ძლიერი თოვლი, ნისლი და ლიპყინული – აღმოსავლეთ საქართველოში ამინდი გაუარესდება

22 იანვრის დღის ბოლოდან 24 იანვრამდე, აღმოსავლეთ საქართველოში ამინდი გაუარესდება. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მოსალოდნელია თოვლი, ზოგან ძლიერი, ნისლი, გზებზე ლიპყინული, ელექტროგადამცემ სადენებზე შემოყინულობა. ამასთან, საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე, შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა. “22 იანვრის დღის ბოლოდან 24 იანვრამდე, აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია თოვლი, ზოგან ძლიერი, ნისლი, გზებზე ლიპყინული, ელექტროგადამცემ სადენებზე შემოყინულობა. დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესებისა და […]
კახა კალაძე ფონდ “ქართუს” შესახებ გაკეთებულ განცხადებებზე: ეს არის ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ მიმართული ბინძური კამპანია, რომელიც დღეს არ დაწყებულა, თუმცა არავის არაფერი გამოუვა

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ფონდი “ქართუს” წინააღმდეგ მიმართული ნეგატიური კამპანიის ადრესატი, სინამდვილეში, ბიძინა ივანიშვილია. ამის შესახებ კალაძემ ჟურნალისტებს ფონდის შესახებ გაკეთებული განცხადებების კომენტირებისას განუცხადა. “ეს ახალი არ არის, უკვე დიდი ხანია ვიცით, რა დამოკიდებულებაა. ეს არის ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ მიმართული ბინძური კამპანია, რაც დღეს არ დაწყებულა. მთელი ამ ხნის განმავლობაში, ჩვენ ვისმენთ ძალიან ბევრ […]
გახარიას პარტია კორუფციის თემაზე პარლამენტში გენერალური პროკურორის მოწვევას ითხოვს

საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრის გიორგი გახარიას პარტია საქართველოსთვის ქართულ ოცნებას მოუწოდებს, პარლამენტში გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე მოიწვიოს და მისი მონაწილეობით განიხილოს ელიტური კორუფციის ფაქტების გამოძიებაზე, კორუფციონერთა დაკავებასა და ბრალდებებზე პასუხისმგებელი უწყების – პროკურატურის საქმიანობის ანგარიში. პარტიაში აცხადებენ, რომ პოლიტიკური კორუფციის ფაქტებზე თვეების განმავლობაში პროკურატურაში არაერთი განცხადება შეიტანეს, თუმცა ამან შედეგი არ მოიტანა. პარტიაში ამბობენ, რომ “ოცნების […]
ტურავა პაპუაშვილის განცხადებაზე: არ ვიცი შინაარსი, თუმცა ტოლერანტობის ფარგლებში იქნებოდა

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, მერაბ ტურავა ამბობს, რომ ტოლერანტობის ცენტრის შესახებ შალვა პაპუაშვილის განცხადება არ მოუსმენია, თუმცა პაპუაშვილის “პიროვნებიდან და მანდატიდან” გამომდინარე დარწმუნებულია, რომ ის “მისაღები” იქნებოდა. “მე არ ვიცი განცხადების შინაარსი და მე ვფიქრობ, რომ მისი განცხადება იქნებოდა და არის იმ ტოლერანტობის ფარგლებში, იმ ნებადართულობის ფარგლებში და იმ შესაძლებლობის ფარგლებში, რომელიც პოლიტიკოსებს ასეთ თემებთან […]
სარჯველაძე: აღვირახსნილი კამპანიაა ეკლესიის მიმართ, არ მგონია, რომ ეს დასაშვები იყოს

ქართული ოცნების დეპუტატი, მიხეილ სარჯველაძე ამბობს, რომ ეკლესიისა და პატრიარქის მიმართ “აღვირახსნილი და ნეგატიური კამპანია” მიდის. “კვლავაც ისმის აღვირახსნილი, ნეგატიური კამპანია ეკლესიისა და პატრიარქის მიმართ. მე არ მგონია, რომ გამოხატვის ის ფორმები, რომელსაც ცალკეული პირები ამ მიმართულებით იყენებენ, დასაშვები იყოს. იმიტომ, რომ ეს სინამდვილეში, შეურაცხყოფს ბევრი ადამიანის, სასულიერო პირების ღირსებას”, – თქვა სარჯველაძემ. 20 იანვარს, […]
ღარიბაშვილი, კობახიძე, კალაძე – ანტიკორუფციული ბიურო 300 საჯარო მოხელის ქონებრივ დეკლარაციას შეისწავლის

