ქედის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში კაცი დაჭრეს

“აჭარა თაიმსის” ინფორმაციით, ქედის მუნიციპალიტეტში, სოფელ კოკოტაურში კაცი დაჭრეს. როგორც რეგიონული გამოცემა წერს, შემთხვევას წინ დაპირისპირება უძღოდა. დაჭრილი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა, სადაც მას შესაბამისი დახმარება გაუწიეს. “პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, სხვა ვერაფერს გეტყვით,” – ამბობს ქედის კლინიკის დირექტორი “აჭარა თაიმსთან.” რა გახდა კონფლიქტის მიზეზი ან დაიწყო თუ არა გამოძიება, ამ დროისთვის უცნობია. […]
პუტინი ფხენიანში ვიზიტს გეგმავს – ჩრდილოეთ კორეის მედია
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, მოსკოვში, ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის დროს, გამოთქვა მზადყოფნა, ახლო მომავალში ეწვიოს ფხენიანს, – წერს სააგენტო Reuters-ი ჩრდილოეთ კორეის მედიაზე დაყრდნობით. ორ ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში, ეს რუსეთის ლიდერის პირველი ვიზიტი იქნება ჩრდილოეთ კორეაში. კრემლში ინფორმაციას ადასტურებენ, თუმცა ვიზიტის თარიღს არ აკონკრეტებენ. პუტინი ფხენიანს ბოლოს 2000 წლის ივლისში ეწვია და […]
აღმაშენებელზე მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს, რომლის შესასვლელიც ჩააბეტონეს, პირვანდელი სახე დაუბრუნდა

თბილისში, აღმაშენებლის 36-ში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს, რომლის ჩასასვლელიც ჯერჯერობით დაუდგენელმა პირებმა ჩააბეტონეს, პირვანდელი სახე დაუბრუნდა. ადგილზე მერიის სამსახური იმყოფებოდა. თუმცა, დაეკისრა თუ არა ვინმეს ჯარიმა, უცნობია. შეგახსენებთ, რომ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის იერსახის შეცვლის შესახებ ინფორმაცია და ფოტომასალა გუშინ, სოციალურ ქსელში გავრცელდა. საუბარია შენობაზე, რომელიც 1903 წელს აშენდა და იქ გიორგი პლეხანოვი ცხოვრობდა. არაოფიციალური ინფორმაციით, […]
ბათუმში ხანძრისას დაშავებული ქალი თბილისში, დამწვრობის ცენტრში გადმოიყვანეს

ბათუმში, საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაშავებული ქალი თბილისში, დამწვრობის ცენტრში გადმოიყვანეს. “ყვირილი იყო, ხანძარიაო და მეც გამოვედი, სახლში ვიყავი. როდესაც მოვედი აქ ხალხი იყო და ცეცხლის ჩაქრობას ცდილობდნენ სხვადასხვა გზით…ქალბატონმა გამოიყვანა თვითონ შვილები, გარეგნულად დამწვრობა აღენიშნებოდა”- ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი. შეგახსენებთ, რომ ხანძარი გუშინ შვისევსკის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელი სახლში გაჩნდა და დაიწვა. შემთხვევის შედეგად […]
ბიუჯეტში სათამაშო ბიზნესიდან შესული მოსაკრებელი 23,4%-ით გაიზარდა

2023 წლის განმავლობაში წინა წელთან შედარებით, აზარტული თამაშებიდან მოსაკრებელის სახით ბიუჯეტში შესული თანხა გაიზარდა. კერძოდ, წლიურად მოსაკრებელი თითქმის 23,4%-ით არის გაზრდილი. კერძოდ, როგორც საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობებში (კონსოლიდაციის გარეშე) ვკითხულობთ, სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი გასულ წელს 141 171 147 ლარს, 2022 წლის განმავლობაში კი – 114 392 795 ლარს შეადგენდა. ამასთან, 2023 წელს ბიუჯეტში სათამაშო აპარატებიდან […]
13 ნომინაცია ოპენჰაიმერს – BAFTA 2024-ის ნომინანტები დასახელდნენ

