ქეთევან თურაზაშვილი სტრასბურგში, ევროსაბჭოს საპარლამენტოს ასამბლეის ზამთრის სესიის გახსნაში მონაწილეობს

სტრასბურგში, ევროსაბჭოს საპარლამენტოს ასამბლეის ზამთრის სესია გაიხსნა, რომელშიც პარტია „მოქალაქეების“ აღმასრულებელი მდივანი და პარლამენტის დეპუტატი ქეთევან თურაზაშვილიც მონაწილეობს. პარტია „მოქალაქეების“ ინფორმაციით, ევროსაბჭოს საპარლამენტოს ასამბლეა მიმდინარე კვირას ორ რეზოლუციას უყრის კენჭს, სადაც საქართველოც არის მოხსენიებული. მათგან ერთი მედიის თავისუფლებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების საკითხებს ეხება. მათივე ცნობით, რეზოლუციაში ნიკა გვარამიას პატიმრობის ამბავი განხილულია, როგორც მედია თავისუფლების შეზღუდვის […]
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6588 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6588 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6588 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6576 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0012 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8946 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8941 ლარს შეადგენდა. […]
გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. „ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 23 იანვარს 12:00-დან 14:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში: ქსანი, აღაიანი და მუხრანი. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში,“- აღნიშნულია ინფორმაციაში.
ლაშა დარსალია ე.წ. დავით გარეჯის საქმეზე – ვინმეს ბრალეულობას ან დანაშაულს ვერ შევაფასებ, ჩემი კომპეტენცია არაა – სადელიმიტაციო-სადემარკაციო კომისია ეყრდნობა ყველა მასალას, რომელიც რელევანტურია

ვინმეს ბრალეულობას, ან დანაშაულს ვერ შევაფასებ, ეს ჩემი კომპეტენცია არაა, სასამართლოს კომპეტენციაა, მე მხოლოდ ფაქტებზე შემიძლია საუბარი, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ ე.წ. დავით გარეჯის საქმეზე სასამართლოში განაცხადა, სადაც ის ამ წუთებშიც ჩვენებას აძლევს. ლაშა დარსალია 2019 წლიდან დღემდე სადელიმიტაციო-სადემარკაციო კომისიის თავმჯდომარეა. ჟურნალისტების კითხვაზე, მიიჩნევდა თუ არა, ბრალდებული ივერი მელაშვილი, რომ […]
საქართველოს ოთხივე სათხილამურო კურორტზე 3 დღიანი ფესტივალი „გიზ-გიზი“ გაიმართება

საქართველოს ოთხივე სათხილამურო კურორტზე 3 დღიანი ფესტივალი „გიზ-გიზი“ გაიმართება. ტურიზმის ეროვნული ადმინიტრაციის ინფორმაციით, ფესტივალი 2-4 თებერვალს გუდაურში, 9-11 თებერვალს ბაკურიანში, 17-18 თებერვალს გოდერძიზე, ხოლო 1-3 მარტს მესტიაში ჩატარდება. ფესტივალზე დასწრება თავისუფალია. „ფესტივალის ფარგლებში, ჩემპიონატების პერიოდში, დამსვენებლის მოსაზიდად ზამთრის გასართობი სოფლები მოეწყობა, დაგეგმილია პერფორმანსები, თამაშები და გასართობი აქტივობები. მთელი დღის განმავლობაში მუსიკალურ გაფორმებაზე იზრუნებენ ბენდები და […]
დიმიტრი პესკოვი – კიევის რეჟიმი მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ იერიშებს ახორციელებს

რუსეთი მშვიდობიან მოსახლეობასა და ინფრასტრუქტურაზე უკრაინის თავდასხმების აღკვეთას ცდილობს, – ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. „კიევის რეჟიმი თავისი მანკიერი მხარის ჩვენებას განაგრძობს იმით, რომ იგი სამოქალაქო ინფრასტრუქტურას ურტყამს. ისინი ხალხის, მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ იერიშებს ახორციელებენ“, – განაცხადა პესკოვმა. კვირას, ქალაქ დონეცკზე განხორციელებულ თავდასხმას პესკოვმა „საშინელი ტერორისტული აქტი“ უწოდა. „რუსეთის თავდაცვის სამინისტრო, ჩვენი საჰაერო […]
პეტრე ცისკარიშვილი – „ქართუ ბანკი“, ისევე როგორც „ქართუს“ ეს ვითომ საქველმოქმედო ფონდი ივანიშვილის მიერ პრაქტიკულად შექმნილია ინსტრუმენტად იმისათვის, რომ თავი აარიდოს გადასახადებს და „შავი ფული“ „გაათეთროს“

„ქართუ ბანკი“, ისევე როგორც „ქართუ-ს“ ეს ვითომ საქველმოქმედო ფონდი ივანიშვილის მიერ პრაქტიკულად შექმნილია ინსტრუმენტად იმისათვის, რომ თავი აარიდოს გადასახადებს და შავი ფული გაათეთროს, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა “ქართუს” განცხადებას, რომლის თანახმად, სამშენებლო ბიზნესი, რომელიც ივანიშვილმა წამოიწყო, ქველმოქმედებას ემსახურება, სამშენებლო ბიზნესიდან მიღებულ მოგებას კი საქველმოქმედო მიზნებისთვის დახარჯავს. […]
ჯანდაცვის სამინისტრო – სახელმწიფო მიიღებს დედაქალაქში მრავალპროფილურ საუნივერსიტეტო კლინიკას, რომელიც იქნება კლინიკური სერვისების, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის რეგიონული ჰაბი და სამედიცინო ტურიზმისთვის მიზიდულობის ცენტრი

აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის ბაზაზე, ახალი მრავალპროფილური, მაღალტექნოლოგიური და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი კლინიკა მოეწყობა, რომელიც ყველა ძირითად სამედიცინო მიმართულებას უზრუნველყოფს. აღნიშნულ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. სამინისტროს ცნობით, საერთაშორისო სტანდარტების სამედიცინო დაწესებულება, 500-ზე მეტ საწოლზე იქნება გათვლილი, მოეწყობა ამბულატორია და 100-ზე მეტ საწოლზე გათვლილი დღის სტაციონარი. კლინიკაში განთავსდება ბავშვთა ონკო-ჰემატოლოგიური ცენტრი, გაიხსნება თანამედროვე […]
გიორგი ცაგარეიშვილი – კანონის წინაშე ყველა თანასწორია – მხილებული იქნები კორუფციულ დანაშაულში? – პასუხს აგებ, ამას წყალი არ გაუვა

კანონის წინაშე ყველა თანასწორია – მხილებული იქნები კორუფციულ დანაშაულში? – პასუხს აგებ! – ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა გიორგი ცაგარეიშვილმა განაცხადა. როგორც ცაგარეიშვილმა აღნიშნა, ეს შეტყობინება გაახმოვანა ბიძინა ივანიშვილმა პარტია “ქართული ოცნების” ყრილობაზე. “კანონის წინაშე ყველა თანასწორია – დაწყებული ჩემით, დამთავრებული ქვეყნის პირველი პირებით: – პრემიერით, პრეზიდენტით, პარლამენტის თავმჯდომარით. დაარღვევ? პასუხს აგებ! მათ შორის მხილებული იქნები […]
პროკურატურა – მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა

საქართველოს პროკურატურამ, მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა 2023 წლის 30 იანვარს, შპს ,,კავკასიის სატრანსპორტო კომპანია 2019″ დააფუძნა და დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების მიზნით, კომპანიის სახელით, ინტერნეტ სივრცეში ავტომანქანების ჩამოყვანის თაობაზე ყალბი განცხადებები განათავსა. გამოძების თანახმად, ბრალდებულმა მოქალაქეებთან გააფორმა ნასყიდობის ხელშეკრულებები, […]