ანტიკორუფციულმა ბიურომ გამოაქვეყნა ინფორმაცია თუ რომელი თანამდებობის პირების ქონებრივი დეკლარაციების მონიტორინგს განახორციელებს მიმდინარე წელს. როგორც ინფორმაციიდან ირკვევა, 2024 წელს ბიურო 150 მაღალჩინოსნის დეკლარაციას შეამოწმებს, მათ შორის უმაღლესი თანამდებობის პირებიც მოხვდნენ. ჩამონათვალში არიან, როგორც აღმასრულებელი, ისე საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლები. კერძოდ, იმ თანამდებობის პირთა შორის, რომელთა ქონებრივ დეკლარაციებსაც 2024 წელს ანტიკორუფციული ბიურო შეისწავლის, მოხვდნენ: მთავრობის […]
ღარიბაშვილი, პაპუაშვილი, თურნავა, ტურავა – შეისწავლიან კიდევ ასობით საჯარო მოხელის დეკლარაციებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და მისი კაბინეტის წევრების დეკლარაციებს ანტიკორუფციული ბიუროს თანამშრომლები “მაღალი საზოგადოებრივი ინტერესისა და კორუფციის მაღალი რისკის” გამო შეისწავლიან. გადაწყვეტილება მიიღო დამოუკიდებელმა კომისიამ, რომელიც დაკომპლექტებულია არასამთავრობო ორგანიზაციებისა და უნივერსიტეტების წარმომადგენლებით. კომისიის წევრები არიან: · “ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი” (გიორგი დავითური); · “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” (ქეთევან შოშიაშვილი); · “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” (თამარ ხუხია); · ილიას სახელმწიფო […]
ბავშვის ტანსაცმლის მწარმოებელმა ქართულმა კომპანიებმა მასშტაბურ საერთაშორისო გამოფენაში – Pitti Immagine Bimbo-ში მიიღეს მონაწილეობა

„აწარმოე საქართველოში“ ხელშეწყობით, ბავშვის ტანსაცმლის მწარმოებელმა ქართულმა კომპანიებმა მასშტაბურ საერთაშორისო გამოფენაში – Pitti Immagine Bimbo-ში მიიღეს მონაწილეობა. ბავშვის ტანსაცმლის სექტორის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოფენა იტალიის ქალაქ ფლორენციაში 17-19 იანვარს გაიმართა. გამოფენაზე, რომელსაც 10 000 ვიზიტორი დაესწრო, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 500-მდე ბრენდის პროდუქცია იყო წარმოდგენილი. სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ თანადაფინანსებით, გამოფენაზე საქართველოდან საკუთარი პროდუქცია წარადგინეს კომპანიებმა: „ლიმო“, კომბინიზონა“, […]
პროფესიული განვითარების სქემა არ არის მორგებული არაქართულელოვანი სკოლების მასწავლებლებზე – ომბუდსმენი

სახალხო დამცველი განათლების სამინისტროს მოუწოდებს, პროფესიული განვითარების შესაძლებლობები მოარგოს არაქართულენოვანი სკოლებისა თუ სექტორების მასწავლებლებს. ომბუდსმენმა ეს განცხადება მასწავლებელთა მიმართვის შემდეგ გაავრცელა. “სახალხო დამცველის აპარატს არაქართულენოვანი სკოლების/სექტორების 461 მასწავლებელმა მიმართა, ისინი მიუთითებდნენ რომ განათლების სისტემაში გატარებული რეფორმები სათანადოდ ვერ პასუხობს ეთნიკური უმცირესობების წინაშე მდგარ მთელ რიგ სისტემურ გამოწვევებს. განსაკუთრებით აქტუალურად იკვეთება პრაქტიკოსი მასწავლებლების მიერ, უფროსი, წამყვანი […]
თიბისიმ 2024 წელი ტესტერთა დღით დაიწყო

თიბისი ტესტერების დღე შიდა ღონისძიებაა ხარისხის უზრუნველყოფისა და ტესტირების ავტომატიზაციის მიმართულებით მომუშავე ადამიანებისთვის. უკვე მეორე წელია რაც თიბისის ხარისხის უზრუნველყოფის და ტესტირების ავტომატიზაციის ლეგიონი იკრიბება შიდა ტესტირების დღის ღონისძიებაზე, სადაც თანამშრომლები ერთმანეთს საინტერესო მიღწევებსა და ტექნიკურ გადაწყვეტებს უზიარებენ, რომელზეც წლის განმავლობაში იმუშავეს. წელს ღონისძიებაზე ისაუბრეს ხარისხის უზრუნველყოფის განვითარებაზე, ეჯაილის დაწყებიდან დღემდე და კომუნაში გააზიარეს პროგრესი, […]