“დედას გული წასვლია სიხარულით, მეუღლე ჩემი ყველაზე დიდი გულშემატკივარია…” – თედო ბექაურის რთული, მაგრამ წარმატებული გზა – Marao

“დედას გული წასვლია სიხარულით, მეუღლე ჩემი ყველაზე დიდი გულშემატკივარია…” – თედო ბექაურის რთული, მაგრამ წარმატებული გზა – Marao ამბობს, რომ ცხოვრებაში ორჯერ იგემა დიდი გამარჯვება და ორივეჯერ ცეკვის წყალობით შეაყვარა ფართო საზოგადოებას თავი. ერთხელ ფილმში “გაღმა ნაპირი” სასოწარკვეთილი პატარა ბიჭის ცეკვით, მეორედ კი პროექტით – “ცეკვავენ ვარსკვლავები”. ჩვენი სტუმარია თედო ბექაური. – “ცეკვავენ ვარსკვლავების” მე-12 […]

20-მდე რელიგიური ორგანიზაცია მხარდაჭერას უცხადებს ბექა მინდიაშვილს

სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა საბჭო განცხადებას ავრცელებს ტოლერანტობის ცენტრის ხელმძღვანელ ბექა მინდიაშვილის ირგვლივ განვითარებული მოვლენების შესახებ. რელიგიური გაერთიანებები აცხადებენ, რომ 2005 წლიდან მოყოლებული, ტოლერანტობის ცენტრთან მჭიდრო თანამშრომლობით აქტიურად მუშაობენ სახალხო დამცველთან არსებულ რელიგიათა საბჭოში, რომელიც ხშირად „უაღრესად დისკრიმინაციულ გარემოში, ერთადერთ თავისუფალ პლატფორმას წარმოადგენდა ჩვენი ერთობლივი პოზიციის გამოსახატავად“. „თუ არა სახალხო დამცველის მანდატი და ასევე ტოლერანტობის […]

მთავრობა რესპუბლიკური საავადმყოფოს დემონტაჟს იწყებს

საქართველოს მთავრობის სხდომაზე რესპუბლიკური საავადმყოფოს შენობის დემონტაჟზე იმსჯელეს. პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, შენობის რეკონსტრუქცია ძირითად შემთხვევაში შეუძლებელი და არარენტაბელურია, შესაბამისად, იგეგმება ძველი შენობის დემონტაჟი და რესპუბლიკური საავადმყოფოს ბაზაზე აშენდება მრავალპროფილური, მაღალტექნოლოგიური სამედიცინო დაწესებულება. „ჩატარდა 5 სხვადასხვა ექსპერტული კვლევა, მომზადდა შესაბამისი დასკვნები, რომლებმაც კლინიკაში არსებული რთული ვითარება მკაფიოდ წარმოაჩინა. სპეციალისტების დასკვნით, იმისთვის, რომ კლინიკამ საერთაშორისო სტანდარტები […]

რესპუბლიკური საავადმყოფოს ახალი შენობის აშენებისა და აღჭურვის ბიუჯეტი 200 მილიონი ლარია

რესპუბლიკური საავადმყოფოს ახალი შენობის აშენებისა და აღჭურვის ბიუჯეტი 200 მილიონი ლარია. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, რესპუბლიკური კლინიკის ახალ პროექტზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნული თანხების ნაწილი მობილიზებული იქნება სამინისტროს არსებული სახსრებიდან, ნაწილი კი სახელმწიფო ბიუჯეტიდან. აზარაშვილის თქმითვე, საჭიროების შემთხვევაში, დონორებიც მზად არიან ჩაერთონ როგორც აღჭურვის, ისე მშენებლობის ნაწილში, თუმცა […]

სამედიცინო სასწავლებლების წარმატებულ 100-150 სტუდენტს საზღვარგარეთ სწავლისა და ცხოვრების ხარჯებს დაუფინანსებენ

ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, სამინისტრო სახელმწიფო სამედიცინო სასწავლებლების წარმატებულ 100-150 სტუდენტს 2-3 წლის განმავლობაში საზღვარგარეთ სწავლისა და საცხოვრებელ ხარჯებს დაუფინანსებს, დაბრუნების შემდეგ კი, სტუდენტებს სახელმწიფო სამედიცინო კლინიკებში დასაქმების შესაძლებლობა ექნებათ. როგორც მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, პროგრამის ბიუჯეტი პირველ ეტაპზე 10 მილიონი ლარი იქნება. „მინდა ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის შესახებ გითხრათ რამდენიმე სიტყვა. […]

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6588 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6588 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6588 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6576 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0012 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8946 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8941 ლარს შეადგენდა. […]

„ლეგენდების სერიის“ პირველ მატჩზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა დაიწყო!

