ტაივანის სრუტე ჩინეთის 6-მა საჰაერო ბურთმა გადაიფრინა, ერთი ტაივანის სივრცეში შეიჭრა

ტაივანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 21 იანვარს ტაივანის სრუტე კიდევ ექვსმა ჩინურმა საჰაერო ბურთმა გადაიფრინა, ერთ-ერთმა კი ტაივანის კუნძულის საჰაერო სივრცეც გადაკვეთა, რის შემდეგაც ისინი ტაივანის ჩრდილოეთით გაფრინდნენ. წინა თვეს, ტაივანმა ჩინეთის მიმართულებით მწვავე განცხადება გააკეთა, რომელშიც ჩინეთი საავიაციო უსაფრთხოებისთვის საფრთხის შექმნასა და ტაივანის წინააღმდეგ ფსიქოლოგიური ომის წარმართვაში დაადანაშაულა. ბოლო ინციდენტის დროს, ჩინეთის საჰაერო ბურთებმა ტაივანის […]
რუსეთი აფხაზეთში ხანძრისგან გადარჩენილი ნამუშევრების აღსადგენად რესტავრატორებს გაგზავნის

რუსეთის კულტურის სამინისტრო აპირებს, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში გაგზავნონ რესტავრატორები, რათა სოხუმში, “ეროვნულ სამხატვრო გალერეაში” გაჩენილი ხანძრისგან გადარჩენილი ნამუშევრების აღდგენაზე იმუშაონ. ამის შესახებ საუბარია რუსეთის კულტურის მინისტრის, ოლგა ლიუბიმოვას ტელეგრამ-არხზე. ლიუბიმოვამ ხანძარს აფხაზეთისთვის “ნამდვილი ჰუმანიტარული კატასტროფა” უწოდა. გალერეაში ხანძარი 21 იანვრის გამთენიისას გაჩნდა. ოკუპირებული აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის ე.წ. კულტურის მინისტრის, დიმარა სმირის თქმით, 4 000 ნამუშევრიდან […]
ბექა ლილუაშვილი – ჩვენ ვხედავთ ეკლესიის გამოყენებას ერთი მხრიდანაც, სხვა მხრიდანაც და ყველა მხრიდანაც – ეს არის მავნებლობა

ჩვენ ვხედავთ ეკლესიის გამოყენებას ერთი მხრიდანაც, სხვა მხრიდანაც და ყველა მხრიდანაც – ეს არის მავნებლობა, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ დეპუტატმა, ბექა ლილუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, ნებისმიერი მხრიდან ქართული ეკლესიის პოლიტიკური მიზნით გამოყენება უკიდურესი მავნებლობაა. „ქართული ეკლესიის წვლილი ამ ქვეყნის ისტორიაში, იდენტობაში, კულტურაში არის შეუფასებელი. ეს საქართველოს ყველა მოქალაქისთვის, მისი აღმსარებლობის მიუხედავად, ცხადია. […]
კახა კალაძე – მცდელობაა, განგაში დათესონ, საზოგადოებაში განწყობა გაჩნდეს, რომ რაღაც ხდება, რაღაც უბედურებაა – შესაბამისი სამსახურები მოწოდების სიმაღლეზე არიან

მცდელობაა, რომ განგაში დათესონ, საზოგადოებაში განწყობა გაჩნდეს, რომ რაღაც ხდება, რაღაც უბედურებაა – შესაბამისი სამსახურები მოწოდების სიმაღლეზე არიან,- ასე ეხმაურება დედაქალაქის მერი კახა კალაძე ბათუმში და თბილისში ცრუ შეტყობინებების ფაქტებს. როგორც კალაძემ აღნიშნა, შესაბამისი სამსახურები მოწოდების სიმაღლეზე არიან. „ცხადია, რომ მცდელობაა, განგაში დათესონ, საზოგადოებაში განწყობა გაჩნდეს, რომ რაღაც ხდება, რაღაც უბედურებაა. ჩვენი შესაბამისი სამსახურები მოწოდების […]
ბექა ლილუაშვილი – ირაკლი კობახიძემ ერთ წინადადებაში ორი ერთმანეთთან შეუთავსებელი რამ თქვა – თუ ოპოზიცია არ არსებობს, არჩევნებს ისედაც დამაჯერებლად იგებ, ასეთ შემთხვევაში ან ივანიშვილი რაში გჭირდება ან ნებისმიერი სხვა

