“საქართველოსთვის” პარლამენტში შოთაძის დაბარებას ითხოვს კორუფციის თემაზე

ექსპრემიერ გიორგი გახარიას პარტია “საქართველოსთვის” პარლამენტს მოუწოდებს, დაიბაროს გენერალური პროკურორი და განიხილონ უწყების საქმიანობის ანგარიში. ამის შესახებ პარტიის თავმჯდომარის მოადგილემ, ნათია მეზვრიშივლმა დღეს, 22 იანვარს, ბრიფინგი გამართა. ბრიფინგზე მეზვრიშვილმა ისაუბრა უწყებაში ელიტური კორუფციის არსებობაზე და განაცხადა, რომ საჭიროა ამ მიმართულებით შესაბამისი გამოძიების ჩატარება. “პოლიტიკური კორუფციის ფაქტებზე ჩვენი გუნდის მიერ თვეების განმავლობაში პროკურატურაში არაერთი განცხადების შეტანამ […]
სოხუმში ხანძრის შედეგად გადარჩენილ ექსპონატებს რუსი სპეციალისტები შეაფასებენ

სოხუმის ეროვნული გალერიის ფონდში 21 იანვრის ხანძრის შედეგად გადარჩენილი 200-მდე ექსპონატის [ნახატები, დოკუმენტები] მდგომარეობას აფხაზეთში რუსეთიდან ჩასული სპეციალისტები შეაფასებენ. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. “რესტავრაციის გეგმის შესამუშავებლად სპეციალისტები ადგილზე შეაფასებენ იმ ნახატებისა და დოკუმენტების მდგომარეობას, რომლის გადარჩენაც შესაძლებელი გახდა”, – თქვა რუსეთის კულტურის მინისტრმა ოლგა ლუბიმოვამ. სოხუმის ცენტრალურ საგამოფენო დარბაზში ხანძარი გაჩნდა. როგორც აფხაზეთის დე ფაქტო […]
ნაფიცი მსაჯულების გამამტყუნებელი ვერდიქტი | ბათუმის სასამართლომ მკვლელობაში ბრალდებულს 10 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, გასული წლის აპრილში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული ნაფიცმა მსაჯულებამ გაამტყუნეს. მოსამართლემ მას 10 წლიანი პატიმრობა შეუფარდა. ბრალდებული მოლდოვის მოქალაქე სერგეი სკაუნია. „ის არ აღიარებდა დანაშაულის ჩადენას, რადგან ეს იყო თავდასხმა. ჩვენ ვითხოვდით გამართლებას ან მოგერიების ფარგლებს გადაცილებას,“ – უთხრა “ბათუმელებს” ბრალდებულის ადვოკატმა, გვანცა თურმანიძემ. ნაფიცი მსაჯულების რეკომენდაცია იყო, რომ მოსამართლეს მკაცრი სასჯელი არ დაენიშნა. […]
“7-9 მარტის აქციებისას პოლიციამ არაპროპორციული ძალა გამოიყენა” | HRC-ის შემაჯამებელი ანგარიში შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ

ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC) შეკრებებისა და მანიფესტაციების მონიტორინგის შემაჯამებელ ანგარიშს აქვეყნებს, საიდანაც ირკვევა, რომ სიტყვისა და გამოხატვის უფლების მხრივ საქართველოში მდგომარეობა ისევ რთულია. ანგარიშში მშვიდობიანი აქციების დროს სახელმწიფო უწყებების მხრიდან კანონმდებლობის დარღვევისა და საერთაშორისო სტანდარტებთან შეუსაბამობის არაერთი ფაქტია განხილული. დოკუმენტში საუბარია პოლიციის მხრიდან არაპროპორციული რესურსის გამოყენებაზე, აქტივისტებისა და მოქალაქეების უკანონო დაკავებებსა და კარვების გაშლის ხელშეშლის […]
ზელენსკი უმაღლეს რადას მრავალმოქალაქეობის ინსტიტუტის შემოღებას სთავაზობს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინის უმაღლეს რადას მრავალმოქალაქეობის ინსტიტუტის შემოღებას სთავაზობს. ამის შესახებ სახელმწიფოს მეთაურმა უკრაინის ერთიანობის დღის 105 წლისთავთან დაკავშირებით მილოცვაში განაცხადა. „დღეს უკრაინის უმაღლეს რადას წარვუდგენ საკვანძო კანონპროექტს, რომელიც კანონმდებლობაში ყოვლისმომცველი ცვლილებების გატარების და მრავალმოქალაქეობის ინსტიტუტის შემოღების საშუალებას იძლევა“, – ხაზგასმით აღნიშნა ზელენსკიმ. როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, ეს „ყველა ეთნიკურ უკრაინელს და მათ შთამომავლებს […]
24 იანვრამდე აღმოსავლეთ საქართველოში თოვლი, ნისლი და გზებზე ლიპყინულია მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 22 იანვრის დღის ბოლოდან 24 იანვრამდე აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია თოვლი, ზოგან ძლიერი, ნისლი, გზებზე ლიპყინული, ელექტროგადამცემ სადენებზე შემოყინულობა. დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესებისა და ლიპყინულის გამო საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა.
თიბისიმ 2024 წელი ტესტერთა დღით დაიწყო

