უკრაინაზე მორიგი სარაკეტო შეტევაა

დღეს დილით, უკრაინის თითქმის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაში გამოცხადდა რუსეთის მხრიდან მორიგი სარაკეტო იერიშის გამო. მოქალაქეებს თავშესაფრებში გადასვლისკენ მოუწოდეს. საჰაერო განგაში ადგილობრივი დროით დილის 6 საათზე დაიწყო სუმის ოლქიდან და მალევე გავრცელდა უკრაინის სხვა ოლქებსა და დედაქალაქ კიევზე. უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, სარაკეტო თავდასხმისთვის რუსეთის კალუგის და მურმანსკის ოლქებიდან აფრინდნენ რუსული არმიის თვითმფრინავები Ту-95МС და […]
“ხვიჩას ბევრი საუბარი არ უყვარს… გუნდურად უფრო გაზრდილია… სიყვარული ხელს ვერ შეგიშლის” – ნუკრი რევიშვილი

ხვიჩა კვარაცხელიას ამბებით ქართველი გულშემატკივრები რამდენიმე წელია, აქტიურად ინტერესდებიან. როცა “კვარა” რუსეთში გამოდიოდა, საქართველოს ნაკრების ყოფილ მეკარე ნუკრი რევიშვილთან მასზე არაერთხელ გვისაუბრია. ერთ-ერთი ბოლო ინტერვიუს დროს ნუკრიმ გვითხრა, რომ ხვიჩას ამბიციურ ევროპულ კლუბში აუცილებლად ვიხილავდით და ყველაფერი ასეც მოხდა. რევიშვილი მამუკა ჯუღელთან ერთად სამენეჯერო საქმიანობაშია ჩართული. მასთან არაერთი თემა დაგვიგროვდა და საინტერესო ინტერვიუ გამოგვივიდა. მათ […]
პუტინის საარჩევნო შტაბბინაში მობილიზებულთა ცოლები მივიდნენ და ქმრების სახლში დაბრუნება მოითხოვეს

რუსეთში, ომში მობილიზებული ჯარისკაცების ცოლების ჯგუფის, “გზა შინისკენ” წევრები მოსკოვში პრეზიდენტობის კანდიდატის, ვლადიმერ პუტინის საარჩევნო შტაბის საჯარო მიღებაზე მივიდნენ და მობილიზებულთა სახლში დაბრუნება მოითხოვეს. ერთ-ერთმა ჯგუფის წევრმა, მარია ანდეევამ შტაბის თანამშრომელს ჰკითხა, როდის მოაწერდა პუტინი ხელს დემობილიზაციის შესახებ განკარგულებას. მან თქვა, რომ მისი შვილი, მამის გარეშე, მეტყველების განვითარების შეფერხებას განიცდის. ქალების მცირე ჯგუფთან დისკუსიაში შევიდა […]
თბილისის ზოგიერთ ქუჩას წყალმომარაგება შეეზღუდება | მისამართები და აღდგენის დრო

თბილისის ზოგიერთ ქუჩას წყალმომარაგება შეეზღუდება, ზოგიერთს კი უკვე შეწყვეტილი აქვს. ამის შესახებ ინფორმაციასა და ქუჩების ჩამონათვალს “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” ავრცელებს. · გლდანის რაიონში – მუხიანის აგარაკები, საზანოს ქუჩის N22 თან წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით 10:30-დან 22:30-საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: მუხიანის აგარაკებს მთლიანად და გობრონიძის N 46-ს. დაზიანება აღდგენილია, წყალმომარაგება ეტაპობრივად აღდგება 23/01-ის […]
ყირგიზეთ-სინძიანის სასაზღვრო რეგიონში 7,1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

