გიორგი მშვენიერაძე – ლაშა დარსალიამ დაადასტურა ბევრი ფაქტობრივი გარემოება, რასაც დაცვის მხარე ვუთითებდით

ლაშა დარსალია შეიძლება კარგი დიპლომატია, მაგრამ კარტოგრაფიაში ნამდვილად ვერ ერკვევა, თუმცა ძალიან ბევრი ფაქტობრივი გარემოება, რასაც ჩვენ, დაცვის მხარე ვუთითებდით, დაადასტურა,- ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის ყოფილი უფროსის, ივერი მელაშვილის ადვოკატმა, გიორგი მშვენიერაძემ განაცხადა. ადვოკატის თქმით, ბრალდების მხარის მოწმემ, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ, ვერ დაასახელა ვერცერთი […]

ოკუპირებულ ცხინვალში, რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის, ძალოვანი უწყებები გაძლიერებულ რეჟიმზე გადაჰყავთ

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში, რუსეთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის მზადება მიმდინარეობს. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა ალან გაგლოევმა იანვარში უკვე მეორე თათბირი ჩაატარა. პირველად თუ ადგილობრივი ადმინისტრაციების და ე.წ სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები შეკრიბა, ამჯერად ძალოვანი უწყებების ხელმძღვანელებს შეხვდა. დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის ძირითადი საქმიანობა ამჟამად მიმართულია იქითკენ, რომ დე ფაქტო რესპუბლიკის ტერიტორიაზე რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებმა მშვიდ […]

რესპუბლიკურ საავადმყოფოში ჯანდაცვის სამინისტროსა და მედპერსონალს შორის შეხვედრა გაიმართა

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ილია ღუდუშაური რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებს შეხვდა. შეხვედრა რესპუბლიკურ საავადმყოფოში გაიმართა. ილია ღუდუშაურმა, სამედიცინო პერსონალს საავადმყოფოსთან დაკავშირებული სამომავლო გეგმებისა და კომპენსაციების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს ბაზაზე, ახალი, მრავალპროფილური, მაღალტექნოლოგიური და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი კლინიკა მოეწყობა, რომელიც ყველა ძირითად სამედიცინო მიმართულებას დაფარავს. საერთაშორისო სტანდარტების სამედიცინო დაწესებულება, 500-ზე მეტ საწოლზე […]

დიდმა ბრიტანეთმა „ჰამასთან“ დაკავშირებულ პირებს სანქციები დაუწესა

დიდმა ბრიტანეთმა „ჰამასთან“ დაკავშირებულ პირებს სანქციები დაუწესა. ამის შესახებ ინფორმაციას დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. დიდი ბრიტანეთის მიერ დაწესებული სანქციები იმ პიროვნებებზე ვრცელდება, რომლებიც „ჰამასის“ დაფინანსებაში იღებენ მონაწილეობას, მათ შორის ირანიდან. „ეს სანქციები „ჰამასს“ მკაფიო მესიჯს უგზავნის. დიდი ბრიტანეთი და პარტნიორები მზად არიან უზრუნველყონ, რომ მათთვის, ვინც ტერორისტულ ქმედებებს აფინანსებს, დასამალი ადგილი არ იყოს“, […]

ლევან ბეჟაშვილი და ანა წითლიძე ნორვეგიის პარლამენტის წევრს და PACE – ნორვეგიის დელეგაციის ხელმძღვანელს ინგრიდ შოუს შეხვდნენ

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე ლევან ბეჟაშვილი და საპარლამენტო ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი ანა წითლიძე ნორვეგიის პარლამენტის წევრს და PACE – ნორვეგიის დელეგაციის ხელმძღვანელს ინგრიდ შოუს შეხვდნენ. „ნაციონალური მოძრაობის“ინფორმაციით, პარტიის ლიდერებს ერთი კვირის განმავლობაში ექნებათ მაღალი რანგის შეხვედრები სხვადასხვა დასავლელ ლიდერებთან. ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, სესიის განმავლობაში დაგეგმილია შეხვედრები სხვადასხვა ქვეყნების და ევროსაბჭოს ქვეყნების […]

