თბილისის ნაწილს წყალი დილამდე შეუწყდა | ქუჩების ჩამონათვალი და აღდგენის დრო

თბილისის ზოგიერთ ქუჩას წყალმომარაგება შეზღუდული აქვს. ინფორმაციასა და ქუჩების ჩამონათვალს კომპანია GWP ავრცელებს: · სამგორის რაიონი: 22/01 20:00-დან 23/01 08:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდა: ვარკეთილი 3, მე-2 მ/რ – N 1, 1 ა, 10, 12,13, 14,15,16, 17, 18, 19, 20, 20 ა, 21, 22, 23, 39, 34, 38, 40, 41 კორპუსებს; · ისნის რაიონი: 22/01 12:45-დან […]

ყირგიზეთში 7.01 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

ყირგიზეთში, სინძიანის სასაზღვრო რეგიონში 7.01 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას გერმანიის გეომეცნიერებათა კვლევითი ცენტრი (GFZ) ავრცელებს. GFZ-ის ცნობით, მიწისძვრა 10 კმ სიღრმეზე იყო. საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ცნობით, ახლომდებარე ყაზახეთში, იგივე მიწისძვრა 6,7 მაგნიტუდის სიმძლავრის იყო. განმეორებითი ბიძგები უზბეკეთშიც იგრძნობოდა. დაშავებულებისა და ზარალის შესახებ ინფორმაცია არ არის.

ჯოზეფ ბორელი – მინისტრები შეთანხმდნენ, რომ ახლა არ არის დრო, უკრაინის მიმართ მხარდაჭერა შევასუსტოთ, პირიქით, დროა, მეტი გავაკეთოთ და უფრო სწრაფად

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ თებერვლის დასაწყისში კიევს ეწვევა. „მინისტრები შეთანხმდნენ, რომ ახლა არ არის ის დრო, რომ უკრაინის მიმართ ჩვენი მხარდაჭერა შევასუსტოთ, პირიქით, დროა მეტი გავაკეთოთ და უფრო სწრაფად: ფინანსური რესურსებით, სამხედრო აღჭურვილობით, ჯარისკაცების წვრთნებით და ყველაფრით, რაც უკრაინას […]

ჯოზეფ ბორელი – მოხარული ვიქნები, თუ ტრამპი უკრაინელებს 24 საათში ომის დასასრულებლად „ჯადოსნურ ფორმულას“ შესთავაზებს

მე, რა თქმა უნდა, მოხარული ვიქნები, თუ ტრამპი უკრაინელებს 24 საათში ომის დასასრულებლად „ჯადოსნურ ფორმულას“ შესთავაზებს , – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა. ჯოზეფ ბორელი აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც თუ იგი 2024 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვებს, უკრაინასა და რუსეთს შორის ომს […]

,,ნიუსრუმში ლამის ქაქუცა კატა ვამუშაოთ მემონტაჟედ, ისეთ დღეში ვართ” – ნინო ჯანგირაშვილი

,,კავკასიის” დირექტორი, ჟურნალისტი ნინო ჯანგირაშვილი: ,,რა მინდა გითხრათ: ჩვენი ტვ ხომ ბოლო ორი წელია პრაქტიკულად უბიუჯეტოდ მუშაობს. მართლა. ფაქტიურად ნახევრადდახურულ რეჟიმში ვართ. ნიუსრუმში ლამის ქაქუცა კატა ვამუშაოთ მემონტაჟედ, ისეთ დღეში ვართ. ხოდა, ვათვალიერებდი რეიტინგებს და ჩვენი ნიუსი ხანდახან თურმე მოამბის მთავარ გამოშვებას უსწრებს. ჩვენი კარგიც, მაგრამ ამ ასმილიონიან ტელევიზიას მიხედეთ ხალხო, ტეხავს ამდენი ფულის უნიტაზში […]

2023 წელს ესპანეთს 84 მლნ-ზე მეტი ტურისტი ეწვია

ესპანეთის მრეწველობისა და ტურიზმის სამინისტროს მონაცემებით, 2023 წელს ქვეყანას 84 მილიონზე მეტი ადამიანი ესტუმრა, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. 2023 წელს ქვეყანაში ჩასული ტურისტების რაოდენობა, პანდემიამდელ, 2019 წელს მიღწეულ მაჩვენებელზე 1%-ით, ხოლო 2022 წლის მაჩვენებელზე 19%-ით მეტია. სტატისტიკის მიხედვით, 2019 წელს ტურისტების მაქსიმალური რაოდენობა 83,5 მილიონი იყო. 2023 წელს ეს მაჩვენებელი 84 მილიონამდე გაიზარდა. 2023 წელს […]

რა ფასად შეიძენთ დოლარსა და ევროს 23 იანვარს | ვალუტის კურსი

რა ფასად შეიძენთ დოლარსა და ევროს 23 იანვარს – ეროვნული ბანკის განახლებული, ოფიციალური მონაცემებით: · 1 აშშ დოლარი – 2.6588; · 1 ევრო – 2.8946; · 1 ფუნტი – 3.3780; · 1 ლირა კი 0.0879 ლარი ეღირება.

პოლონეთში ქართველი “ჯიბის ქურდები” დააკავეს

პოლონეთში, ქალაქ ურსუსში ქურდობის ბრალდებით ქართველები დააკავეს. როგორც ადგილობრივი მედია წერს, 40 და 47 წლის ქართველებმა 53 000 ზლოტზე მეტი ღირებულების ნივთები მოიპარეს. საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ ისინი ჯიბის ქურდები იყვნენ. ჩადენილი დანაშაულისთვის მათ 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. ასევე, როგორც პოლონური მედია წერს, სტატისტიკურად ყველაზე მეტ დანაშაულს ქართველები სჩადიან.

კონგოში, სატვირთო ავტომობილი ხევში გადავარდა | დაიღუპა 18 ადამიანი, დაშავებულებს შორის 15 მოზარდია

სამხრეთ-დასავლეთ კონგოში სატვირთო ავტომობილის ხევში გადავარდა. დაიღუპა 18 ადამიანი, დაშავდა ათობით პირი – ამ დროისთვის დაშავებულების რაოდენობა არ კონკრეტდება, თუმცა, ცნობილია, რომ მათ შორის 15 არასრულწლოვანია, გარდა ამისა, მძიმე მდგომარეობაშია 6 პირი. მედიის ცნობით, სატვირთო მანქანას ტვირთი და მგზავრები კონგოს ცენტრალურ ოლქში, შორეულ კასანგულუს ტერიტორიაზე გადაჰყავდა. შემთხვევის გამომწვევი მიზეზი მაღალი სიჩქარეა.

“ნაპოლი” – “ინტერი” – უსახური პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა

იტალიის სუპერთასის ფინალის მატჩის პირველი ტაიმი „ნაპოლისა“ და „ინტერს“ შორის 0:0 დასრულდა. ნეაპოლური გუნდი თავიდანვე დაეუფლა ინიციატივას, თუმცა მომენტებს ვერც ერთი გუნდი ვერ ქმნიდა და თამაში მთლად ლამაზი სანახავი ვერ იყო. შემდეგ მილანურმა გუნდმა შეუტია, რამაც შედეგი ვერ გამოიღო და პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა.