ბათუმში, სვეშევსკის ქუჩაზე ხანძრის შედეგად დაზარალებულ ოჯახს დახმარებას აჭარის მთავრობა გაუწევს

ბათუმში, სვეშევსკის ქუჩაზე მომხდარი ხანძრის შედეგად დაზარალებული ოჯახის დასახმარებლად აჭარის მთავრობის თავმჯდომარის სარეზერვო ფონდიდან გამოიყოფა შესაბამისი სახსრები. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, ხანძრის შედეგად დაზარალებულ ქალს ყველა სამედიცინო სერვისი დაუფინანსდება.
კიდევ უფრო მკაცრი წესები რასიზმის წინააღმდეგ – ინფანტინოს ინიციატივა

ფიფას ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა ორგანიზაციის პრეზიდენტი ჯანი ინფანტინოს განცხადება, რომელიც რასისტული ქმედებებს ეხება. შვეიცარიელმა საზოგადოებას გუშინ, 20 იანვარს “უდინეზესა” და “მილანს” შორის გამართული მატჩის პერიპეტიების ფონზე მიმართა. სერია ა-ს შეხვედრა სტუმართა მეკარე მაიკ მენიანის (და არა მენიო!) რასისტული შეურაცხყოფის გამო დროებით შეწყდა. “აუცილებელია, რომ განათლების პროცესში ჩართულმა ყველა მხარემ იმუშავოს სკოლებში, რათა მომავალმა თაობებმა […]
მიხეილ სააკაშვილის მიერ ინიცირებული ჰუმანიტარული პროექტის ფარგლებში, ექიმების ჯგუფი სოფელ რუხში ჩავიდა

ჰუმანიტარული აქცია ენგურის ხიდთან – მიხეილ სააკაშვილის მიერ ინიცირებული ჰუმანიტარული პროექტის ფარგლებში, სოფო ჯაფარიძე ექიმების ჯგუფთან ერთად, ენგურის ხიდის მიმდებარე სოფელ რუხში იმყოფება. მედიკოსები ადგილობრივებს უფასო სამედიცინო კონსულტაციას უწევენ. კონსულტაციებზე მოქალაქეები დროებით ოკუპირებული აფხაზეთიდანაც გადმოდიან. “ხედავთ, რომ აფხაზეთიდან გადმოდიან ჩვენი მოქალაქეები, რომლებსაც ძალიან სჭირდებათ დღეს ჩვენი მხარდაჭერა, ჩვენი გვერდით დგომა. იცით, რომ რუსეთის ოკუპირებული აფხაზეთის […]
გადახდილი სახურავი, ნესტიანი კედლები და სველი იატაკი | ამბროლაურის N2 საჯარო სკოლა ნადგურდება

რაჭაში, ამბროლაურის მეორე საჯარო სკოლა ნადგურდება. საგანმანათლებლო დაწესებულებას სახურავი რეაბილიტაციის მიზნით გადახადეს, თუმცა სამუშაოები გაჭიანურდა. შენობაში ნალექი ჩადის. ოპოზიციაში ამბობენ, რომ “ქართული ოცნების” მაღალჩინოსანთა კორუფციული ინტერესისა და არაკომპეტენტურობის გამო, სკოლის კედლებს აწვიმს და ათოვს. მათი თქმით, რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ შესაძლოა შენობის კედლები მდგრადი აღარ იყოს. “აი, ასეთი მდგომარეობაა დღეს ამბროლაურის მე-2 საჯარო სკოლაში. განათლების სამინისტრო […]
ვოლსკი ხიდაშელზე: ინტელექტუალურ რესურსს სახელმწიფოს საწინააღმდეგოდ იყენებს

ქართული ოცნების დეპუტატის, გია ვოლსკის თქმით, თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინა ხიდაშელი “საკუთარ ინტელექტუალურ რესურსს სახელმწიფოს საწინააღმდეგოდ იყენებს”. “თინა ხიდაშელის პოლიტიკური წიაღსვლები საპირისპიროდ არის მიმართული იმისკენ, რასაც ქვეყნის ინტერესი ჰქვია. თითქოს ჩვენ არაფერს არ წარმოვადგენთ მსოფლიო პოლიტიკაში და მხოლოდ უნდა ვიყოთ თინა ხიდაშელის რას იტყვის და ბერძენიშვილი, ამის მოლოდინში. აი, ეს მცდელობა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არ […]
აზერბაიჯანმა სასუქების იმპორტის ღირებულება 18%-ით შეამცირა

2023 წელს აზერბაიჯანმა 72,047 მილიონი დოლარის (-17,6%) სასუქების იმპორტი განახორციელა – ამის შესახებ ინფორმაციას report.az აზერბაიჯანის სახელმწიფო საბაჟო კომიტეტის ანგარიშზე დაყრდნობით ავრცელებს. საანგარიშო პერიოდში აზერბაიჯანის სასუქის ექსპორტის ღირებულებამ 83,811 მლნ აშშ დოლარი (-2,5-ჯერ ) შეადგინა. სასუქის იმპორტის ხარჯებმა აზერბაიჯანის მთლიანი იმპორტის დანახარჯების 0,4% შეადგინეს, ხოლო ექსპორტიდან მიღებული შემოსავლები ქვეყნის მთლიანი ექსპორტის შემოსავლის 0,25%.-ია.
“1000 უბედურება “1000 საწარმოს” ნაცვლად – არაფერი ვალი არ მაქვს “ბატონი” ბიძინასი” – მორგოშია ივანიშვილზე

ალტ-ინფოს ერთ-ერთი ლიდერი, კონსტანტინე მორგოშია: 📌❗ხშირად ამბობენ, რომ 2012 წელს, ბ-ნ ბიძინამ და “ქართულმა ოცნებამ”, სააკაშვილისგან გაგვათავისუფლაო! ზოგი კი საერთოდ თვლის, რომ ამის გამო, ჩვენ მისი ვალი გვაქვს და ზოგიც ამბობს ძეგლი უნდა დავუდგათო! დაუნახავი ადამიანი არ ვარ, მაგრამ როცა რეალურ ინფორმაციას ვფლობ, და სხვებისგან განსხვავებით ის დეტალები ვიცი რაც მოსახლეობის 1%-მაც არ იცის და […]
ქედაში კაცი დაჭრეს

ქედის მუნიციპალიტეტში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე შუა ხნის მამაკაცი ცივი იარაღით დაჭრეს. დაშავებული მამაკაცი ქედის კლინიკაში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა გადაიყვანა. როგორც ექიმები აცხადებენ, მისი სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, პაციენტს მსუბუქი დაზიანება ჰქონდა მიღებული. მომხდართან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში “ინტერპრესნიუსს” განუცხადეს, რომ გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 118-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე ან ნაკლებად მძიმე […]
რომში, ქურდობის მცდელობისთვის, საქართველოს 3 და ლიეტუვის 1 მოქალაქე დააკავეს

იტალიის დედაქალაქ რომში, ქურდობის მცდელობისთვის, საქართველოს 3 და ლიეტუვის 1 მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს. სამართალდამცველებმა ეჭვმიტანილები საცხოვრებელ ბინაში შეჭრის მცდელობისას დააკავეს. ერთ-ერთმა მათგანმა, დაკავებისას, წინააღმდეგობის გაწევა სცადა. იტალიური მედიის ინფორმაციით, დაკავებულები 33-დან 52 წლამდე ასაკის, წარსულში ნასამართლევი პირები არიან.
ერაყში აშშ-ის საავიაციო ბაზას თავს დაესხნენ – თავდასხმაზე პასუხისმგებლობა “ისლამურმა წინააღმდეგობამ” აიღო

ერაყში, ამერიკულ სამხედრო ბაზაზე განხორციელებულ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ირანის მიერ მხარდაჭერილმა ჯგუფმა “ისლამურმა წინააღმდეგობამ” აიღო. ბალისტიკური რაკეტებით და დრონებით, მასიური შეტევა ალ ასადის სამხედრო ავიაბაზაზე გუშინ განხორციელდა, რომლის შედეგად როგორც ამერიკელი, ისე ერაყელი სამხედროები დაშავდნენ. დაშავებულების რაოდენობა, ამ ეტაპზე, არ დაზუსტებულა. ეს იყო 53-ე შემთხვევა, ისრაელი-ჰამასის ომის დაწყების შემდეგ, როდესაც პროირანულმა ჯგუფებმა ერაყში ამერიკელების ბაზებს შეუტიეს. […]