ცოტა ხნის წინ ბრიტანული სატელევიზიო აკადემიის დაჯილდოების ნომინანტები გამოვლინდნენ და როგორც მოსალოდნელი იყო, ყველაზე მეტი ნომინაცია კრისტოფერ ნოლანის ოპენჰაიმერმა მიიღო. რაც შეეხება ბარბის, რომელიც 2023 წლის ზაფხულში ოპენჰაიმერთან ერთად მთელი სეზონის განსახილველი თემა იყო, მან 5 ნომინაცია დაიმსახურა. ასევე, 11 ნომინაციით ლიდერობს იორგოს ლანთიმოსის Poor Things. 9 ნომინაცია აქვთ მარტინ სკორსეზეს Killers of the Flower […]
ავღანეთში რუსული თვითმფრინავი ჩამოვარდა | არსებული ინფორმაციით, ბორტზე 6 ადამიანი იმყოფებოდა

ავღანეთში, ბადახშანის მთებში, კერძო რუსული თვითმფრინავი ჩამოვარდა. წინასწარი ინფორმაციით, ბორტზე 6 ადამიანი იმყოფებოდა – 2 მგზავრი და ეკიპაჟის 4 წევრი. როგორია მათი მდგომარეობა, უცნობია. რუსეთის საჰაერო ტრანსპორტის ფედერალური სააგენტოს პრესსამსახურმა განაცხადა, რომ სამოქალაქო ავიაციის სახელმწიფო რეესტრში რეგისტრირებული Falcon 10 თვითმფრინავი რადარებდან 20 იანვრის ღამეს გაქრა. მათი თქმით, მიმდინარეობს მისი სამძებრო სამუშაოები. “თვითმფრინავი ეკუთვნის შპს “ატლეტიკ […]
13 ადამიანი დაიღუპა დონეცკის დაბომბვის შედეგად

21 იანვარს დილით საარტილერიო ცეცხლის ქვეშ მოექცა დონეცკი, რომელსაც რუსეთის ჯარები აკონტროლებენ. დაიბომბა ტექსტილშჩიკის მიკრორაიონი, სადაც ქალაქის ბაზარი მდებარეობს. რუსეთის მიერ დანიშნული ქალაქის მერის, ალექსეი კულემზინის განცხადებით, დაიღუპა ქალაქის 12 მცხოვრები. ე. წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ხელმძღვანელის დენის პუშილინის თქმით, დაიღუპა 13 და, სულ მცირე 10 ადამიანი დაშავდა. უპილოტო თვითმფრინავმა საბრძოლო მასალა ჩამოაგდო კუიბიშევსკის რაიონში, […]
ბორელის განცხადებით, ჰამასი ისრაელის მთავრობის მიერ ფინანსდებოდა

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა ისრაელის მთავრობას ჰამასის დაფინანსებაში დასდო ბრალი და განაცხადა, რომ პალესტინის ხელისუფლების დასასუსტებლად ისრაელმა მათ შექმნას ხელი შეუწყო. “დიახ, ჰამასი ფინანსდებოდა ისრაელის მთავრობის მიერ, რათა შეესუსტებინათ პალესტინის ხელისუფლება, რომელსაც ფატაჰი უძღვებოდა”, – განაცხადა მან. ბორელმა აქვე დაამატა, რომ ერთადერთი მშვიდობიანი გამოსავალი ორი სახელმწიფოს პრინციპია, თუმცა ისრაელი ამის წინააღმდეგია. შაბათს თელ-ავივის ქუჩებში […]
სოხუმის ცენტრალურ საგამოფენო დარბაზში ხანძარი გაჩნდა – განადგურდა 4 000-ზე მეტი ნამუშევარი

სოხუმში მდებარე ცენტრალური საგამოფენო დარბაზის შენობაში ცეცხლი გაჩნდა. როგორც აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის ე.წ კულტურის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი, დინარა სმირი ადგილობრივ საინფორმაციო სააგენტო Apsnypress-ს ეუბნება, წინასწარი მონაცემებით, ხანძრის შედეგად 4 000-ზე მეტი ნამუშევარი განადგურდა. “შეიძლება ითქვას, რომ ყველაფერი დაიწვა. ეროვნული სამხატვრო გალერეაში 4 000-ზე მეტი ეგზემპლარი ინახებოდა, რომლებიც ცენტრალური საგამოფენო დარბაზის შენობის მეორე სართულზე იყო განთავსებული. […]