საქართველოში ფოტოგამოფენა – „კიევი ომში“ ხვალ გაიმართება

საქართველოში ფოტოგამოფენა – „კიევი ომში“ გაიმართება. ორგანიზატორების ინფორმაციით, 22 და 23 იანვარს მაყურებელს საშუალება ექნება დაათვალიეროს გამოფენა „სამხედრო კიევი“ საქართველოს ეროვნულ საპარლამენტო ბიბლიოთეკაში. 25 იანვარს გამოფენას უმასპინძლებს ასოციაცია „ქართლის ხმა“ გორის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში. ხოლო, 27 იანვარს გამოფენა გადაინაცვლებს ყვარელში, სადაც მისი მასპინძელი იქნება ყვარლის ევრო კლუბი (Euro Club Kvareli). “უკრაინელები ჟურნალისტების კურატორობით, საქართველოში ფოტოგამოფენა […]

კირილ ბუდანოვი რუსეთის ტერიტორიაზე თავდასხმებზე – რასაც ვაკეთებდით, მომავალშიც გავაგრძელებთ – რუსეთის ძლევამოსილების შესახებ ლეგენდა საპნის ბუშტია

უკრაინა არ გეგმავს შეაჩეროს თავდასხმები რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში, მიუხედავად იმ შეშფოთებისა, რასაც უკრაინის დასავლელი მხარდამჭერები რუსეთის შესაძლო პასუხთან დაკავშირებით გამოხატავენ, – ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელმა, გენერალ-ლეიტენანტმა კირილ ბუდანოვმა Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა. გამოცემა წერს, რომ უკრაინული დრონებით თავდასხმების თამამი ტაქტიკა იწვევს უკრაინის ზოგიერთი პარტნიორის შიშს იმასთან დაკავშირებით, რომ ამას, შესაძლოა […]

ბორელი: ჰამასს ისრაელი აფინანსებდა

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა, ესპანეთში ვალიადოლიდის უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ ჰამასს ისრაელი აფინანსებდა. “დიახ, ჰამასი ისრაელის მთავრობამ დააფინანსა, რათა პალესტინის ხელისუფლება დაესუსტებინათ, რომელსაც ფატაჰი ხელმძღვანელობს”. – თქვა ბორელმა. ევროკავშირის წარმომადგენელმა ასევე დაამატა, რომ რეგიონში მშვიდობის მისაღწევად “ორი სახელმწიფოს პრინციპი” უნდა მოქმედებდეს. “ჩვენ გვჯერა, რომ მხოლოდ გარედან დაწესებული […]

ბალტიისპირეთის ქვეყნები რუსეთის საზღვარზე თავდაცვითი ხაზის აშენებას გეგმავენ

ბალტიისპირეთის ქვეყნები რუსეთის საზღვრის გასწვრივ თავდაცვითი ხაზის აშენებას გეგმავენ. ლირვამ, ლატვიამ და ესტონეთმა შესაბამისი ერთობლივი ხელშეკრულება დადო, რომელიც უახლოეს წლებში რუსეთის საზღვართან სხვადასხვა ტიპის თავდაცვითი ნაგებობების აშენებას გულისხმობს. “უკრაინაში რუსეთის ომმა გვიჩვენა, რომ ტექნიკის, ტყვია-წამლისა და ცოცხალი ძალის გარდა ესტონეთს საზღვარზე თავდაცვითი ნაგებობებიც სჭირდება”. – ამბობს ესტონეთის თავდაცვის მინისტრი ხანო პევკური. პევკურის თქმით, სამხედრო თავდაცვითი […]

კატეგორიულად ვერ დავეთანხმები, რომ ჩინეთთან ურთიერთობა არ წარმოადგენს ინტერესის საგანს საქართველოსთვის, ამ ქვეყანასთან ურთიერთობა სწორედ რომ უკიდურესად მნიშვნელოვანია – მიხეილ სარჯველაძე

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე აცხადებს, რომ ჩინეთთან ურთიერთობა საქართველოსთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია. სარჯველაძე პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებებს გამოეხმაურა, რომელმაც განაცხადა, რომ თინა ხიდაშელის ორგანიზაცია “სამოქალაქო იდეა” “ტაივანის მხრიდან ფინანსდება და ის ანტიჩინური განწყობების გაღვივებას ცდილობს.” “მას ასეთი მოსაზრება აქვს, შეიძლება აქვს რაიმე ღირებულება, რომლის ერთგულების გამოც, მიაჩნია, რომ გაცილებით მნიშვნელოვანი […]