გასულ წელს თურქმენეთმა ნავთობის მოპოვება 15,5%-ით გაზარდა

სახელმწიფო კონცერნ „თურქმენნეფტის“ ნავთობისა და გაზის წარმოების დეპარტამენტის „გუმდაგნეფტის“ სპეციალისტებმა 2023 წელს ნავთობის მოპოვების ახალი რეკორდი დაამყარეს. ამის შესახებ თურქმენული საინფორმაციო სააგენტო Turkmenportal იტყობინება. წლის განმავლობაში ნავთობის მრეწველობის მუშაკებმა 580,8 ათას ტონაზე მეტი „შავი ოქრო“ აწარმოვეს, რაც 2022 წელთან შედარებით 15,5%-ით მეტია. წლიური გეგმის შესრულებამ 112.6% შეადგინა. ამჟამად Gumdagneft-ის თანამშრომლები 2024 წლის იანვრის გეგმის გადაჭარბებას […]

ბათუმის ოთხი დიდი სავაჭრო ცენტრიდან მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა – ბოლო ცნობები ადგილიდან

ბათუმის ოთხი დიდი სავაჭრო ცენტრიდან მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა – ბოლო ცნობები ადგილიდან · 49 ბათუმის ოთხი დიდი სავაჭრო ცენტრიდან მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა. „მეტრო სითის“, „გრანდ მოლის“, „ბათუმი პლაზასა“ და „ბათუმი მოლის“ ტერიტორია თანამშრომლებს და იქ მყოფ მოქალქეებს 18:00 საათის შემდეგ პოლიციის მითითებით დაატოვებინეს. არსებული ინფორმაციით, ევაკუაცია შენობებში ასაფეთქებელი მოწყობილობების არსებობის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ განხორციელდა.

მსოფლიოში თამბაქოს მომხმარებელთა რაოდენობა მცირდება

თამბაქოს მოხმარება, რაც ადამიანის ჯანმრთელობას დიდ ზიანს აყენებს, მსოფლიოსთვის კვლავ ერთ-ერთ გამოწვევად რჩება. მას წელიწადში, საშუალოდ, 1,25 მილიარდი ზრდასრული ადამიანი მოიხმარს. თუმცა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის თანახმად, თამბაქოს მომხმარებელთა რაოდენობა მცირდება. კვლევა აჩვენებს, რომ 2022 წელს თამბაქოს მოიხმარდა გამოკითხული ხუთი ადამიანიდან ერთი, როცა 2000 წელს ეს მაჩვენებელი სამიდან ერთი იყო. „ბოლო წლებში თამბაქოს კონტროლის კუთხით პროგრესი […]

“ტრაგედიაა თითოეული ჩვენგანისთვის” – სალომე ზურაბიშვილი აფხაზ ხელოვანთა “ოქროს ფონდის” დაწვაზე

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ X-ში გამოეხმაურა სოხუმის ცენტრალურ საგამოფენო დარბაზში გაჩენილი ხანძრის შედეგად ხელოვნების ნიმუშების განადგურებას. სალომე ზურაბიშვილის თანახმად, მომხდარი არის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. ხელისუფლებისა და რუსეთის საოკუპაციო ძალების მხრიდან კულტურული მემკვიდრეობის უგულებელყოფის შედეგი. “ხანძარი, რომელმაც გაანადგურა ოკუპირებულ აფხაზეთში სოხუმის ეროვნული გალერეა, ტრაგედიაა თითოეული ჩვენგანისთვის. ვწუხვარ იმის გამო, რაც წარმოადგენს პირდაპირ შედეგს […]

“როდის დაბრუნდება ჩემი ქმარი შინ?” – პუტინის საარჩევნო კამპანიის შტაბბინაში ჯარისკაცების ცოლები მივიდნენ

რუსი ჯარისკაცის ცოლი გასულ უქმეებზე პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის საარჩევნო კამპანიის სათავო ოფისში მივიდა და იქ მისი ქმრის შინ დაბრუნება მოითხოვა. უკრაინაში წამოწყებული სრულმასშტაბიანი ომის კრიტიკა ქვეყანაში კვლავ უკანონო და აკრძალული ქმედებაა. “ვლადიმირ ვლადიმირის ძე პუტინმა გამოსცა განკარგულება, რომ ჩემი ქმარი იქ უნდა იყოს. მაინტერესებს, როდის გამოსცემს განკარგულებას იმის შესახებ, რომ ჩემი ქმარი შინ უნდა დაბრუნდეს”, […]