სოფო ჯაფარიძე და ექიმების გუნდი სოფელ რუხში მოსახლეობას სამედიცინო კონსულტაციებს უწევენ

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის წარმომადგენელი, სოფო ჯაფარიძე, მიხეილ სააკაშვილის ინიცირებული ჰუმანიტარული პროექტის ფარგლებში, ექიმების ჯგუფთან ერთად, ენგურის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე, სოფელ რუხში იმყოფება და მოსახლეობას უფასო სამედიცინო კონსულტაციას უწევს. ინფორმაციას ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს. სოფო ჯაფარიძის განცხადებით, ის თავად უზრუნველყოფს, რომ ენგურის ხიდს მიღმა მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებთან მას და ექიმების ჯგუფს მუდმივი […]

USAID პაპუაშვილის განცხადებას ეხმაურება

USAID-ის წარმომადგენლობა საქართველოში განცხადებას ავრცელებს და პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის წერილს ეხმაურება. ორგანიზაციის განცხადებაში, რომელსაც საზოგადოებრივი მაწუყებელი ავრცელებს ნათქვამია, რომ აშშ-ის მთავრობა USAID-ის მეშვეობით საქართველოს საკეთილდღეოდ მრავალ ორგანიზაციასთან მუშაობს ტოლერანტობის მხარდასაჭერად. ამასთან, USAID აღნიშნავს, რომ მუდმივი კომუნიკაცია აქვთ საქართველოს მთავრობასთან იმის თაობაზე, თუ როგორ უჭერს მხარს მათი პროგრამები საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს: „აშშ-ის მთავრობა, USAID-ის მეშვეობით, […]

ქედის მუნიციპალიტეტში მამაკაცი დაჭრეს

ქედის მუნიციპალიტეტში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე შუა ხნის მამაკაცი ცივი იარაღით დაჭრეს. დაშავებული მამაკაცი ქედის კლინიკაში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა გადაიყვანა. როგორც ექიმები აცხადებენ, მისი სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, პაციენტს მსუბუქი დაზიანება ჰქონდა მიღებული. მომხდართან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში “ინტერპრესნიუსს” განუცხადეს, რომ გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 118-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე ან ნაკლებად მძიმე […]

სოხუმში ცენტრალურ საგამოფენო დარბაზში გაჩენილი ხანძრის შედეგად 4 000-ზე მეტი ნამუშევარი განადგურდა

სოხუმში აფხაზ ხელოვანთა „ოქროს ფონდი“ დაიწვა – განადგურებულია სამხატვრო გალერეის 4000-ზე მეტი ეგზემპლარი, – ინფორმაციას Apsnypress-ი ავრცელებს. ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. კულტურის მინისტრის, დინარა სმირნის განცხადებით, ცენტრალურ საგამოფენო დარბაზში გაჩენილი ხანძარი „გამოუსწორებელი დანაკარგია ეროვნული კულტურისთვის“. სამხატვრო გალერეის დირექტორის, სურამ საკანიას თქმით, 4 000 ნამუშევარი დაიწვა, ან ცეცხლის ჩაქრობის პროცესში წყალმა დააზიანა. ხანძრის ადგილზე ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. […]

ბათუმში, საცხოვრებელ სახლში ხანძარი იყო

ბათუში, ბესიკის ქუჩაზე ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ხანძარი იყო. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. როგორც ადგილობრივებმა განაცხადეს, ხანძრის დროს შენობაში ორი ადამიანი იმყოფებოდა, რომელიც სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა დროულად გამოიყვანეს. ხანძარი ამ დროისათვის ლიკვიდირებულია. ადგილზე შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ, ტერიტორია ყვითელი ლენტითაა შემოსაზღვრული. ხანძრის გაჩენის მიზეზი უცნობია.