ისრაელის ავიადარტყმის შედეგად, დამასკოში ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის წევრები დაიღუპნენ

ისრაელის მიერ დამასკოში განხორციელებული სარაკეტო იერიშის შედეგად, ირანის ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსის ხუთი ოფიცერი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას ირანის ოფიციალური წყაროები ადასტურებენ. ამასთან, რევოლუციის გუშაგთა კორპუსი შურისძიებით იმუქრება და აცხადებს, რომ ფაქტს უპასუხოდ არ დატოვებს. სირიის დედაქალაქში სარაკეტო დარტყმა გუშინ განხორციელდა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ მსხვერპლია მშვიდობიან მოსახლეობაშიც.

“ალბათ, აქედან წასვლაზე დავფიქრდები” – ესპანელს საუდის არაბეთში არ მოსწონს

ესპანეთის ნაკრების მცველმა ემერიკ ლაპორტმა, რომელიც გასულ ზაფხულში საუდის არაბეთში გადავიდა და “ალ ნასრს” შეუერთდა, კლუბებში არსებული ვითარებით უკმაყოფილოა. “ევროპასთან შედარებით, საუდის არაბეთში თამაშუ და ცხოვრება სრულად განსხვავებულია. ადაპტაციაში კლუბები არ გვეხმარებიან და ბევრი ფეხბურთელია უკმაყოფილო. აქაურები საქმეს უფრო პროფესიონალურად უნდა მიუდგნენ. საუდელები ყველაფერს ზერელედ უყურებენ, ულტიმატუმები მათთვის არაფერს ნიშნავს, მოგელაპარაკებიან, შეგითანხმდებიან და მოგატყუებენ. ყველაფრისთვის […]

“80 კილოგრამიანი მორი დამეცა ტერფზე” | ლუკაშენკო ამბობს, რომ შეშის ჩეხისას დაშავდა

ბელარუსული მედიის ცნობით, პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო შეშის ჩეხის დროს დაშავდა. როგორც ერთ-ერთი გამოცემა წერს, 20 იანვარს ლუკაშენკო მანქანათმშენებელ ქარხანა Belgee-ს ესტუმრა, სადაც თქვა, რომ “80 კილოგრამიანი მორი ტერფზე დაეცა.” “შეშას ვჩეხავდი და 80 კილოგრამიანი მორი დამეცა ტერფზე….ვიარე, ვიარე – თითქოს არაფერი…” – ამბობს ლუკაშენკო. მიღებული დაზიანების გამო, ლუკაშენკომ მოგილევის ოლქში დაგეგმილ ჰოკეის ამხანაგურ მატჩში მონაწილეობა […]

ბათუმში, ბესიკის ქუჩაზე, ხანძარი იყო | დაშავდა ერთი პირი

ბათუმში, ბესიკის ქუჩაზე, ხანძარი იყო. ინფორმაციას ადგილობრივი მედია “აჭარა თაიმსი” ავრცელებს და წერს, რომ შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა. ის კლინიკაში გადაიყვანეს. დაიწვა ერთსართულიანი საცხოვრებელი სახლი. ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება. ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახური იყო მობილიზებული.

არასრულწლოვანი გოგონას გაუპატიურებაში ბრალდებული ბიძა ამ დრომდე მართვით სუნთქვაზეა

არასრულწლოვანი გოგონას გაუპატიურებაში ბრალდებული ბიძა ამ დრომდე მართვით სუნთქვაზეა – 45 წლის მამაკაცს გულ-მკერდის მძიმე დაზიანება აქვს მიყენებული და ის რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება. შემთხვევა კახეთში ერთ-ერთ ფერმაში მოხდა. მამიდის ქმარმა, 14 წლის გოგო გააუპატიურა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. რამდენიმესაათიანი ძებნის შემდეგ, მის კვალს მიაგნეს. შურისძიების მიზნით, ბრალდებულს სხეულზე ცივი იარაღით მრავლობითი დაზიანებები მიაყენეს. დაჭრის ფაქტზე […]