აშშ-მ და დიდმა ბრიტანეთმა იემენელ ჰუსიტებზე ახალი იერიშები მიიტანა

აშშ-მ და დიდმა ბრიტანეთმა იემენელ ჰუსიტებზე ახალი იერიშები მიიტანა. პენტაგონის ერთობლივი განცხადების მიხედვით, მათ იერიში მიიტანეს 8 სამიზნეზე, მათ შორის მიწისქვეშა საწყობებზე, ასევე ჰუსიტების სარაკეტო და სადაზვერვო საშუალებებზე. განცხადებაში ხაზგასმულია და მხარეები ჰუსიტებს აფრთხილებენ, რომ აშშ და დიდი ბრიტანეთი უკან არ დაიხევენ, როცა საქმე ეხება დიდი მნიშვნელობის მქონე წყლებში სიცოცხლისა და თავისუფალი სავაჭრო მიმოსვლის დაცვას. […]

ვადასტურებ, რომ “ლელო” თანამშრომლობს ერთ-ერთ ძალიან მნიშვნელოვან და მაღალრეპუტაციულ ამერიკულ საკონსულტაციო კომპანიასთან, რომლის ერთ-ერთი მაღალი დონის სპეციალისტი ჯერემი როზნერია – ირაკლი კუპრაძე

ვინ ცდილობდა საქართველოს წარმატების გადაფარვას – “ლელოში” ადასტურებენ, რომ ჯერემი როზნერთან და მის ლობისტურ კომპანიასთან აქტიური კომუნიკაცია აქვთ. პარტიის ”ლელო საქართველოსთვის” გენერალური მდივნის ირაკლი კუპრაძის განცხადებით, როზნერი ერთ-ერთი მრჩეველია, რომელიც “ლელოს” რიგ პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით რჩევებს აძლევს და მის კომპანიასთან მუდმივი კომუნიკაცია აქვთ. “ვადასტურებ იმას, რომ “ლელო” თანამშრომლობს ერთ-ერთ ძალიან მნიშვნელოვან და მაღალრეპუტაციულ ამერიკულ საკონსულტაციო […]

კონსულტანტების რჩევა-დარიგებით სახელმწიფო გადატრიალებების მოწყობა ვერ აღსრულდება – გიორგი ცაგარეიშვილი ლობისტ როზნერზე

პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილის, გიორგი ცაგარეიშვილის განცხადებით, “ლელოს”, “ნაციონალური მოძრაობის” და სხვა მკვეთრად რადიკალურად განწყობილი პარტიების მიზანია, ნებისმიერი საშუალების გამოყენებით, ხელისუფლების შეცვლა, რისთვისაც ე.წ. კონსულტანტებიც იქნებიან გამოყენებულნი. ცაგარეიშვილის თქმით, კონსულტანტების რჩევა-დარიგებით სახელმწიფოს გადატრიალებების მოწყობა ვერ აღსრულდება. “ლელოს”, “ნაციონალური მოძრაობის” და სხვა მკვეთრად რადიკალურად განწყობილი პარტიების მიზანია, ნებისმიერი მიზნით და ნებისმიერი საშუალების გამოყენებით, ხელისუფლების […]

არასრულწლოვანი გოგონას გაუპატიურებაში ბრალდებული ბიძის აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს

სასამართლომ არასრულწლოვანი გოგონას გაუპატიურებაში ბრალდებული ბიძის აღკვეთის ღონისძიებაზე დღეს უნდა იმსჯელოს. პროკურატურამ კაცს ბრალი უკვე წარუდგინა, რომლის დამტკიცების შემთხვევაშიც, მას 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება. შეგახსენებთ, შემთხვევა კახეთში ერთ-ერთ ფერმაში მოხდა. მამიდის ქმარმა 13 წლის გოგო გააუპატიურა და მიიმალა. რამდენიმესაათიანი ძებნის შემდეგ, კაცი იპოვეს და, შურისძიების მიზნით, სხეულზე, ცივი იარაღით, მრავლობითი დაზიანებები მიაყენეს. პარალელურად, […]

