ხარვეზები, რომლებიც კომპანიებს წინა თვეებშიც ჰქონდათ, თვალსაჩინო გახდა დასკვნით ეტაპზე – მერია არ არჩევს კომპანიებს, მერია ადგენს სატენდერო პირობებს – თბილისის მერიის პრესსამსახურის უფროსი წერეთლის რეაბილიტაციაზე

წერეთლის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თარიღად (პირველივე დღიდან) დასახელებული იყო 2024 წლის იანვრის ბოლო. დღეს 21 იანვარია, გაგიკვირდებათ და, საგზაო მოძრაობა დაგეგმილ დროს, ისევ იმავე თარიღში (იანვრის ბოლოს) ორმხრივად აღდგება, – ამის შესახებ თბილისის მერიის პრესსამსახურის უფროსი, მანანა თოქმაჯიშვილი Facebook-ის პირად გვერდზე წერს. „მართალია ეს ხალხი. რად უნდა გზის რეაბილიტაციას 8 თვე? აყარე ძველი, გადააგე […]
აგრესია, რომელსაც ადამიანების კონკრეტული ჯგუფი გამოხატავს, არა მარტო ეკლესიის, სახელმწიფოს წინააღმდეგაა მიმართული, არამედ დესტაბილიზაციის სტრატეგიას აძლევს განვითარების შესაძლებლობას – ვოლსკი

“აგრესია, რომელსაც ადამიანების კონკრეტული ჯგუფი გამოხატავს, მხოლოდ ეკლესიისა და სახელმწიფოს წინააღმდეგ არ არის მიმართული”, – ასე ეხმაურება სახელისუფლებო გუნდი ბოლო პერიოდში გაკეთებულ, ანტირელიგიურ განცხადებებს. “ქართული ოცნების” წევრების თქმით, ეკლესიაზე თავდასხმა დაუშვებელია. „ეს არ არის ჰაერიდან მოტანილი თემა და ვითომ ანტიდასავლურია ის, რომ რაღაც ანტიკანონიკურ პრინციპებს იცავდეს “ქართული ოცნება”, მმართველი გუნდი. საზოგადოების უდიდეს ნაწილს არა მარტო […]
იემენში ირანის მიერ მხარდაჭერილი “ჰუსიტების” პოზიციებზე შტატებმა მორიგი იერიში განახორციელა

იემენში, ირანის მიერ მხარდაჭერილი “ჰუსიტების” პოზიციებზე შტატებმა მორიგი იერიში განახორციელა. ამერიკის საჰაერო ძალებმა დასავლეთ იემენის ტერიტორიაზე ბალისტიკური რაკეტის გამშვები სისტემა გაანადგურა. ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ ჰუსიტებს, ამ შემთხვევაშიც, მზადყოფნაში ჰქონდათ მოყვანილი რაკეტა, რომლის მიზანი წითელ ზღვაში კომერციულ გემზე თავდასხმა იყო. შტატები ჰუსიტების პოზიციებს ყოველდღიურად უტევს. გუშინ მათ 4 სამხედრო ობიექტი გაანადგურეს. ამის მიუხედავად, ექსტრემისტული ჯგუფები […]
თუ წავალთ და რუსეთი განაგრძობს თავდასხმებს, უკრაინის განადგურებას, როგორ ფიქრობთ, რა მოხდება ბალკანეთის ქვეყნებში? პოლონეთიდან უნგრეთამდე და ორბანამდე? სერიოზულად იფიქრეთ ამაზე – ბაიდენი

ჯო ბაიდენის განცხადებით, შეერთებულმა შტატებმა უკრაინის მხარდაჭერა უნდა განაგრძოს, რათა უკრაინელები არ დაეცნენ. ომში უკრაინის მიტოვების შემთხვევაში მოსალოდნელ სცენარზე აშშ-ის პრეზიდენტმა აშშ-ის მერების კონფერენციაზე, თეთრ სახლში ისაუბრა. ჯო ბაიდენმა განმარტა, რომ არაფერია შეერთებული შტატების შესაძლებლობების მიღმა. “ჩვენ თუ წავალთ და რუსეთი განაგრძობს თავდასხმებს, უკრაინის განადგურებას, როგორ ფიქრობთ, რა მოხდება ბალკანეთის ქვეყნებში? როგორ ფიქრობთ, რა მოხდება […]
საუკუნოვანი ტრადიციები, ისტორია და კულტურული მემკვიდრეობა – როგორია 10 ფოტოგრაფის მიერ დანახული მაღალმთიანი აჭარა

მაღალმთიანი აჭარა ბევრ კონტრასტულ ისტორიას ინახავს. ეთნიკური მრავალფეროვნებისა და ადგილობრივების ცხოვრების აღბეჭდვა, განსხვავებული ხედვით, 10-მა ფოტოგრაფმა შეძლო. აჭარის თითოეული კუთხისთვის დამახასიათებელი არქიტექტურა, საყოფაცხოვრებო ნივთები, ყოველდღიური ყოფა – ხელოვანები აჭარის მაღალმთიან მუნიციპალიტეტებს რამდენიმე თვის განმავლობაში სწავლობდნენ. კვლევის პროცესი დასრულდა – ციფრული თუ კლასიკური სახით გამოფენილი ნამუშევრები დამთვალიერებლებთან შესახვედრად უკვე მზად არის. ციფრულ სივრცეში გამოსახული ახალგაზრდა ლატვიელი […]
IDF აცხადებს, რომ იპოვეს გვირაბი, სადაც “ჰამასს” 20 მძევალი ჰყავდა

ისრაელის თავდაცვის ძალები აცხადებს, რომ ღაზის სექტორის სამხრეთ ნაწილში, ქალაქ ხან იუნისში აღმოაჩინეს გვირაბი, სადაც “ჰამასს” მძევლები ჰყავდა. IDF-ის სპიკერის, დანიელ ჰაგარის თქმით, გვირაბში შესულ მებრძოლებს ადგილზე ტერორისტები დახვდათ. “ისრაელის თავდაცვის ძალების ჯარისკაცები შევიდნენ გვირაბში, სადაც მათ ტერორისტები შეხვდათ… ბრძოლა ტერორისტების ლიკვიდაციით დასრულდა. გვირაბში განთავსებული იყო ასაფეთქებელი ნივთიერებები”, – განაცხადა ჰაგარმა ჰაგარის განცხადებით, გვირაბში მათ […]
31 წლის კაცი, რომელსაც სამართალდამცველები თანამშრომლობას აიძულებდნენ, საგამოძიებო სამსახურში იმყოფება

“შაბათის მთავარში” გასული რეპორტაჟის შემდეგ, მეტადონის პროგრამის ბენეფიციარის შემთხვევით, რომელიც პოლიციის მაღალჩინოსნებს შანტაჟში, ნარკოტიკული ნივთიერების ჩადებასა და ძალადობაში ადანაშაულებს, სპეციალური საგამოძიებო სამსახური დაინტერესდა. 31 წლის კაცი, რომელსაც სამართალდამცველები თანამშრომლობას აიძულებდნენ, გამომძიებლის კითხვებს პასუხობს. “21 რიცხვში, კვირას, სიუჟეტიდან მეორე დღეს საგამოძიებო სამსახური მოვიდა სახლში ჩემთან და წამომიყვანეს ინტერვიუს ჩასაწერად ჩადებასთან დაკავშირებით. რომ ჩამიდეს ნარკოტიკული ნივთიერება, მაგასთან […]
უხარისხოდ შესრულებული სამუშაოები და ბიუჯეტიდან დახარჯული 3 მლნ-მდე ლარი | გუდიაშვილის ქუჩაზე ავარიული სახლები კიდევ უფრო დაზიანდა

სახელმწიფო ბიუჯეტიდან დახარჯული 3 მილიონამდე ლარი და რეაბილიტაციის შემდეგ უფრო მეტი ავარიული შენობა დედაქალაქის ცენტრში. გუდიაშვილის ქუჩის მოსახლეობა საცხოვრებელი სახლების რეაბილიტაციის პროექტით უკმაყოფილოა. ამბობენ, რომ რეაბილიტაციის დროს მიწისქვეშა კომუნიკაციების გაყვანისას ისედაც ავარიული შენობები კიდევ უფრო მეტად დაზიანდა. რამდენიმე შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები სამი წლის წინ დაიწყო. როგორც განვითარების ფონდში ამბობენ, ტერიტორიაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები უკვე დაასრულეს, თუმცა […]
სარჯველაძე: ჩინეთთან ურთიერთობა საქართველოსთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია

ქართული ოცნების დეპუტატის, მიხეილ სარჯველაძის თქმით, ჩინეთთან ურთიერთობა საქართველოსთვის “უკიდურესად მნიშვნელოვანია”. “ერთმნიშვნელოვნად შემიძლია ვთქვა, ჩემი მოსაზრება გახლავთ, კრიტიკულად, თვისობრივად განსხვავებული იმისგან, რაც არის მოსაზრება, რომ თითქოს ჩინეთთან ურთიერთობა არ წარმოადგენს ინტერესის საგანს საქართველოსთვის. ამას კატეგორიულად ვერ დავეთანხმები. ჩინეთთან ურთიერთობა სწორედ რომ არის საქართველოსთვის უკიდურესად მნიშვნელოვანი”, – ამბობს სარჯველაძე. 14 იანვარს, ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის […]
გია ვოლსკი – “ქართული ოცნება” ყველაზე ადეკვატურ პოლიტიკას ატარებს – არავის უნდა გაუკვირდეს, რომ იმ მხარეს, სადაც სტაბილურობის გარანტია არა მარტო სიტყვიერია, არამედ რეალური, გაცილებით მეტი მხარდაჭერა იქნება

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის შეფასებით, „ქართული ოცნება“ შიდა და გარე გამოწვევებთან დაკავშირებით ყველაზე ადეკვატურ პოლიტიკას ატარებს. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, არჩევნებზე ხმების მაღალ მაჩვენებელს, სავარაუდოდ, სწორედ „ქართული ოცნება“ მიიღებს. „როდესაც მსოფლიოში სიტუაციის ანალიზს აკეთებ, ის პროცესები, რაც მიმდინარეობს, შიდა და გარე გამოწვევები, რა ზოგადად გვაქვს, ამასთან დაკავშირებით ყველაზე ადეკვატური პოლიტიკა არის ის პოლიტიკა, რომელსაც […]