სლოვაკეთი რუსეთთან და ბელარუსთან კულტურის სფეროში თანამშრომლობას განაახლებს

სლოვაკეთის კულტურის სამინისტრო რუსეთთან და ბელარუსთან თანამშრომლობას განაახლებს. ინიციატივა კულტურის მინისტრ მარტინა შინკოვიჩს ეკუთვნის. “სამყაროში ათობით სამხედრო კონფლიქტი მიმდინარეობს და ჩვენი აზრით ამის გამო არ უნდა ზარალდებოდნენ მხატვრები და კულტურა”. – თქვა შინკოვიჩმა. სლოვაკეთმა კულტურის სფეროში თანამშრომლობა რუსეთთან და ბელარუსთან 2022 წლის მარტში მიღებული დოკუმენტის საფუძველზე შეაჩერა. დოკუმენტის თანახმად კულტურის სამინისტროს ეკრძალებოდა აგრესორი ქვეყნების კულტურის […]

ახალგაზრდა ფეხბურთელს სცემეს, ანუსში ხელკეტი შეურჭეს – საფრანგეთში სასამართლოს გადაწყვეტილებას პროტესტი მოჰყვა

The Guardian-ის ინფორმაციით, ფრანგი პოლიციელები თეოდორ ლუკაჰაზე ძალადობის ფაქტზე მძიმე სასჯელს გადაურჩნენ, რაც ქვეყანაში პროტესტის საფუძველი გახდა. 2017 წელს, როცა ლუკაჰა 21 წლის იყო, პარიზის გარეუბანში მეგობრებთან ერთად ვარჯიშის შემდეგ სეირნობდა. ახალგაზრდა პოლიციელებმა დოკუმენტების შესამოწმებლად გააჩერეს, რაც იმით დასრულდა, რომ სამართალდამცავებმა ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს, ბიჭს სახესა და სხეულის სხვადასხვა ნაწილებში ურტყეს, სერიოზული ტრავმები მიაყენეს. პოლიციელებმა […]

მანჯგალაძე: ეკლესიაში სტალინისტებიც შეიძლება იყვნენ, მაგრამ ერთიანად საუბარი არ შეიძლება

ყველა ადამიანმა თვითონ უნდა აგოს პასუხი. მართლმადიდებლური ეკლესიის ასე ერთიანად სტალინისტურად გამოცხადება არასწორია. ელემენტარული საკითხია, უნდა მივიდეთ კვირას, დავდგეთ წირვა-ლოცვაზე და მიხვდებით, რომ რუსეთი და სტალინი არაფერ შუაშია […] შეიძლება, სტალინისტებიც იყვნენ, არ გამოვრიცხავ, მაგრამ მთელ ეკლესიაზე საუბარი არ შეიძლება. თქვა სტრატეგია აღმაშენებლის დეპუტატმა, პაატა მანჯგალაძემ მას შემდეგ, რაც რესპუბლიკური პარტიის დამფუძნებელმა, დავით ბერძენიშვილმა ტვ […]

სოხუმის ცენტრალურ საგამოფენო დარბაზში ხანძარმა 4 000-ზე მეტი ექსპონატი გაანადგურა

სოხუმის ცენტრალურ საგამოფენო დარბაზში ხანძარი გაჩნდა. როგორც აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის კულტურის სამინისტროში აცხადებენ, ხანძარს 4 000-ზე მეტი ნამუშევარი ემსხვერპლა, რომელიც ამავე შენობაში ინახებოდა. აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის კულტურის მინისტრის დინარა სმირის განცხადებით, დამწვარ ექსპონატებს შორის იყო ალექსანდრე ჩაბა-შერვაშიძის 300-მდე ნამუშევარი: „შეიძლება ითქვას, რომ ყველაფერი დაიწვა. ცენტრალური საგამოფენო დარბაზის შენობის მეორე სართულზე ეროვნული გალერეის საცავი […]

ალექსანდრ ლუკაშენკო შეშის ჩეხვისას დაშავდა

ალექსანდრ ლუკაშენკო შეშის ჩეხვისას დაშავდა. ინფორმაციას ბელარუსული მედია ქვეყნის პრეზიდენტის სიტყვებზე დაყრდნობით ავრცელებს. 20 იანვარს ბელარუსის ლიდერი მანქანათმშენებელ ქარხანა Belgee-ს ესტუმრა. ვიზიტისას ლუკაშენკო შესამჩნევად კოჭლობს და ამბავს ასე იხსენებს: „შეშას ვჩეხავდი, 80-კილოგრამიანი მორი დამეცა ტერფზე. ვიარე, ვიარე – თითქოს არაფერი. და მერე”… – ამბობს ლუკაშენკო. ტრავმის გამო ქვეყნის პირველმა პირმა ვერ მიიღო მონაწილეობა მოგილევის ოლქში […]