ჩინეთ-ყირგიზეთის საზღვარზე ძლიერი მიწისძვრა მოხდა, არიან დაშავებულები

ჩინეთ-ყირგიზეთის საზღვარზე 7.0 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. ჩინეთის მიწისძვრის ქსელების ცენტრმა განაცხადა, რომ მიწისძვრის ეპიცენტრი სინძიანის რეგიონში, უშუს მუნიციპალიტეტში დაფიქსირდა და სტიქიის ზონაში დაახლოებით 200 მაშველი გაგზავნეს. გავრცელებული ინფორმაციით, ექვსი ადამიანი დაშავდა და 120-ზე მეტი სახლი დაზიანდა. დაშავებული ექვსი ადამიანიდან ორს მძიმე დაზიანებები აღენიშნება. მიწისძვრამ ელექტროგადამცემი ხაზებიც დააზიანა, თუმცა მოსახლეობას ელექტროენერგიის მიწოდება მალევა აღუდგა. ჩინეთის მიწისძვრის […]

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. „ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 23 იანვარს 12:00-დან 14:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში: ქსანი, აღაიანი და მუხრანი. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში,“- აღნიშნულია ინფორმაციაში.

დაპირებიდან თვეზე მეტი გავიდა | პედაგოგები ითხოვენ პასუხს კითხვაზე, როდის ჩატარდება დირექტორთა კონკურსი

სკოლის დირექტორების პროტესტი შესაძლოა ისევ განახლდეს – განათლების სამინისტრომ დირექტორების შესარჩევი კონკრუსის ხელახლა ჩატარების დაპირება გასცა, თუმცა ერთი თვის შემდეგაც უცნობია ზუსტი თარიღი. ამ თემაზე დღეს განათლების დამცველთა ასოციაცია პრესკონფერენცაის გამართავს და ხელისუფლებას საჯაროდ მოუწოდებს, შეასრულოს დაპირება, წინააღმდეგ შემთხვევაში, პედაგოგების პროტესტი გაგრძელდება. “განათლების მინისტრმა მოგვცა ოფიციალური დაპირება და დოკუმენტშიც ასახა ეს, რომ დირექტორთა კონკურსი ხელახლა […]

ევროპის ქალაქები, სადაც წელს ტურისტული გადასახადი იზრდება

უამრავი ქვეყნისთვის ვიზიტორების სიმრავლე მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს და ამ პრობლემასთან გამკლავებას სხვადასხვა ხერხით ცდილობენ. ამის მაკონტროლებელ ერთ-ერთ საშუალებას ტურისტული გადასახადის დაწესებაც წარმოადგენს. სწორედ ამიტომ, მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში მოგზაურობისას ტურისტები დამატებით ტურისტული გადასახადით იბეგრებიან. ხშირად მსგავსი ტიპის მოსაკრებელი სასტუმროს ან ავიაბილეთის ღირებულებას ემატება. ტურისტული გადასახადის შემოღებას წელს არაერთი ევროპული ქვეყანა გეგმავს, ზოგიერთი მათგანი კი მის კიდევ […]

Axios: ისრაელმა ჰამასს შესთავაზა ცეცხლის ორი თვით შეწყვეტა

ისრაელმა პალესტინელთა რადიკალურ ისლამისტურ მოძრაობა ჰამასს შესთავაზა საბრძოლო მოქმედებების ორი თვით შეწყვეტა და სანაცვლოდ ყველა მძევლის გათავისუფლება. ამის შესახებ ამერიკული ინტერნეტ-გამოცემა Axios-ი წერს ისრაელის ორ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ისრაელის მთავრობის წინადადება ჰამასს გადასცეს შუამავალი ეგვიპტის და კატარის წარმომადგენლებმა. ჰამასის პასუხი ჯერჯერობით უცნობია. ამერიკული გამოცემის წყაროთა თანახმად, შეთანხმების შემთხვევაში, პირველ ეტაპზე უნდა გათავისუფლდნენ ღაზის სექტორში მძევლად […]

ახლო აღმოსავლეთში ომი გრძელდება – ისრაელის ჯარები უფრო ღრმად შედიან ღაზის სექტორის სამხრეთით, სადაც სასტიკი ბრძოლები მიმდინარეობს

ახლო აღმოსავლეთში ომი გრძელდება – ისრაელის ჯარები უფრო ღრმად შედიან ღაზის სექტორის სამხრეთით, ქალაქ ხან-იუნისში, სადაც სასტიკი ბრძოლები მიმდინარეობს. ათასობით პალესტინელი სამხრეთით რაფაჰში გაიქცა. ისრაელის თავდაცვის ძალებს საავადმყოფოს დარბევასა და ალყაში მოქცევაში ადანაშაულებენ. სამხედროების განცხადებით კი, ისინი ცდილობენ, თავი აარიდონ იმ ადგილებს, რომლებსაც მშვიდობიანი მოსახლეობა აფარებს თავს. ხან-იუნისში ისრაელის გაძლიერებული იერიშების შედეგად, ბოლო 24 საათში, […]