ზელენსკი გამოდის რამდენიმე მოქალაქეობის კანონპროექტით უცხოელი მეომრებისთვის

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის ერთიანობის დღე აღნიშნა წარმოდგენით კანონპროექტისა, რომელიც მოიცავს რამდენიმე მოქალაქეობის ქონის უფლებას – რაც უცხოელ მეომრებს და სხვა ქვეყნებში მცხოვრებ უკრაინელებს საშუალებას მისცემს თავიანთი მოქალაქეობის დათმობის გარეშე მიიღონ უკრაინის პასპორტები. უკრაინის ერთიანობის დღე მიემართება უკრაინის სახალხო რესპუბლიკის 1919 წლის გაერთიანების აქტს და მოკლე ისტორიის მქონე დასავლეთ უკრაინის სახალხო რესპუბლიკას. 22 იანვარს […]
ისლამაბადი და თეირანი აცხადებენ ელჩების დაბრუნებას, პაკისტანში ირანის მინისტრის ვიზიტს

ირანმა და პაკისტანმა ერთობლივ განცხადებაში თქვეს, რომ მათი ელჩები თავ-თავიანთ პოსტებს დაუბრუნდებიან და რომ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი მომავალ კვირაში ისლამაბადში ჩავა – რაც ნიშანია, რომ მეზობელი ქვეყნები დაძაბულობის განმუხტვას ცდილობენ. პაკისტანმა თეირანიდან თავისი ელჩი გამოიწვია და ირანის ელჩს ისლამაბადში დაბრუნების უფლებას არ აძლევდა მას მერე, რაც ირანსა და პაკისტანს შორის გასულ კვირაში სროლა იყო, […]
დიდმა ბრიტანეთმა “ჰამასთან” დაკავშირებულ პირებს სანქციები დაუწესა

დიდმა ბრიტანეთმა “ჰამასთან” დაკავშირებულ პირებს, მათ შორის ფინანსისტებსა და პალესტინის მებრძოლი ჯგუფების ლიდერებს, სანქციები დაუწესა. ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი, დევიდ კამერონი ამბობს, რომ ეს ზომები “ჰამასის” დაფინანსების შეწყვეტას, მათ შორის ირანისგან მიღებული დაფინანსებას ხელს შეუწყობს. “ეს სანქციები მკაფიო შეტყობინებას უგზავნის “ჰამასს” – დიდი ბრიტანეთი და ჩვენი პარტნიორები მზად არიან უზრუნველყონ, რომ არ იყოს დამალული ადგილი […]
უკრაინის თავდაცვამ მილაკოვის რეგიონში რუსული რაკეტა გაანადგურა

უკრაინის საჰაერო თავდაცვამ მილაკოვის რეგიონში რუსული ჯარების მიერ სუ-34 გამანადგურებელი თვითმფრინავიდან გაშვებული რუსული რაკეტა Kh-59 ჩამოაგდო. ინფორმაციას სამხრეთ უკრაინის თავდაცვის ძალები ავრცელებს. “უკრაინის სამხრეთში მტრის ტაქტიკური ავიაციის აქტივობასთან დაკავშირებული საჰაერო განგაშის დროს, რუსულმა სუ-34-ის მოიერიშე თვითმფრინავმა გაუშვა მართვადი საჰაერო რაკეტა Kh-59. საჰაერო თავდაცვის ძალებმა გაანადგურეს რაკეტა მიკოლაივის რეგიონში”, – ნათქვამია განცხადებაში. სამხედროების განცხადებით, რაკეტის ფრაგმენტების […]
აფხაზური ფერწერის ოქროს ფონდი განადგურებულია | ძლიერი ხანძარი სოხუმის ეროვნულ სამხატვრო გალერეაში – ვერსიები და ბოლო ცნობები

აფხაზური ფერწერის ოქროს ფონდი ფაქტობრივად განადგურებულია. ძლიერმა ხანძარმა სოხუმის ეროვნულ სამხატვრო გალერეაში ხელოვნების რამდენიმე ათასი ნიმუში გაანადგურა. განსაკუთრებით ტრაგიკულია აფხაზი მხატვრების მემკვიდრეობის ბედი, რომლისგანაც ფაქტობრივად აღარაფერი გადარჩა. ხანძრის მიზეზები უცნობია და თბილისშიც და სოხუმშიც ამ თემაზე ბევრი ვერსია და სპეკულაციები ვრცელდება. თავად სოხუმში ადამიანებს, რომლებიც კარგად იცნობდნენ გალერეაში შექმნილ ვითრებას, ხანძრი არ გაკვირვებიათ. საცავში და […]
მუქარა შესაძლო აფეთქებებით – ცრუ განგაში ბათუმის სავაჭრო ცენტრებში | სუს-ის დაგვიანებული რეაქცია და განმარტება

