აღმაშენებელზე, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი რუსებმა იქირავეს და ჩასასვლელი ჩააბეტონეს | “ჩემი ქალაქი მკლავს”

თბილისში, აღმაშენებლის 36-ში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, რუსებმა იქირავეს და ჩასასვლელი ჩააბეტონეს – ინფორმაციას და ფოტომასალას “ჩემი ქალაქი მკლავს” ავრცელებს. საუბარია შენობაზე, რომელიც 1903 წელს აშენდა და სადაც გიორგი პლეხანოვი ცხოვრობდა. ჯერჯერობით უცნობია, სამუშაოები შესაბამისი ნებართვით განხორციელდა თუ არა.

მთაწმინდისა და ისნის რაიონების ნაწილს წყალი არ მიეწოდება | აღდგენის დრო

მთაწმინდის რაიონი, ნინო ჟვანიას ქ.N10-ში მოქალაქის კუთვნილ წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით 20/01 18:00-დან 21/01 23:00-მდე წყალმომარაგება შეუწყდება: ნინო ჟვანიას ქ.N10 -ს. ისნის რაიონი, ჟონეთის ქ.N3-თან წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით 20/01 22:30-დან 21/01 09:00-მდე წყალმომარაგება შეუწყდება: კიკდეთის 1-19(კენტი), 2-18(ლუწი), ჟონეთის 1-19(კენტი_ 2-18(ლუწი), ბეღლეთის ქ 1-19(კენტი), 2-18(ლუწი), ოძისის ქ შილდის, ფშავის, […]

მამარდაშვილის “ვალენსია” აღარ ხუმრობს – ზედიზედ მეოთხე გამარჯვება მოიპოვა და ევროზონას მიუახლოვდა [VIDEO]

ლა ლიგის 21-ე ტურში „ვალენსიამ“ სახლში მესამეადგილოსან „ბილბაოს“ 1:0 სძლია. პირველ ტაიმში თანაბარი თამაში იყო, ორჯერ ნ.ვილიამსს მიეცა შანსი, მაგრამ ბურთი კარგად ვერ დაარტყა და მამარდაშვილი დაეუფლა. მეორე ტაიმში სტუმრები უფრო გააქტიურდნენ, სანსეტმა ხელსაყრელი პოზიციიდან ვერ უწია მიზანს. შემდეგ დურომ სამი მეტრიდან ააცილა ბურთი კარს, ცოტა ხანში კი მანვე თავურით დალაშქრა უნაი სიმონის კარი. აქედან […]

რა შემოსავალი აქვს კინოთეატრების ჰოლდინგ “კავეას”, რომელიც კონკურენციის სააგენტომ ₾1.1 მლნ-ით დააჯარიმა

საქართველოში კინოთეატრების უმსხვილეს ჰოლდინგს კომპანია “კავეა” ფლობს. ჰოლდინგი თბილისის მასშტაბით ოთხი კინოთეატრით არის წარმოდგენილი. კინოთეატრთან ერთად კავეა ელექტრონული ბილეთებით ონლაინ ვაჭრობით და ონლაინ კინო პორტალის ოპერირებით არის დაკავებული. ამ დროისთვის კავეას ოთხ კინოთეატრს გამოქვეყნებული აქვს 2022 წლის ფინანსური ანგარიში. დოკუმენტის თანახმად, კინოთეატრების მთლიანმა შემოსავალმა წლის განმავლობაში 22.6 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 2021 წელთან შედარებით 11.6 […]

იტალიაში, ქურდობის მცდელობისთვის საქართველოსა და ლიეტუვის მოქალაქეები დააკავეს

რომში, ქურდობის მცდელობისთვის საქართველოს 3 და ლიეტუვის ერთი მოქალაქე დააკავეს – იტალიური მედიის ცნობით, ისინი საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზე მდებარე ბინაში შესვლას ცდილობდნენ, თუმცა მეპატრონე სახლში დახვდათ. როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, მათ გაქცევა სცადეს, თუმცა სამართალდამცავებმა ადგილზევე დააკავეს. დაკავების დროს კი პოლიციას წინააღმდეგობა გაუწიეს. დაკავებულების ჩხრეკისას ქურდობისთვის საჭირო ხელსაწყოები ამოიღეს. საქმეზე გამოძიება გრძელდება.

