არასრულწლოვანი გოგონას გაუპატიურებაში ბრალდებული ბიძა ამ დრომდე მართვით სუნთქვაზეა – ექიმის თქმით, მისი მდგომარეობა არასტაბილურია

არასრულწლოვანი გოგონას გაუპატიურებაში ბრალდებული ბიძა ამ დრომდე მართვით სუნთქვაზეა – 45 წლის მამაკაცს გულ-მკერდის მძიმე დაზიანება აქვს მიყენებული და ის რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება. შემთხვევა კახეთში ერთ-ერთ ფერმაში მოხდა. მამიდის ქმარმა, 14 წლის გოგო გააუპატიურა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. რამდენიმესაათიანი ძებნის შემდეგ, მის კვალს მიაგნეს. შურისძიების მიზნით, ბრალდებულს სხეულზე ცივი იარაღით მრავლობითი დაზიანებები მიაყენეს. დაჭრის ფაქტზე […]
როდესაც ადამიანები გარკვეულ ზღვარს ლახავენ და დასაშვებ ფარგლებს სცდებიან, შეიძლება, ამან საზოგადოებაში გარკვეული დაპირისპირებები წარმოშვას – მიხეილ სარჯველაძე

მორიგი შეტევა ეკლესიასა და საქართველოს კათოლიკოს პატრიარქზე. ამჯერად, მართლმადიდებლურ ეკლესიას რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, დავით ბერძენიშვილი დაუპირისპირდა. ბერძენიშვილი საპატრიარქოსა და თავად პატრიარქს სტალინისტებად მოიხსენიებს. ეკლესიასთან დაკავშირებით გაკეთებულ სხვა განცხადებებზე ისაუბრა პარლამენტის თავმჯდომარემაც. შალვა პაპუაშვილმა ცალკეული პოლიტიკოსები, მედიის ნაწილი და “ტოლერანტობის ცენტრის” ხელმძღვანელი სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებში დაადანაშაულა. შალვა პაპუაშვილის თქმით, ბექა მინდიაშვილი ეკლესიის მიმართ მტრული […]
აღმაშენებელზე მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს, რომლის შესასვლელიც რუსებმა ჩააბეტონეს, პირვანდელი სახე დაუბრუნდა

თბილისში, აღმაშენებლის 36-ში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს, რომლის ჩასასვლელიც რუსებმა ჩააბეტონეს, პირვანდელი სახე დაუბრუნდა. ადგილზე მერიის სამსახური იმყოფებოდა. თუმცა, დაეკისრათ თუ არა რუსეთის მოქალაქეებს ჯარიმა, უცნობია. შეგახსენებთ, რომ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის იერსახის შეცვლის შესახებ ინფორმაცია და ფოტომასალა გუშინ, სოციალურ ქსელში გავრცელდა. საუბარია შენობაზე, რომელიც 1903 წელს აშენდა და იქ გიორგი პლეხანოვი ცხოვრობდა. როგორც აღმოჩნდა, რუსებს […]
როგორ შეიცვალა ქართული კომპანიების აქციების ფასი ლონდონის ბირჟაზე

ლონდონის საფონდო ბირჟაზე საქართველო სულ სამი კომპანიის – “თიბისი ბანკის”, “საქართველოს კაპიტალის” და “საქართველოს ბანკის” მეშვეობით არის წარმოდგენილი. გასული კვირის განმავლობაში მათი აქციების ფასის ცვლილება ასეთი იყო: “საქართველოს ბანკის” (BGEO) აქციების ფასი 1.87%-ით შემცირდა და ამჟამად ერთი აქციის ღირებულება 37.83 გირვანქა სტერლინგს შეადგენს. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 1.76 მილიარდ სტერლინგს აღწევს. ბოლო ექვს თვეში “საქართველოს […]
როგორ გამოიყურება შორენა ბეგაშვილის ახალი სახლი – შორენა შიდა ინტერიერის კადრებს გვიზიარებს

· 1 როგორც ჩანს, შორენა ბეგაშვილი ხანგრძლივი მოგზაურობიდან დაბრუნდა და ამჯერად, სახლიდან ფოტოებს გვიზიარებს. მანამ, სანამ შიდა ინტერიერს დაგვათვალიერებინებდა, მან მდიდრული ვერანდის ფოტო გაგვიზიარა.
ისრაელში მთავრობის გადადგომის მოთხოვნით აქცია გაიმართა