ტერორი სულ უფრო მასშტაბური ხდება. ბათუმში 4 სავაჭრო ცენტრის დაცლისა და დახურვის შემდეგ სუსი იძულებული გახდა განმარტებები გაეკეთებინა. უსაფრთხოების სამსახური ამტკიცებს, რომ მუქარის შეტყობინებები საზღვარგარეთიდან შემოდის და უცხოელ კოლეგებს ინფორმაცია უკვე მიაწოდეს. ტერორის წყაროდაც და გამოძიებაში პარტნიორებადაც რუსული მხარეები იგულისხმაბა. ქართული უსაფრთხოება ადასტურებს, რომ შეტყობინებები რუსულ ტელეგრამ არხებზე ვრცელდება. თითქმის ერთი თვეა საქართველოში სატელეფონო შანტაჟის […]
კრემლი უცხოეთში გაქცეული მოქალაქეების აღრიცხვას იწყებს | “ოცნება” უარყოფს, რომ რუსულ სპეცსამსახურებთან ითანამშრომლებს

რუსეთი საკუთარი მოქალაქეების ტოტალურ კონტროლს აანონსებს. პუტინის რეჟიმის ახალი პროვოკაციული გეგმის მიხედვით, კრემლი უცხოეთში გაქცეულ რუსეთის მოქალაქეებს აღრიცხავს და საჭიროების შემთხვევაში სხვადასხვა აკრძალვას დაუწესებს. თუმცა იმისათვის რომ გეგმა სისრულეში მოვიდეს, აუცილებელია უცხო ქვეყანამ ამა თუ იმ რუსეთის მოქალაქეზე ინფორმაცია გასცეს, რაც პირდაპირ პუტინის რეჟიმთან თანამშრომლობას გულისხმობს. რომელი სახელმწიფო იქნება მზად რუსულ სპეცსამასხურებთან თანამშრომლობის უცნობია. საქართველოს […]
პოლონეთი და უკრაინა ურთიერთობის გაუმჯობესების პირობას დებენ

პოლონეთისა და უკრაინის ლიდერები პირობას დებენ, რომ პოლიტიკურ უთანხმოებას, რომელმაც ომის დროინდელი მნიშვნელოვანი კავშირი გარკვეულწილად გაანელა, გადალახავენ და თავდაცვის კუთხით თანამშრომლობას გააძლიერებენ. პოლონეეთის ახალი პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკის პირველი ვიზიტი უკრაინაში ორშაბათს დაიწყო. მან ვოლოდიმირ ზელენსკის მეგობრობა და მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაუდასტურა და თქვა, რომ მხარეებმა სატვირთოების პოლონელი მძღოლების პროტესტის თაოაბაზე ურთიერთგაგებას მიაღწიეს. “პოლონეთი ყველაფერს გააკეთებს […]
,,წერეთელზე ავიარე-ჩავიარე, ვათვალიერებ. ვგრძნობ, მომყვება ვიღაც ტიპი რაციით…” – ბექა ყორშია

ჟურნალისტი ბექა ყორშია: ,,არ გავსულვარ წერეთელზე მას მერე და უბრალოდ დამაინტერესა, რა ხდებოდა. ავიარე-ჩავიარე, ვათვალიერებ. ვგრძნობ, მომყვება ვიღაც ტიპი რაციით და იმდენად უნიჭოდ მითვალთვალებს, მგონია, უნდა, რომ შევამჩნიო. თან მისი ხმა მესმის უკნიდან, როგორ იძახის რაციაში არც ისე ხმადაბლა: – არაფერს არ შვება, დადის უბრალოდ… ცოტა ხანში მარკეტში შევდივარ და მალევე გამოვდივარ. ამ დროს ეს […]
რატომ იწელება იანვარი უსასრულოდ?

სამეცნიერო ახსნა თუ რატომ იწელება იანვარი უსასრულოდ – New Statesman როზ ჩასტის The New Yorker-ში გამოქვეყნებული ვირუსული ილუსტრაციაც იმას ასახავს, რაც გულში ყველამ ვიცით – იანვარი წლის ყველაზე გრძელი თვეა. ერთი შეხედვით, ამ შეგრძნებას საფუძველი არ უნდა ჰქონდეს. წელიწადში რამდენიმე თვეა ოცდათერთმეტით და თუ მაინცდამაინც რომელიმე თვე უნდა ვაქილიკოთ სიგრძის გამო, ეს თებერვალი უნდა იყოს. […]