ფეხბურთელები, რომლებსაც დიდი ხნის განმავლობაში ვგულშემატკივრობდით და რომელთა თამაშისგანაც დიდ სიამოვნებას ვიღებდით, ერთმანეთს 7 მარტს, ბათუმში დაუპირისპირდებიან. მაშ ასე: საქართველოს ნაკრებისა და “ინტერის” ლეგენდების სუპერმატჩზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა TKT.GE-ზე უკვე დაიწყო, ღირებულება კი 15-დან 45 ლარამდეა. GEO11-სა და Inter Forever-ის დაპირისპირება ლეგენდების სერიის პირველი მატჩი იქნება, რომელიც Sports Orient-ის ორგანიზებითა და “ევროპაბეთის” მხარდაჭერით გაიმართება. თავიდან […]

“მივდივართ ზელენსკისა და ორბანის შეხვედრისკენ” | ერმაკი

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ხელმძღვანელმა ანდრეი ერმაკმა განაცხადა, რომ პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და უნგრეთის პრემიერს, ვიქტორ ორბანს შორის შესაძლო შეხვედრისთვის, ორივე მხარე ემზადება: “ჩვენ ნამდვილად მივდივართ ზელენსკისა და ორბანის შეხვედრისკენ. ეს იქნება მთავარი ამოცანა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან დმიტრო კულებასთან უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პიტერ სიიარტოს შეხვედრის დროს. ” ამბობს ერმაკი. უკრაინისა და უნგრეთის საგარეო უწყების […]

“აქ ვერ ისხდებით, სანამ ისინი იქ კვდებიან” – “ჰამასის” მიერ მძევლად აყვანილი მოქალაქეების ნათესავები ისრაელის პარლამენტში შეიჭრნენ

“აქ ვერ ისხდებით, სანამ ისინი იქ კვდებიან” – ამ შეძახილებით “ჰამასის” მიერ მძევლად აყვანილი მოქალაქეების ნათესავები ისრაელის პარლამენტში შეიჭრნენ. აქციის მონაწილეები მოითხოვდნენ, კანონმდებლებმა მეტი გააკეთონ მძევლების გასათავისუფლებლად. მანამდე, მძევლების ნათესავებმა აქცია გამართეს იერუსალიმში, პრემიერ ნეთანიაჰუს სახლის წინ, სადაც კარვები გაშალეს და ისრაელის მთავრობას მძევლების გათავისუფლების მიზნით, შეთანხმების სასწრაფოდ მიღწევისკენ მოუწოდეს. ისრაელის ინფორმაციით, ღაზაში, ამ დროისთვის, […]

თინა ბოკუჩავა – ახლანდელი ანტიკორუფციული ბიურო ყოველთვის პოლიტიკურ დავალებას შეასრულებს, თავად „ოცნების” მაღალჩინოსნების კორუფციას ვერ და არ შეისწავლის

ახლანდელი ანტიკორუფციული ბიურო ყოველთვის პოლიტიკურ დავალებას შეასრულებს, თავად “ოცნების” მაღალჩინოსნების კორუფციას ვერ და არ შეისწავლის, – ამის შესახებ ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც “ქართული ოცნების” ლიდერების ქონებრივი დეკლარაციის შემოწმებასთან დაკავშირებით ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილება შეაფასა. მისივე თქმით, ქვეყანაში ელიტური კორუფციის სერიოზული პრობლემაა, რაც შეუთავსებელია ქვეყნის ეკონომიკურ ზრდასთან და სიღარიბის შემცირებასთან. […]