ირაკლი კობახიძემ ერთ წინადადებაში ორი ერთმანეთთან შეუთავსებელი რამ თქვა – თუ ოპოზიცია არ არსებობს, არჩევნებს ისედაც დამაჯერებლად იგებ და ასეთ შემთხვევაში ან ბიძინა ივანიშვილი რაში გჭირდება ან ნებისმიერი სხვა, – ასე ეხმაურება “ქართული ოცნების” თავმჯდომარეს პარტია “საქართველოსთვის” დეპუტატი ბექა ლილუაშვილი. ლილუაშვილის შეფასებით, კობახიძის განცხადებები რეფლექსიაა იმ შიდა კონკურენციასა და დაბნეულობაზე, რაც ახლა “ქართულ ოცნებაშია” და […]
კახა კალაძე – კონკრეტული ფაქტები და ქმედებებია, რომ ებრძვიან ეკლესიას, სარწმუნოებას, ყველაფერ ძვირფასს

კონკრეტული ფაქტები და ქმედებებია, რომ ებრძვიან ეკლესიას, სარწმუნოებას, ყველაფერ ძვირფასს – უმსგავსო ფაქტი მოხდა და ხმა არ ამოუღია არავის. არცერთ არასამთავრობო ორგანიზაციას განცხადება არ გაუკეთებია. ვფიქრობ, საზოგადოება ძალიან კარგად ხვდება არსებულ მოცემულობას და კარგ ანალიზსაც აკეთებს, თუ ვინ ვინ არის, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. აღნიშნულით მან ჟურნალისტის კითხვას უპასუხა, […]
რუსეთი აფხაზეთში ხანძრისგან გადარჩენილი ნამუშევრების აღსადგენად რესტავრატორებს გაგზავნის

რუსეთის კულტურის სამინისტრო აპირებს, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში გაგზავნონ რესტავრატორები, რათა სოხუმში, “ეროვნულ სამხატვრო გალერეაში” გაჩენილი ხანძრისგან გადარჩენილი ნამუშევრების აღდგენაზე იმუშაონ. ამის შესახებ საუბარია რუსეთის კულტურის მინისტრის, ოლგა ლიუბიმოვას ტელეგრამ-არხზე. ლიუბიმოვამ ხანძარს აფხაზეთისთვის “ნამდვილი ჰუმანიტარული კატასტროფა” უწოდა. “ახლო მომავალში სოხუმში გაიგზავნება კულტურის სამინისტროს ჯგუფი, რომელშიც შევლენ ი.ე. გრაბარის სახელობის სრულიად რუსეთის სამხატვრო სამეცნიერო-სარესტავრაციო ცენტრის, რესტავრაციის სახელმწიფო […]
ქართუ: რომ არა ივანიშვილის მიმართ არაფორმალური სანქციები, 2-3-ჯერ მეტს გავაკეთებდით

ფონდი ქართუს განცხადებით, მათმა შვილობილმა კომპანიებმა გაასხვისეს მიწის ნაკვეთი, რაზეც მომავალმა ინვესტორმა უნდა განახორციელოს სამშენებლო პროექტი. ქართუ ირწმუნება, რომმმიწის გაყიდვებით მიღებულ შემოსავალს “თავისი საქველმოქმედო მიზნებისკენ მიმართავს და მიმდინარე პროექტებს დაახარჯავს”. ფონდი TV პირველის გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, ბიძინა ივანიშვილი ელიტა ბურჯის ტერიტორიაზე, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე 16 კორპუსს ააშენებს. “მიზანი იყო, დაეჯერებინათ მაყურებლისთვის, რომ […]
იტალიაში ტუნისელი კაცის მკვლელობის საქმეზე 4 პირი დააკავეს, ერთ-ერთი საქართველოს მოქალაქეა

იტალიის ქალაქ პიზაში ტუნისელი მამაკაცის მკვლელობის საქმეზე ოთხი პირი დააკავეს, მათ შორის, ერთ-ერთი საქართველოს მოქალაქეა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. 27 წლის მამაკაცს, ილეს ამრის 5 იანვარს პიზის ცენტრში, სულ მცირე, 20-ჯერ ესროლეს, ყელის და მკერდის არეში მოხვედრილი ორი ტყვია კი ფატალური აღმოჩნდა. გამოძიების ცნობით, ერთ-ერთი ფატალური ჭრილობა ამრის 32 წლის ქართველმა მამაკაცმა, სახელად შოთამ, მიაყენა, […]
2023 წელს ევროკავშირში ექსპორტი $158 მილიონით შემცირდა – რა გაიტანა საქართველომ EU-ში?

2023 წლის განმავლობაში საქართველოდან ევროკავშირში ექსპორტმა 704 მილიონი დოლარი შეადგინა. ეს თანხა 2022 წლის შედეგებთან შედარებით 158 მილიონი დოლარით, ანუ 18%-ით ნაკლებია. შედეგად, ევროკავშირის ბაზარმა მთლიანი ექსპორტის მხოლოდ 11.6% შეადგინა. შედარებისთვის 2022 წელს ევროკავშირის წილი საქართველოს ექსპორტში 15.4% იყო. საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, ევროკავშირში ექსპორტის შემცირება ძირითადად სპილენძის მადნების ექსპორტის კლებით არის განპირობებული. 2023 […]