შეამცირა. შემდეგ შეხვედრას ჟირონდული გუნდი ჩემპიონტზე 23 იანვარს სახლში „ვალანსიენთან“ ჩაატარებს. ბორდო – ნიცა 2:3 გოლები: 0:1 გესანი (35), […]

დივერსიისგან დასაცავადაა – რუსი დიპლომატი ზაპოროჟიეს ატომური სადგურის დანაღმვაზე

ვენაში, საერთაშორისო ორგანიზაციებში რუსეთის ფედერაციის მუდმივი წარმომადგენელი, მიხაილ ულიანოვი ირწმუნება, რომ ნაღმები, რომლებიც ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ (IAEA) ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე შენიშნა, ობიექტის დასაცავად სჭირდებათ. “არაფერი განსაკუთრებული განთავსებულ ნაღმებში არაა. ეს არის სადგურის თავდასხმებისგან და დივერსიებისგან დაცვის ნორმალური საშუალება. ნაღმები განთავსებულია სადგურის შიდა და გარე ღობეებს შორის. ეს დახურული, ბუფერული ზონაა. სადგურის თანამშრომლები აქ არ […]

მამარდაშვილი ბარბაროსი, უცხოპლანეტელი და მგელია – როგორ შეაფასეს გიორგის თამაში

ლა ლიგის 21-ე ტურში „ბილბაოსთან“ საკუთარ მოედანზე მოგებულ მატჩში (1:0) ჩინებულად გაისარჯა „ვალენსიას“ მეკარე გიორგი მამარდაშვილი. მამარდაშვილი მთელი შეხვედრის განმავლობაში დამაჯერებელი იყო, ბოლოს კი უნაი გომესის დარტყმული ბურთი საოცარ ნახტომში მოიგერია და გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, თავის გუნდს გამარჯვება მოუპოვა. Sofascore-მა გიორგის თამაში 8.0 ქულით შეაფასა, ხოლო Whoscored-მა 7.9-ით და შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს. შედარებით დაბალი […]

რა არის და როგორ მუშაობს მიმართული ენერგიის იარაღი?

19 იანვარს გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ლაზერული იარაღის გამოცდისას საჰაერო სამიზნის წინააღმდეგ წარმატებულად პირველად გაისროლეს. მათივე ინფორმაციით, ლაზერული იარაღი სახელად DragonFire (დრაკონის ცეცხლი) საკმარისად ზუსტია 1-კილომეტრიანი მანძილიდან 1-ფუნტიანი მონეტის მიზანში ამოსაღებად. უწყების თქმითვე, შოტლანდიაში, ჰებრიდის კუნძულებზე ჩატარებული ტესტი ტექნოლოგიის საბრძოლო გამოყენებისკენ გადადგმული “დიდი ნაბიჯია”. ლაზერული იარაღი ერთ-ერთია მიმართული ენერგიის იარაღის (DEW) ტიპებიდან, […]