თიბისიმ 2024 წელი ტესტერთა დღით დაიწყო თიბისი ტესტერების დღე შიდა ღონისძიებაა ხარისხის უზრუნველყოფისა და ტესტირებიისავტომატიზაციის მიმართულებით მომუშავე ადამიანებისთვის. უკვე მეორე წელია რაც თიბისის ხარისხის უზრუნველყოფის და ტესტირების ავტომატიზაციის ლეგიონი იკრიბება შიდა ტესტირების დღის ღონისძიებაზე, სადაც თანამშრომლები ერთმანეთს საინტერესო მიღწევებსა და ტექნიკურ გადაწყვეტებს უზიარებენ, რომელზეც წლის განმავლობაში იმუშავეს. წელს ღონისძიებაზე ისაუბრეს ხარისხის უზრუნველყოფის განვითარებაზე, ეჯაილისდაწყებიდან დღემდე […]
„არ მაქვს ინტერესი, რომ „დინამო თბილისი“ შევიძინო“ – კახა კალაძე

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, საფეხბურთო კლუბ „თბილისის დინამოს“ შეძენის ინტერესი და შესაძლებლობა არ აქვს. „დინამოს გულშემატკივარი ყოველთვის ვიყავი და ჩემი წარმატება დაიწყო ამ კლუბიდან. მე არ მაქვს ინტერესი, რომ „დინამო თბილისი“ შევიძინო, უბრალოდ ამის ფინანსური შესაძლებლობა არ მაქვს. შეიძლება რაღაც იყიდო, მაგრამ ამას უდიდესი პასუხისმგებლობა მოსდევს, რომ იყოს გამართული. მე ჩემი ხასიათიდან გამომდინარე, თუ […]
2023 წელს ევროკავშირიდან უნებართვოდ მცხოვრები საქართველოს 4365 მოქალაქე დააბრუნეს

2023 წელს ევროკავშირიდან საქართველოს 4 365 მოქალაქის რეადმისია განხორციელდა. საზღვარგარეთ უნებართვოდ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების რეადმისიის ფარგლებში უკან დაბრუნების 2023 წლის სტატისტიკა შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა. მონაცემების თანახმად, 2022 წელს ეს მაჩვენებელი – 3 034 იყო, 2021 წელს კი – 2 547. რაც შეეხება ქვეყნებს, უნებართვოდ მცხოვრები საქართველოს ყველაზე მეტი – 2 771 მოქალაქე გერმანიიდან დააბრუნეს, […]
„დიღმის საწვრთნელი ბაზის დანგრევას და კორპუსების აშენებას არავის ვურჩევდი, სანამ დედაქალაქის მერი ვარ, ასეთი გადაწყვეტილება მიღებული არ იქნება“ – კახა კალაძე

„დიღმის საწვრთნელი ბაზის დანგრევას და კორპუსების აშენებას არავის ვურჩევდი, სანამ დედაქალაქის მერი ვარ, ასეთი გადაწყვეტილება მიღებული არ იქნება“ – კახა კალაძე „დიღმის საწვრთნელი ბაზა არის ისტორია, რომელიც უნდა დარჩეს დედაქალაქს და ჩვენს ქვეყანას“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან „დინამო თბილისის“ პრეზიდენტის, რომან ფიფიას განცხადების კომენტირებისას ისაუბრა. მისი თქმით, აღნიშნული ბაზის დანგრევა მისთვის […]