თუ ჩვენ განზე გადავდგებით, როგორ ფიქრობთ, რა მოუვა ბალკანეთის ქვეყნებს? რა მოხდება პოლონეთიდან უნგრეთამდე მის პრემიერ ორბანთან ერთად? | ბაიდენი

აშშ-ის პრეზიდენტი აცხადებს, რომ თუ შეერთებული შტატები უარს იტყვის უკრაინის დახმარებაზე და რუსეთი მოახერხებს მიზნების მიღწევას, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების უსაფრთხოება პირდაპირ საფრთხის ქვეშ დადგება. ამერიკის ქალაქების მერებთან სიტყვით გამოსვლისას ბაიდენმა თქვა, რომ შტატებმა მხარი უნდა დაუჭიროს უკრაინელებს. “თუ ჩვენ განზე გადავდგებით და რუსეთი შეძლებს შეტევის გაგრძელებას და უკრაინის დაპყრობას, როგორ ფიქრობთ, რა მოუვა ბალკანეთის ქვეყნებს? […]

2023 წლის ყველაზე გაყიდვადი ვიდეო თამაშების რეიტინგი

2023 წელი ვიდეო თამაშების ინდუსტრიისათვის განსაკუთრებულად წარმატებული აღმოჩნდა და საკმაოდ გახმაურებული პროდუქტებიც მოიტანა, როგორებიცაა: Starfield, The Legend of Zelda: Tears of the Kingdom, Spider-Man 2, Diablo IV, Super Mario Bros. Wonder, Call of Duty: Modern Warfare III და სხვა. მაგრამ თუ დიდი სტუდიებისათვის 2023 შესანიშნავად დასრულდა, მცირე და საშუალო დეველოპერებისთვის გასული წელი, ისევე როგორც სხვა […]

ხანძარი ბათუმში | დედა-შვილი დამწვრობით კლინიკაში გადაიყვანეს

AJARATIMES.GE-ის ინფორმაციით, ბათუმში, ხანძრის შედეგად დედა-შვილი დაშავდა. შემთხვევა სვიშევსკის ქუჩაზე მოხდა. დაიწვა საცხოვრებელი სახლი. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში აცხადებენ, რომ დედა-შვილი სხეულზე მიყენებული დამწვრობით, სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

ბათუმში დედა-შვილი ხანძრის შედეგად დაშავდა – დამწვარია საცხოვრებელი სახლი

ბათუმში დედა-შვილი ხანძრის შედეგად დაშავდა. დამწვარია საცხოვრებელი სახლი. როგორც ტაბულას საგანგებო სიტუაციების მარვის სამსახურში ეუბნებიან, შემთხვევა დილით მოხდა. უწყების ცნობით, დედა-შვილი სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი.

ჩაკვეტაძის კარგი მატჩი და მაღალი შეფასება – “უოტფორდმა” გასვლაზე “ბრისტოლთან” ქულები გაიყო [VIDEO]

ინგლისის ჩემპიონშიფის 28-ე ტურში „უოტფორდი“ გასვლაზე „ბრისტოლს“ დაუზავდა – 1:1. სტუმართა გუნდის მწვრთნელმა ვალერიენ ისმაელმა ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე ისევ ძირითად შემადგენლობაში დააყენა და 89-ე წუთზე შეცვალა. ქართველი კარგად გაისარჯა, რამდენიმეჯერ გაამწვავა თამაში, ფიზიკურ ორთაბრძოლებში შესვლასაც არ ერიდებოდა და ანალიტიკური საიტებისგან დადებითი შეფასება დაიმსახურა: flashscore 7.0, sofascore 7.0, whoscored 6.8. შეგახსენებთ, პირველ წრეში „უოტფორდი“ „ბრისტოლთან“ სახლში […]