შაბათს თელ-ავივის ქუჩებში პრემიერმინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს მთავრობის წინააღმდეგ ასობით ადამიანი შეიკრიბა. პროტესტის მონაწილეები მიიჩნევენ, რომ ნეთანიაჰუ ქვეყნის უსაფრთხოების გამოწვევებს არასწორად უმკლავდება, ისინი უკმაყოფილებას გამოთქვამენ ახალი არჩევნების დანიშვნაზეც. “მთავრობამ 7 ოქტომბერს მიგვატოვა და ამას აგრძელებს ყოველ დღე – მიატოვა ჩრდილოეთ და სამხრეთ საზღვრებიდან ევაკუირებული მოსახლეობა, მსხვერპლების ოჯახები, ნათესავები და მძევლები. ძალა ჩვენს ხელშია, რათა შევცვალოთ და […]
თინა ხიდაშელი ცდილობს, ანტიჩინური განწყობები გააღვივოს – მას, როგორც თავდაცვის ყოფილ მინისტრს, წვდომა ჰქონდა საიდუმლო ინფორმაციაზე, ეს უსაფრთხოებისთვის ცალკე პრობლემაა – შალვა პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარის კრიტიკის ობიექტი თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინა ხიდაშელი გახდა. შალვა პაპუაშვილმა ხიდაშელი ანტიჩინური განწყობების გაღვივებასა და სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტების ჩაშლის მცდელობაში დაადანაშაულა. აღნიშნა, რომ ის, ოპოზიციის ცალკეული წარმომადგენლების მსგავსად, ეროვნულ ინტერესებსაა აცდენილი. პირველი კანონმდებლის თქმით, ხიდაშელის ორგანიზაცია “სამოქალაქო იდეა “ტაივანის მხრიდან ფინანსდება და ის ანტიჩინური განწყობების გაღვივებას ცდილობს.” “რაღაც ანტიჩინური განწყობების შექმნის მცდელობაა. განსაკუთრებით […]
ყველამ კარგად ნახა თინა ხიდაშელის პასუხი, როდესაც ის საუბრობდა იმ ჩინურ კომპანიებზე, რომლებიც შავ სიაში არიან – თეონა აქუბარდია

თავდაცვის ყოფილი მინისტრის, თინა ხიდაშელისადმი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ბრალდებებს ოპოზიციაში ეხმაურებიან. როგორც ოპოზიციონერი დეპუტატები აცხადებენ, სამოქალაქო სექტორის განცხადებები გამჭვირვალეა. “თინა ხიდაშელს ჰქონდა განცხადება ამასთან დაკავშირებით და დაფინანსება სამოქალაქო სექტორის რომ გამჭვირვალეა, სწორედ ამიტომ არის ცნობილი ეს ბატონი შალვა პაპუაშვილისთვის. ყველამ ძალიან კარგად ნახა თინა ხიდაშელის პასუხი, როდესაც ის საუბრობდა იმ ჩინურ კომპანიებზე, რომლებიც არიან შავ […]
სტალინისტებით არის გაძეძგილი საქართველოს საპატრიარქო, პატრიარქის თამადობით – დავით ბერძენიშვილი

მორიგი შეტევა ეკლესიასა და საქართველოს კათოლიკოს პატრიარქზე – ამჯერად, მართლმადიდებლურ ეკლესიას რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი დავით ბერძენიშვილი დაუპირისპირდა. ბერძენიშვილი საპატრიარქოსა და თავად პატრიარქს სტალინისტებად მოიხსენიებს. “მარტო მატრონასა და რუსულ პოსტსაბჭოთა პროპაგანდისტულ ნარატივს კი არ იცავენ, ისინი სტალინს იცავენ და სტალინისტები არიან. სტალინისტებით არის გაძეძგილი საქართველოს საპატრიარქო პატრიარქის თამადობით. სიახლე ხომ არ არის?!“ – აცხადებს რესპუბლიკური […]
იტალიაში საქართველოს მოქალაქეები დააკავეს

იტალიის დედაქალაქ რომში ქურდობის მცდელობის ბრალდებით, საქართველოს სამი და ლიეტუვის ერთი მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, სამართალდამცავებმა ეჭვმიტანილები მაშინ დააკავეს, როდესაც ისინი საცხოვრებელ ბინაში შეღწევას ცდილობდნენ. დაკავებისას, ერთ-ერთმა მათგანმა წინააღმდეგობის გაწევა სცადა. იტალიური მედიის ინფორმაციით, დაკავებულები 33-დან 52 წლამდე ასაკის, წარსულში ნასამართლევი პირები არიან.