ყირგიზეთ-სინძიანის სასაზღვრო რეგიონში 7,1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ჩინეთის სახელმწიფო მედია იუწყება, რომ რამდენიმე ადამიანი დაშავდა, ჩამოინგრა საცხოვრებელი სახლები. ხუთი სოფელი მდებარეობს ეპიცენტრის გარშემო 20 კილომეტრის რადიუსში. რეგიონში მუშაობა შეაჩერა რკინიგზამაც. ახლომდებარე ყაზახეთში საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ცნობით, მიწისძვრის სიმძლავრემ 6,7 მაგნიტუდა შეადგინა. ბიძგები იგრძნობოდა უდიდეს ქალაქ ალმატაში. ზარალის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. განმეორებითი ბიძგები უზბეკეთშიც […]
სარესტორნო ბიზნესი ძალას ვერ იკრებს… სამზარეულოდან ძალიან ბევრი ადამიანი წავიდა – გურამ ბაღდოშვილი

საქართველოს გასტრონომიული ტურიზმის ბიზნეს ასოციაციის თავმჯდომარე გურამ ბაღდოშვილის თქმით, დღეს კადრების დეფიციტი კვლავ გამოწვევად რჩება. როგორც მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ სტუმრობისას განაცხადა ჰორეკა სექტორიდან ადამიანები სხვა პროფილებში გადავიდნენ. „სარესტორნო ბიზნესი ძალას ვერ იკრებს… სამზარეულოდან ძალიან ბევრი ადამიანი წავიდა“, – განაცხადა მან. გურამ ბაღდოშვილის თქმით, ადგილობრივ ბაზარზე კადრების მწვავე დეფიციტის გამო, სამუშაო ძალის სხვა ქვეყნებიდან შემოყვანას […]
ლიბანის საგარეო მინისტრი – იმედი მაქვს, ისრაელს ესმის, რომ ჩვენთან ომი მათთვის „პიკნიკი“ არ იქნება

ლიბანის საგარეო საქმეთა მინისტრი, აბდულა ბუ ჰაბიბი ისრაელს აფრთხილებს, რომ თუ ქვეყნებს შორის ომი დაიწყება, ეს მათთვის „პიკნიკი“ არ იქნება. ”იმედი მაქვს, მათ ესმით, რომ ომი არ იქნება მათთვის პიკნიკი”, – ციტირებენ მედია საშუალებები ლიბანელ მინისტრს. მისივე თქმით, ისრაელმა ღაზის სექტორში საომარი მოქმედებები უნდა შეწყვიტოს. “ომი ღაზაში უნდა დასრულდეს. საკმარისია”, – აღნიშნა აბდულა ბუ ჰაბიბმა. […]
საქართველოში ამინდი უარესდება – აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია თოვლი

საქართველოში ამინდი უარესდება – აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია თოვლი, ზოგან – ძლიერი ნისლი. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესებისა და ლიპყინულის გამო, საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე, შესაძლებელია, ტრანსპორტის მოძრაობაც შეიზღუდოს.
დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა 2023 წლის ანგარიში წარადგინა

დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა, 2023 წლის განმავლობაში გაწეული სამუშაოების შესახებ, ანგარიში წარადგინა. კობა მურადაშვილის განცხადებით, დმანისის ეკონომიკური და სოციალური კუთხით გაძლიერებისათვის არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა, რაც 2024 წელსაც გაგრძელდება. ანგარიშის წარდგენას – ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, თვითმმართველობის ხელმძღვანელი პირები, დეპუტატები და ადგილობრივები მაცხოვრებლებიც დაესწრნენ.
ავტომანქანების ჩამოყვანის თაობაზე გამოქვეყნებული ყალბი განცხადებები და მოქალაქეებისგან მითვისებული ნახევარ მილიონზე მეტი – პროკურატურამ ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

მოქალაქეების კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, პროკურატურამ ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა, ავტომანქანების ჩამოყვანის თაობაზე, ყალბი განცხადებები გაავრცელა. მოქალაქეებთან გააფორმა ნასყიდობის ხელშეკრულებები, რომლითაც ბრალდებული 653 181 ლარის ოდენობით თანხას დაეუფლა და მიიმალა. სასამართლომ ბრალდებულს, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მას 6-დან 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება.